ჯანმრთელობა
15 ყველაზე ეფექტური პროდუქტი ხანგრძლივი სიცოცხლისთვის
1. შვრიის ფაფა
შვრიის ფაფა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, არის ბოჭკოსა და ნახშირწყლების წყარო. შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტ ავენატრამიდს, ამიტომ გვეხმარება არტერიული წნევის დაწევაში. ის შეიცავს კალიუმს და კალცს, რაც მას სასარგებლო პროდუქტდ აქცევს ძვლოვანი სისტემის გამაგრებისთვის. ბრიტანული ჟურნალის Food & Function-ის მიმოხილვის თანახმად ის ბეტა-გლიკანს შეიცავს, რომელიც ამცირებს სისხლში არსებული ცუდი ქოლესტერინის დონეს.
2. ავოკადო
ავოკადო ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს (22%-მდე) და ამაღლებს კარგ ქოლესტერინს, ასევე აჩერებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. მასში ბევრი К და С ვიტამინი, კალიუმი და სასარგებლო ცხიმებია. ასეთი ნივთერებების შემცველობა როგორიცაა ლუთეინი და ზაექსანტინი, მასს ძალიან სასარგებლო პროდუქტად აქცევს – თვალის ჯანმრთელობისთვის.
3. კაკალი
კაკალი ანტიოქსიდანტებს და მონოგაჯერებულ ცხიმებს შეიცავს, რომელიც ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. კვლევა რომელიც Journal of Alzheimer’s Disease-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ კაკლის გამოყენება მხარს უჭერს ტვინის აქტიურ მუშაობას.
4. ნუში
ნუში ბოჭკოს, ცხიმებსა და ჯანმრთელ ცხიმებს შეიცავს. კვლევის თანახმად, რომელიც New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა – ნუშის მოხმარება ამცირებს სიმსივნური, გულ-სისხძარღვთა და რესპირატორული დაავადების განვითარების რისკს.
5. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთში შემავალი ანტიოქსიდანტები დადებითად მოქმედებენ ტვინის მუშაობაზე. Journal of Alzheimer’s Disease-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ანტიოქსიდანტები კოგნიტური შესაძლებლობების ასაკობრივ დაქვეითებას აგაცილებთ.
6. ახალი მწვანილი
მწვანილი მტკივნეული შეშუპებებისა და გულის დაავდებების დროს გვეხმარება ბრიტანულ Jurnal Experimental Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანები რომლებიც ახალ მწვანილს დღეში ერთხელ მაინც მიირთმევენ, ადრეული სიკვდილის შანსებს 15%-ით იმცირებენ.
7. წიწაკა
წიწაკა А, С და В ვიტამინის, ფიტოქიმიკატებისა და კაროტინოიდების შემცველია, ეს უკანასკნელი ატიოქსიდანტებია – ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
8. ლობიო
ლობიოს გამოყენება გულის უკმარისობის, თირკმლის დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს დაგეხმარებათ. ცილების რაოდენობითა და ათვისების უნარით, ლობიოს ხორცსა და თევზთან შედარებაც შეიძლება.
9. ვაშლი
ვაშლი მეორე ხარისხის შაქრიანი დიაბეტის შეჩერებაში დაგვეხმარება. ბრიტანულ ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ვაშლის რეგულარული მიღება ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს და ამაგრებს იმუნიტეტს.
10. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი გვეხმარება ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში. მისი გამოყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადბების რისკს ამცირებს. ინდურ ჟურნალ Advanced Pharmaceutical Technology & Research-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კატეხინი – რომელსაც ჩაი შეიცავს ალცჰეიმერის პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ. ის მეხსიერების დარღვევების და გონებაგაფანტულობის ქონის დროსაც სასარგებლოა.
11. ორაგული
ორაგული მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სისხლის წნევის შემცირებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მოცილებაში დაგეხმარებათ. ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ცხიმიანი წითელი თევზი ანტიდეპრესანტია.
12. იოგურტი
იოგურტი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ამაგრებენ. იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კვლევის ის მონაწილეები რომლებიც იოგურტს იყენებდნენ – უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ ვიდრე ისინი ვინც მას არ მიირთმევდნენ.
13. თინუსი
თინუსი მდიდარია ამონომჟავებით, მიკროელემენტებით და ვიტამინებით. მიხი მოხმარება არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ქოლესტერინს. ყოველდღე 30 გრამი თინუსის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს ამცირებს, ეს კი მასში შემავალი ომეგა-3 მჟავების მეშვეობით ხდება.
14. მაგარი ყველი
ყველი მდიდარია ამინომჟავებით და ვიტამინებით, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მისი გამოყენება დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საკვების შეწოვას, ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
15. თათაბო
თათაბო – (ნაცარქათამა, თათამაი, ქორაფი, რუსული მხალი) ვიტამინებით მდიდარი, სარეველად გავრცელებული მცენარეა, თუმცა ის ძალიან სასარგებლოა და ბევრ ქვეყანაში როგორც ბოსტნეული და დეკორატიული კულტურა ისე მოჰყავთ.
თამაო სასარგებლოა მისი ცილის, ბოჭკოსა და სხვადასხვა ანტიოქსიდანტების შემცველობით. მისი მოხმარება დიაბეტის განვითარებას ებრძვის და სისხლში შაქრის დონის კონტროლში დაგეხმარებათ.