Connect with us

კულინარია

15 რჩევა, თუ როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული სწორად

ოჯახის ყოველთვიური ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი კვებაზე მოდის. სწორედ ამიტომ, საკვები გონივრულად უნდა შეიძინოთ და შეინახოთ.

თუ გაფუჭებული საკვების გადაყრა არ გსურთ, არა მხოლოდ ნაკლები საკვები უნდა შეიძინოთ, არამედ უნდა დარწმუნდეთ, რომ საკვები სწორად შეინახეთ.

ქვემოთ მოცემული 15 სასარგებლო რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ!

შეინახეთ მაცივრის გარეშე:

1. ბანანის ყუნწები ალუმინის ფოლგით შეკარით.

დამწიფების პერიოდში ბანანი ეთილენის გაზს გამოყოფს. ალუმინის ფოლგით ბანანის კუდის დაფარვისას ნაყოფის სხვა ნაწილებზე ამ გაზის გავრცელებას ხელს უშლით.

2. ხახვი ნეილონის წინდებში მოათავსეთ და შეკარით ისე, რომ ბოსტნეული ერთმანეთისგან მოშორებით შეინახოთ.

ჭარბი ტენი მოკლე დროში ხახვის ლპობას იწვევს. სჯობს გრილ და ნაკლებად განათებულ ადგილას შეინახოთ.

ბოსტნეული რაც შეიძლება დიდხანს რომ შეინახოთ, სჯობს ნეილონის წინდაში ჩაყაროთ, შეკრათ და კედელზე ჩამოკიდოთ. ასე მისი შენახვის ვადა 6-8 თვემდე გაგრძელდება.

3. ნიორს დაბალ ტენიანი და ბნელი ადგილი უყვარს

ნივრის შენახვის იდეალური მეთოდი – კონტეინერში ან ქაღალდის პაკეტში მოათავსეთ, ხოლო პაკეტი კი ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ.

ნივრის მთელი თავი 2 თვემდე შეიძლება შეინახოთ. თუ კბილებს დააცალკევებთ, შენახვის ვადა 3-10 დღემდე შემცირდება.

4. ოხრახუში, ქინძი, რეჰანი და სატაცური: ღეროები წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ და ოთახის ტემპერატურაზე შენობაში გააჩერეთ (გარეცხვის გარეშე).

თუ მწვანილის მაცივარში შენახვა არ გსურთ, ის წყალში უნდა გააჩეროთ ისე, როგორც ყვავილები. მწვანილები 4-დან 5 დღემდე შეგიძლიათ შეინახოთ.

5. კარტოფილი ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.

კარტოფილი პლასტმასის პაკეტში არ შეინახოთ. ამის ნაცვლად ქაღალდის ან ნახვრეტებიან შეფუთვაში შეინახეთ.

შენახვის სხვა ვარიანტი შეიძლება იყოს ნახვრეტებიანი ყუთი, რომლის ძირზეც გაზეთი ან საშრობი ქაღალდია დაფენილი. ამ ბოსტნეულისთვის იდეალური ტემპერატურაა 6-10,5 გრადუსი.

სწორი შენახვის პირობებში კარტოფილი სიახლეს საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს.

6. თუ ავოკადო დამწიფებული არაა, გაზეთში გაახვიეთ და ქაღალდის პაკეტში მოათავსეთ.

მწვანე ავოკადო დამწიფებას ვერ შეძლებს, თუ მაცივარში მოათავსებთ. ის გაზეთში უნდა გაახვიოთ და ქაღალდის პაკეტში მოათავსოთ.

თუ დამწიფების პროცესის დაჩქარება გსურთ, პაკეტში ბანანიც მოათავსეთ. პაკეტში ავოკადოს დამწიფებისთვის 3-5 დღე დასჭირდება.

7. პომიდორი 10 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე შეინახეთ.

რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო გაჯერებული გემო აქვს. მაცივარში შენახვისას პომიდორი თავის არომატს კარგავს. სჯობს პომიდორი 10 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე შეინახოთ.

ამ ბოსტნეულის შენახვის ვადამ შეიძლება 3 კვირას მიაღწიოს.

მაცივარში შეინახეთ:

1. გაურეცხავი სოკო ოხრახუშთან ერთად ქაღალდის პაკეტში მოათავსეთ.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სოკო მხოლოდ გამოყენების წინ უნდა გარეცხოთ. წყალთან კონტაქტისას ტენიანობა იზრდება და ბოლომდე არ შრება.

რეკომენდებულია სოკო ქაღალდის პაკეტში ოხრახუშის კონასთან ერთად შეინახოთ. ის ანტიოქსიდანტის სახით მოქმედებს და ლაქების გაჩენას აფერხებს. ამის შემდეგ სოკო შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ.

