Connect with us

ჯანმრთელობა

15 ჩვევა რომლებიც თქვენს თირკმელებს ანადგურებს

ადამიანები იშვიატად ამჩნევენ თირკმელების მდგომარეობის გაუარესებას თუ ის ნელ-ნელა ვითარდება, სანამ მათი ფუნქციები მინიმუმამდე არ დავა. ამიტომ როდესაც დარღვევები დიაგნოსტირდება მკურნალობა ძალიან რთული და ნაკლებ ეფექტურია. თირკმელზე ზრუნვა – ჯანმრთელობასა და მთელი ორგანიზმის კეთილდრეობაზე ზრუნვას უდრის.

ჩვევები რომლებიც თირკმელებს ანადგურებენ

1. მოწევა

ახლა ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ სიგარეტი პირდაპირ კავშირშია თირკმლის ფუნქციის რღვევასთან. ტოქსიკური ნოივთიერებებისა და კუპრის ზემოქმედებით, არტერიის კედლების საგრძნობი შევიწროვება და შერბილება ხდება, რაც სისხლის ცირკულაციას აუარესებს და ზიანი მოაქვს ყველა ორგანოსთვის, მათ შორის თირკმელებისთვის, რომლებიც იძულებულნია არიან მათი გამანადგურებელი ტოქსიკური ნივთიერებები გამოიტანონ.

2. გაზიანი სასმელები

იმ ადამიანების შარდში რომლებიც გაზიან სასმელებს ხშირად მოიხმარენ – ცილები აღმოჩნდა, რაც თირკმლის პათოლოგიის სიმპტომს წარმოადგენს. გარდა ამისა გაზიანი სასმელები ბევრ შაქარს, ქიმიურ საღებავებსა და სხვა მინარევებს შეიცავენ რომლებიც თირკმლისთვის დამატებით დატვირთვას წარმაოდგენს.

3. В ჯგუფის ვიტამინები

სწორი კვება – ჯანმრთელი ორგანიზმის საფუძველია. В6 შემცველობის მქონე პროდუქტების არასაკმარისად მირება, თირკმელში კენჭის გაჩენის რისკს საგრძნობლად მაღლა წევს. რეკომენდებული ყოველდღიურ რაციონში ამ ელემენტის წყაროები ჩართოთ – ახალი ხილი (ციტრუსების გარდა), ბარდა, ბოსტნეული და სახამებლით მდიდარი პროდუქტები.

4. მაგნიუმის დეფიციტი

ეს მიკროელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია თირკმლის კარგი მუშაობისთვის, რადგან ორგანიზმს კალცის ათვისებაში ეხმარება. მის არასაკმარის რაოდენობას კალცის სიჭარბესთან და მის თირკმელებში კონკრემენტების სახით დაგროვებასთან მივყავართ (კონკრემენტები – გაუხსნელი მარილები, რომლებიც ილექებიან სხეულის ქსოვილებსა ან ამა თუ იმ ღრუში, მაგ., კენჭები ნაღვლისა და შარდის ბუშტებში, თირკმელებში და ა.შ.).

5. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობები

ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი ვნებს თქვენს ორგანიზმს. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ადამიანის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, ეს მას ნორმალური წონის შენარჩუნებაში და თირკმელზე დატვირთვის შემცირებაში ეხმარება. სპორტული აქტივობები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამომყოფ ფუნქციას და ამცირებს კენჭის გაჩენის რისკს.

6. ძილის დარღვევები

სრულფასოვანი ღამის დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რადგან ღამით ყველა ქსოვილის განახლება ხდება. ქრონიკულმა უძილობამ შეიძლება თირკმლის მუშაობის პათოლოგია გამოიწვიოს.

7. შარდის შეკავება

ნუ დაგეზარებათ ტუალეტში დროულად შესვლა! შარდის შეკავება და საკუთარი მოთხოვნილებების იგნორი შარდის ბუშტის ქსოვილის გაფართოვებას იწვევს და თირკმლის მუშაობას აფერხებს. ამ ჩვევამ შეიძლება შარდის შეუკავებლობა და სხვადასხვა გართულებები გამოიწვიოს!

