Connect with us

კულინარია

15 ხრიკი, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

ამ ხრიკების დახმარებით ცხოვრებას გაიმარტივებთ.

1. თუ შემთხვევით წებო „მომენტით“ ხელები დაისვარეთ, მის მოშორებას მარგარინით შეძლებთ. ამისთვის ჭუჭყიან ადგილას წაისვით და რამდენიმე წუთით მოიცადეთ.

2. თუ ბინაში უსიამოვნო სუნის გაქრობა გსურთ, ლიმონის ქერქი წყალში რამდენიმე წუთით ხარშეთ.

3. ონკანის ახლოს ჩამჯდარი ნადების მოსაშორებლად ეს ადგილი თბილი ძმრით გაწმინდეთ.

4. სამზარეულოს პირსახოცი კარგად რომ გაწმინდოთ, ჩუმა მაწონში დაალბეთ და მთელი ღამე გააჩერეთ.

5. რძე ადუღების დროს რომ არ გადმოგეღვაროთ, ქვაბის შიდა კუთხეებს კარაქი ან ცხიმი წაუსვით.

6. ბოსტნეული ხარშვის დროს მხოლოდ ადუღებულ წყალში უნდა ჩადოთ.

7. ჭარხალი კარგად რომ მოიხარშოს, 20 წუთით ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და ჭარხალს ცივი წყალი დაასხით.

8. ახალ კარტოფილს კანი ადვილად რომ მოაშოროთ, სანამ გათლით მარილიან, ცივ წყალში მოათავსეთ.

9. შეწვის დროს .კარტოფილს მარილი ბოლოს მოაყარეთ.

10. ლობიო და ბარდა სწრაფად რომ მოიხარშოს, მთელი ღამით ცივ წყალში დალბობილი დატოვეთ.

11. კარტოფილი ხარშვის დროს რომ არ დაიშალოს, მარილიან წყალს რამდენიმე წვეთი ძმარი დაუმატეთ.

12. ჭარხალმა ხარშვის დროს ფერი რომ არ დაკარგოს, ხარშვის დროს წყალს შაქარი და ვაშლის ძმარი დაუმატეთ.

13. ბოსტნეული სწორად მოხარშეთ:

ა) თავსახური მუქი ფერის უნდა იყოს და ქვაბს მჭიდროდ უნდა ეხურებოდეს;

ბ) ხარშვის დროს ბოსტნეული ჩანგლით არ გახვრიტოთ;

გ) მზა ბოსტნეული ნახარშიდან იმწამსვე უნდა ამოიღოთ;

დ) ბოსტნეულის ხარშვის დროს წყალს ცოტა ლიმონის წვენი უნდა დაუმატოთ.

14. პური დიდხანს რომ შეინახოთ, მის გვერდით კარტოფილის ნაჭერი, ვაშლი ან ცოტა მარილი მოათავსეთ.

15. როგორ ავირჩიოთ თაფლი სწორად:

ა) ჩხირი აიღეთ და მასზე თაფლის დახვევა სცადეთ. თუ არ დაიხვება, თაფლი ნატურალური არაა;

ბ) თაფლი თითებში გასრისეთ. თუ ცოტა ხანში თითები ერთმანეთს აღარ მიეკვრება, თაფლში შაქარია დამატებული.

გ) თავლის წვეთი ფრჩხილის ფირფიტიდან არ უნდა გადმოიღვაროს.