შენახვის ვადა: 3-5 დღე.

2. მარწყვს თეთრი ძმრით დეზინფექცია ჩაუტარეთ. ყუნწები არ მოაშოროთ.

სჯობს მარწყვი გამოყენების წინ გარეცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის წყალს შეიწოვს, დარბილებას დაიწყებს და დამწიფების პროცესი დაჩქარდება. იმისთვის, რომ კარგად გაწმინდოთ 1 ნაწილი თეთრი ძმარი და 2 ნაწილი წყალი დაგჭირდებათ.

დარწმუნდით, რომ პაკეტში დამპალი მარწყვი არ იქნება, რადგან ასეთ კენკრას დანარჩენების დაზიანებაც შეუძლია.

ყუნწები მოაშორეთ და ჰერმენტულ პაკეტში მოათავსეთ, თუ მის გაყინვას არ აპირებთ. თუ მაცივარში შენახვას აპირებთ, საწურზე მოათავსეთ.

მაცივარში: 5-6 დღე ინახება.

საყინულეში: 2-4 თვე.

3. გარეცხვის შემდეგ სალათი, ისპანახი ან ფოთლოვანი კომბოსტო საშრობ ქაღალდში გაახვიეთ, რომ მისი სიახლე დიდხანს შეინარჩუნოთ.

ფოთლები დიდი რაოდენობით ცივ წყალში გარეცხეთ. მაცივარში შენახვამდე დარწმუნდით, რომ ბოლომდე გამშრალია.

მწვანილი შეგიძლიათ პლასტმასის კონტეინერში ან ჰერმენტულ პაკეტში მოათავსოთ. საშრობ ქაღალდში კარგად გაახვიეთ, რომ ზედმეტი წყალი შთანთქათ.

სწორი შენახვის პირობებში მწვანილი 1-2 კვირა ახალივით იქნება.

4. გამოუყენებელი ლიმონის ნახევარი ალუმინის ფოლგაში გაახვიეთ ან მარილი მოაყარეთ.

ზოგჯერ მხოლოდ ლიმონის ნახევარს ვიყენებთ, მეორე ნახევარს კი ვაგდებთ. ზედმეტ ხარჯს თავიდან აიცილებთ, თუ დარჩენილ ხილს ალუმინის ფოლგაში გაახვევთ.

შენახვის კიდევ ერთი მეთოდი – რბილობს მარილი მოაყარეთ და მაცივარში შეინახეთ. მთელი ლიმონი 2 კვირამდე ინახება. ნახევარი ლიმონი 7 დღემდე ფერს და გემოს არ იცვლის.

5. დამწიფების შემდეგ ავოკადოს დაჟანგვა არ დაუშვათ.

ავოკადოს ნაყოფი რომ არ გაშავდეს, მას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაასხით ან ცოტა ზეთი წაუსვით. მეორე ვარიანტი – კონტეინერის ძირში ხახვის ნაჭერი დადეთ, შემდეგ მასზე დაჭრილი მხარით ზემოთ ავოკადო დაადეთ. ასე ავოკადო თავის ფერს 1-2 დღე შეინარჩუნებს.

6. გასუფთავებული კარტოფილის შესანახად ბოსტნეული წყლით და თეთრი ძმრით სავსე კონტეინერში შეინახეთ.

გათლილი კარტოფილი სწრაფად შავდება. ამის თავიდან ასაცილებლად კონტეინერში მოათავასეთ, წყალი დაასხით და რამდენიმე წვეთი თეთრი ძმარი დაუმატეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ.

შენახვის ვადა: 3-4 დღე.

7. თუ ბანანი ძალიან დამწიფებულია, შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ და შემდეგ სმუზი გააკეთოთ.

მწიფე ბანანის შესანახად ქერქი მოაშორეთ, დაჭერით, ჰერმენტულ პაკეტში მოათავსეთ და საყინულეში შეინახეთ.

ასე ბანანი 2-3 თვე შეგიძლიათ შეინახოთ.

8. არომატული ყინულის კუბები ქინძით, ოხრახუშით, რეჰანით ან ნებისმიერი სხვა ბალახით.

შესანიშნავი მეთოდი საყინულეში მწვანილების შესანახად. მწვანილი დააქუცმაცეთ და ყინულის ფორმებში მოათავსეთ. ზეითუნის ზეთი ან გამდნარი კარაქი (საყინულეში შედებამდე გაგრილება აცადეთ) დაუმატეთ.

შენახვის ვადა: 2 კვირიდან 1 თვემდე.

ეს სასარგებლო ინფორმაცია აუცილებლად შეინახეთ!