8. ზედმეტი მარილი

მარილის მოყვარულები ვერც კი წარმოიდგენე თუ რამდენად ვნებენ საკუთარ ჯანმრთელობას. ნატრიუმის ჭარბი დოზა გარდა ორგანოების დაზიანებისა და ჰიპერტონიისა – თირკმელების სისტემის დაზიანებასაც იწვევს.

9. გამაყუჩებლების გაუაზრებელი მიღება

ძალიან ბევრ მედიკამენტს აქვს უკუჩვენება, მათ შორის გამაყუჩებლებსაც, ისინი გავლენას თირკმელებზეც ახდენენ. ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და ანალიზების კონტროლის ქვეშ შეიძლება, რათა თირკმელებსა და სხვა ორგანოებს ზიანი არ მიადგეთ.

10. ზედმეტი კოფეინი

თირკმლის ნებისმიერი დარღვევისას ექიმები კოფეინის მოხმარების შეწყვეტის რეკომენდაციას იძლევიან. კოფეინს შარდმდენი ეფექტი აქვს, ის ტვირთავს თირკმელებს და არღვევს მათ ნორმალურ მუშაობის პროცესს.

11. ცილის დიდი რაოდენობა

მოდური ცილოვანი დიეტები და ცილოვანი საკვების სიჭარბე ამიაკის ორგანიზმიდან გამოდევნას იწვევს, რომელსაც თურკმელები ამუშავებენ და ორგანიზმიდან გამოაქვთ. ასეთი მდგომარეობის ამოცნობა ყველას შეუძლია, მის შარდს ამ დროს აცეტონის სუნი უჩნდება. ასეთი ჭარბი დატვირთვა თირკმელს აზიანებს. საჭიროა ცილოვანი საკვების რაოდენობის შემცირება და რაციონში მწვანილის, ახალი ბოსტნეულისა და ხილის შეტანა.

12. სპირტიანი სასმელები

ალკოჰოლი ორგანიზმს სერიოზულად აზიანებს, თუნდაც ის მინიმალური რაოდენობით მიიღოთ. თირკმლის პრობლემებისთვის თავის არიდება ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირებით ან საერთოდ აღმოფხვრით შეიძლება.

13. ინფექციური პროცესების გართულებები

ადამიანები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას ვირუსულ დაავადებებს ან სურდოს და მათ ექიმთან ვიზიტის გარეშე მკურნალობენ. ასეთ მიდგომას შეიძლება გართულებები მოყვეს, რომელთა მკურნალობაც საკმაოდ რთულია, მათ შორის თირკმლის ანთებითი პროცესები, რომელიც ქრონიკულ ფორმაში ძალიან ხშირად გადადის.

14. ქრონიკული დაავადებების არასწორი მკურნალობა

დაავადებები რომლებიც ხშირად ჩნდებიან არასწორი კვების ან ცხოვრების წესის გამო: ჰიპერტონია ან შაქრიანი დიაბეტი –  თირკმლის ფუნქციას საგრძნობლად ტვირთავენ. ამიტომ აუცილებელია გამოვიყენოთ რეკომენდებული რაციონი და მივიღოთ დანიშნული სამკურნალო პრეპარატები, რათა არ გავიუარესოთ ჯანმრთელობა.

15. ძალიან ცოტა წყალი

იგულისხმება არა სასმელები, არამედ, სუფთა, ახალი წყალი. თირკმლის კარგი მუშაობისთვის წყლის საკმარისი რაოდენობა უნდა მიიღოთ, რომელიც ორგანიზმიდან ყველა მავნე ნივთიერების გამოდევნაში დაგეხმარებათ. წყლის უკმარისობა იოლი შესამჩნევია შარდის ფერის მიხედვით, ის მუქდება და მღვრიე ხდება.