სხვა
15 გასაოცარი ფაქტი ადამიანის გულის შესახებ
გული – თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ეს კუნთი ათწლეულების მანძილზე არ წყვეტს მუშაობას. ის- ყველაზე უნიკალური ორგანოა და აი, 15 ფაქტი ამის დასადასტურებლად!
1. ჩვეულებრივი მოზარდის გული წუთში 72 დარტყმას აკეთებს, 100 000-ს დღეში. 36 500 000 დარტყმას წელიწადში და 2.5 მილირდს სრული სიცოცხლის განმავლობაში.
2. სამზარეულოს ონკანი, სრული ჭავლით უნდა მოუშვათ და არ დახუროთ 45 წლის განმავლობაში, რათა მან იმდენი წყალი გამოუშვას რამდენსაც ადამიანის გული ატარებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განმავლობაში.
3. გულის მიერ ყოველდღიურად გამომუშავებული ენერგია საკმარისია მანქანით 32 კილომეტრის გასავლელად, ხოლო მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომუშავებული ენერგია კი მთვარეზე გასამგზავრებლად და იქიდან უკან დასაბრუნებლადაც გეყოფათ.
4. ადამიანის გულის ცემა მაშინ იწყება როდესაც ის 4 კვირის ემბრიონია.
5. ქალის გული გაცილებით სწრაფად ცემს – 78 დარტყმა წუთში, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში გულისცემა წუთში 70 დარტყმას შეადგენს.
6. გულის ცემა – გულის სარქველების დახურვის ხმაა.
7. ძველ ეგვიპტეში ჯეროდათ, რომ გული და ზოგადად ყველა მნიშვნელოვანი ორგანო – ორგანიზმში გადაადგილდება.
8. პლატონი თვლიდა, რომ ტვინი შობს აზრს, გული კი – ვნებას.
9. ფრანგმა ექიმმა რენე ლაენნეკმა (1781–1826) სტეტოსკოპი მას შემდეგ გამოიგონა რაც დაასკვნა, რომ ყურის მიბჯენა ძალიან დიდი ბიუსტის მქონე პაციენტებში – ძალიან მოუხერხებელი იყო.
10. სიცილს გულის ჯანმრთელი მუშაობის უზრუნველყოფა შეუძლია. ის ადუნებს სისხლძარღვების კედლებს და ზრდის სისხლის მიმოქცევის სისწრაფერს 20%-ით.
11. რაც უფრო მაღალია ადამიანის განათლების დონე, მით უფრო ნაკლებია გულის დაავადების რისკი!
12. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გულის შეტევები დღესასწაულებზე, უფრო ზუსტად კი ახალ წელსა და შობას ხდება, ხშირია შემთხვევები ორშაბათის დილასაც!
13. იმდენად რამდენადაც გულის მიერ ელექტრო იმპულსები გამომუშავდება, ეს ორგანო ორგანიზმის გარეთაც შეძლებს არსებობას თუ მას ჰაერის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფთ!
14. გულით სრულდება ყველაზე დიდი მოცულობის სამუშაო – სხვა ორგანოებთან შედარებით!
15. შვედმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გუნდის სიმღერის დროს, გუნდის წევრების გულისცემაც სინქრონიზირდება.