Connect with us

ყვავილები

15 საუკეთესო მცენარე, რომელიც ჰაერის გაწმენდაში დაგეხმარებათ

ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრების გამარტივებას ცდილობს. ჩვენ სხვადასხვა დეზოდორანტების, სპრეების, საღებავების, ლაქების, გელების და სარეცხი საშუალებების გამოყენებას მიჩვეული ვართ. ამ ყველაფერმა ჩვენი ყოველდღიური ყოფა გაამარტივა, მაგრამ ჰაერის ხარისხზე დამღუპველი გავლენა იქონია. ჩვენი რედაქცია ამ საკითხით სერიოზულად შეშფოთებულია. სწორედ ამიტომ, მინდა გიამბობთ, თუ რა სარგებელს მოგიტანთ ოთახის მცენარეები.

ჩვენს მწვანე „მეგობრებს“ ნამდვილად შეუძლია დახმარების გაწევა. პირველ რიგში, საქმე ტოქსინებს ეხება, რომელიც თითქმის ყველგან გვხვდება. მავნე ნივთიერება არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, არამედ ორგანიზმში გროვდება. ამის თავიდან ასაცილებლად, კვებას და ჰაერს ყურადღება უნდა მიაქციოთ. უკანასკნელის შემთხვევაში ოთახის მცენარეები შესანიშნავად დაგეხმარებათ. ზოგიერთ მათგანს ჰაერის ტოქსინებისგან გაწმენდა და მისი დატენიანება შეუძლია.

რა სარგებელს მოგიტანთ ოთახის მცენარეები

ტოქსინების შესახებ

NASA-ს კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერი შეიძლება მავნე აქროლად ნაერთებს შეიცავდეს. ამაზე ირგვლივ მყოფი ნივთები გავლენას ახდენენ. მაგალითად, ავეჯი, პლასტმასი, ხალიჩის ზედაპირი, თამბაქოს კვამლი და საყოფაცხოვრებო გაზი, რომელიც ფორმალდეჰიდს შეიცავს. ეს ტოქსინი ალერგიას, ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ასთმას და კანის დაავადებას იწვევს. ტრიქლორეთილენი, ძლიერი კანცეროგენი, საღებავებში, ხალიჩების საწმენდ საშუალებებსა და ქლორიან წყალში შედის. ნივთიერება თვალს და კანს აღიზიანებს, ასევე ღვიძლს და თირკმლებს აზიანებს.

თამბაქოს კვამლი, საწმენდი საშუალებები და რეზინის ნაწარმი სახიფათო ტოქსინს, ბენზოლს შეიცავს. მან შეიძლება ლეიკემია გამოიწვიოს. თამბაქოს კვამლი, კომპიუტერის ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები ამიაკს და ქსილოლს შეიცავენ.

კვლევის შედეგად NASA-ს თანამშრომლებმა განსაზღვრეს, თუ რომელი ოთახის მცენარეები შეიძლება იყოს სასარგებლო. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანს ჰაერიდან ტოქსინების 85%-ს განადგურება შეუძლია. არჩევანის გაკეთებაში რომ დაგეხმაროთ, გთავაზობთ NASA-ს ვერსიით საუკეთესო ოთახის მცენარეების სიას.

საუკეთესო ოთახის მცენარეების სია NASA-ს ვერსიით

გერბერა ჯემსონი და ქრიზანთემა

პირველ რიგში, ყვავილები შესანიშნავად გამოიყურება და თავისი სილამაზით თვალს ახარებს. მეორეც, ისინი ჰაერს ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან წმენდს. ქრიზანთემა ამიაკსაც გაუმკლავდება.

ხუჭუჭა სურო და ბამბუკის პალმა

ორივე მცენარე ჰაერს ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან წმენდს, გარდა ამისა, სურო ობსაც უმკლავდება. ის უპრეტენზიოა და სიბნელეში შესანიშნავად ძლებს. ბამბუკის პალმა ჰაერს ტრიქლორეთილენისგან გაწმენდს,ა მიტომ მისი დადებას ლაქიან ავეჯთან ახლოს გირჩევთ.

სცინდაპსუსი და ფილოდენდრონი

სცინდაპსუსი შხამიანი მცენარეა, მაგრამ ჰაერს ტოქსინებისგან წმენდს. მცენარე ნებისმიერ პირობას ეგუება და უპრეტენზიოა. მთავარია, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისგან მოშორებით დადოთ. ფილოდენდრონი სცინდაპსუსს ჰგავს, მაგრამ სახლში მისი ქონა არ შეიძლება, თუ ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ.

შეფლერი და სანსევიერია

ორივე მცენარე შესანიშნავად გამოიყურება და ჰაერში არსებულ ყველა ტოქსინებს უმკლავდება. გარდა ამისა, მოვლაში უპრეტენზიო მცენარეები არიან. ამ ოთახის მცენარეების საძინებელში დადებას გირჩევთ.

დრაცენა და ოფიოპოგონი

ორივე მცენარე ქსილოლომს და ტრიქლორეთილენს შესანიშნავად უმკლავდება. გარდა ამისა, ოფიოპოგონი ჰაერს ბენზოლისგან წმენდს, ხოლო დრაცენა – ფორმალდეჰიდისგან.

აზალია და ფიკუსი

ორივე ყვავილი ფორმალდეჰიდს აქრობს, ხოლო ფიკუსი ჰაერს ტრიქლორეთილენისგან წმენდს. გაფრთხილებთ, რომ აზალია იდეალურად გამოიყურება, მაგრამ საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა.

შროშანი ფლამინგო

ყვავილი არა მხოლოდ ჰაერს წმენდს, არამედ წყლის ორთქლებით ავსებს. ლილია ქსილენს და ტოლუოლს იწოვს, შემდეგ კი უსაფრთხო ნაერთად გარდაქმნის. გარდა ამისა, ყვავილი თავისი სილამაზით თვალს ახარებს.

მშვიდობის შროშანი

მცენარე ყველა შესაძლო ტოქსინებს აქრობს. უბრალოდ მისი ფოთლები მტვრისგან რეგულარულად გაწმინდეთ, ასე ჰაერი მუდმივად გაიწმინდება.

ალოე

ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად სასარგებლოა ალოეს მიღება. გარდა ამისა, მცენარე კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება, ის ჰაერს წმენდს. სიტყვაზე, ამას ყველაზე უკეთ აკეთებს!

თუ ჯერ კიდევ ერთი მცენარეც არ გაქვთ, მის შეძენაზე დაფიქრდით. ოთახის ყვავილები არა მხოლოდ ინტერიერს ამშვენებენ, არამედ ჰაერს წმენდენ. სხვათა შორის, ეს ოთახის მცენარეების ყველაზე სასარგებლო თვისება არაა. მაგალითად, მათ გამოსხივების შთანთქმა და მიკრობების მოკვლა შეუძლიათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.