Connect with us

თავის მოვლა

15 წუთი და ხელიდან ყველა ნაოჭი გაქრება!!!

ჩვენ ხელებს ნებისმიერი ყოველდღიური რუტინის შესასრულებლად ვიყენებთ. გასაოცარია, რომ ქალების უმეტესობა სახისა და თმის მოვლის საშუალებებზე უამრავ ფულს ხარჯავს, მაგრამ, ხელებზე ზრუნვას არც კი ფიქრობს…

ჩვენი ხელები ერთ-ერთი უპირველესია რომელზეც დრო დამანგრეველ გავლენას ახდენს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელის კანი გაცილებით თხელია ვიდრე სახის, შესაბამისად ის გაცილებით მგრძნობიარეა დაბერების ნიშნების მიმართ.

ხელის კანში ძალიან ცოტა ცხიმია, როდესაც კოლაგენის ბოჭკო და ელასტინი რღვევას იწყებს ეს შესამჩნევ გავლენას ახდენს კანზე. იმასაც თუ დავუფიქრდებით რამდენად ხშირად ვიბანთ ხელს და რამხელა გავლენას ახდენენ ჩვენს კანზე სხვადასხვა ელემენტები, მიხვდებით თუ რატომ ჭირდება ხელს ასეთი განსაკუთრებული მოვლა!

საბედნიეროდ, არც თუ ისე დიდი ძალისხმევითაც შეგიძლიათ ხელის მოვლა და მისთვის მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრა! ეს ძალიან იოლია – უბრალოდ მოსინჯეთ ქვემოთ მოყვანილი საშუალებებიდან რამდენიმე და გარწმუნებთ შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით!

ხელის კანის გაახალგაზრდავებისთვის

კვერცხი. ეს საშუალება თქვენი ხელის ელასტიურობას აუმჯობესებს, აი რა უნდა გააკეთოთ: პირველ რიგში გააცალკევეთ კვერცხის ცილა და აურიეთ 1 სუფრის კოვზ თაფლთან. შემდეგ, ეს ნაზავი ხელზე წაისვით ფუნჯის მეშვეობით და მის გაშრობას დაელოდეთ. ბოლოს, საპნით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილი. ეს საოცარი და ძლიერი კარტოფილის საშუალება თქვენს ხელს გლუვსა და ბარხატისებურს გახდის. აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი და გამოაცხვეთ. შემდეგ გააკეთეთ პიურე (ჩანგლის მეშვეობით) და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და რძე და შეინახეთ მაცივარში. გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ, 15 წუთით. ბოლოს ხელები საპნითა და თბილი წყლით დაიბანეთ.

ასკილის ზეთი. ეს ზეთი ხელის კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას უზრუნველყოფს. მისი შეწოვა კანის მიერ ხდება. დაიმასაჯეთ კანი ამ ზეთით – ყოველდღიურად, ეს კანს აღდგენასა და მოდუნებაში დაეხმარება.

ბრძოლა ხელებზე არსებულ ლაქებთან

ლიმონი და შაქარი. ეს საშუალება ძალიან იოლად და სწრაფად მზადდება. უნდა მიყვეთ მარტივ ინსტრუქციას. აიღეთ 1/2 ლიმონი და გამოწურეთ, აურიეთ 2 ჩაის კოვზ შაქართან და ისე გამოიყენეთ როგორც სკრაბი. დაიტანეთ წრიული მოძრაობებით – ს მიკროცირკულაციას უზრუნველყოფს. შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით, გარწმუნებთ შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ!

ხელების დატენიანება

ნუშის ზეთი. დიახ მისი გამოყენება აუცილებელია! მოათავსეთ ხელები ცივ წყალში და 5 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაიმშრალეთ და მასზე ზეთი წაისვით. ჩაიცვით შალის ხელთათმანი და დაიტოვეთ მთელი რამით. დილით ხელის კანი დატენიანებული იქნება.

ვაზელინი. უბრალოდ წაისვით ვაზელინი ხელზე, შემდეგ ჩაიცვით შალის ხელთათმანი და მთელი ღამით დაიტოვეთ.

რას უნდა აარიდოთ თავი:

  • უპირველეს ყოვლისა ნუ დაიკვნეტთ ფრჩხილებს – ეს ცუდად მოქმედებს კანზე.
  • მოარიდეთ ცხელ წყალს – ეს ხელის კანს აშრობს, აჯობებს ცხელი თბილით ჩაანაცვლოთ.
  • ყოველთვის ატარეთ ხელთათმანი რათა ცივი ამინდისგან დაიცვათ ტავი, ასეთ ამინდში ხელი ყველაზე მეტად იჩაგრება.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.