Connect with us

ჯანმრთელობა

15 რჩევა, რომელიც ჯანმრთელობას და სიმხნევეს ღრმა სიბერემდე შეგინარჩუნებთ

ალბათ, ყველას გვინდა ჯანმრთელობის შენარჩუნება და 100 წელს მიღწევა. თუმცა, სამყაროში იმდენი ხილული და უხილავი საფრთხე არსებობს, რომ ამ სურვილის რეალობად ქცევა ძალიან რთულია.

თუ გულმოდგინედ ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ. ისინი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ხანგრძლივად სიცოცხლეში დაგეხმარებათ.

როგორ მივაღწიოთ 100 წელს

1. წაიკითხეთ გაზეთები უკუღმა

ეს ხუმრობა არ გეგონოთ. უკუღმა კითხვით, ტვინს მცირე სტრესს უქმნით და ეხმარებით დაზიანებული უჯრედების აღდგენაში. ასეთივე ეფექტი ექნება ნაკლებად მოქმედი ხელით წერას, თქვენთვის უსიამოვნო მუსიკის მოსმენას…

2. მიირთვით წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული

ცოტამ თუ იცის, რომ წითელი წიწაკა უფრო მეტ С ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი. ჭარხალი მდიდარია ნიტრატებით, რომლებიც აფართოებს სისხლძარღვებს, ხოლო პომიდორი ლიკოპენის წყაროა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს უჯრედებისგან გვიცავს.

3. ირბინეთ სწრაფად

სირბილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს 30 %-ით. სირბილის ჩანაცვლება ველოსიპედის მართვითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

4. ფრთხილად იყავით საზოგადოებრივი ტუალეტების გამოყენებისას

ასეთ ტუალეტში ვიზიტის შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა, რათა გათავისუფლდეთ ბაქტერიებისგან, რომლებიც არამხოლოდ სერიოზულ დაავადებებს იწვევს, არამედ იმუნიტეტსაც ასუსტებს.

5. მიირთვით ბანანი

ეს ხილი ამცირებს სისხლის წნევას. მის შემადგენლობაში არსებული კალიუმი ხელს უშლის რაციონში ჭარბი მარილების მავნე ზემოქმედებას.

6. აკეთეთ ჩაჯდომები

ეს უმარტივესი სავარჯიშო აძლიერებს კუნთებს, რომლებიც მომავალში, განსაკუთრებით კი ხანში შესვლისას, დაგიცავთ დაცემისგან.

7. მიირთვით დღეში 1 ფინჯანი ჩაი მაინც

ჩაი ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონების დონეს და ზრდის გადარჩენის შანსს გულის შეტევის დროს მთელი 28%-ით, რამდენადაც მასში არსებული ანტიოქსიდანტები აძლიერებს სისხლძარღვებს.

8. დასაძინებლად 1 საათით ადრე დაწექით

1 საათით უფრო ხანგრძლივი ძილი ამცირებს და არეგულირებს სისხლის წნევას. ასევე, ხანგრძლივი ძილი ადამიანს სტრესთან ბრძოლაში ეხმარება.

9. მიირთვით მაწონი

პრობიეტიკების შემცველი სასმელები დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

10. გამოიყენეთ კბილის ძაფი

იგი გაშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს კარიერს, ამით კი, საბოლოო ჯამში, თავს იცავთ გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და დემენციისგან.

11. ისუნთქეთ საწრუპავით

გააკეთეთ ეს ყოველდღიურად, რათა გააუმჯობესოთ ფილტვების ფუნქციონირება, შეამციროთ გულის კუმშვის სიხშირე და არტერიული წნევა. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ საწრუპავის გავლით.

12. სახლი რეგულარულად დაალაგეთ

ადამიანები, რომლებიც ხშირად ალაგებენ სახლს, მაღალი დონის სეროტონინით გამოირჩევიან. ეს უკანასკნელი კი დადებითად მოქმედებს ძილზე, სწორ კვებასა და დღეგრძელობაზეც.

13. მიირთვით ბეკონი ძეხვის ნაცვლად

ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს, თუმცა, ბეკონი ნაკლებად კალორიულია. მისი მოხმარება სიმსუქნეს უშლის ხელს.

14. ყოველდღე ისეირნეთ

ფეხით სიარული აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და გიცავთ დემენციისგან.

15. დაიდეთ თეფშზე ნაკლები საკვები

ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მღრღნელები, რომლებსაც 30%-ით ნაკლებ საკვებს აძლევდნენ, ორჯერ უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ.

ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში. არ დაგეზაროთ და გაუზიარეთ ისინი მას, ვისაც ძალიან სჭირდება.