ჯანმრთელობა
1400 კალორია დღეში – თქვენი ახალი ნორმა. მენიუ, რომლის დახმარებით აუცილებლად დაიკლებთ
წონაში რომ დაიკლოთ, საკვების მიღებასთან ერთად უფრო ნაკლები ენერგია უნდა მიიღოთ, ვიდრე დღის განმავლობაში ხარჯავთ. სწორედ კალორიების დეფიციტი იწვევს წონის დაკლებას.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების რაოდენობის შემცირება, არამედ მისი კვებითი და სასარგებლო თვისებების შენარჩუნება. ეს კი რთული ამოცანაა. ორგანიზმი წონაში კლებისთვის დროსაც ცილას, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მინერალებს საჭიროებს, რომ ნორმალური სასიცოცხლო აქტივობა უზრუნველყოს.
დიეტური მენიუს დღიური ნორმა 1400 კალორია უნდა იყოს, ხოლო ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გადანაწილება დაახლოებით ასე 40/20/40. ასეთი მენიუ წონაში დასაკლებად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ნორმალურად ითვლება. როგორ შევადგინოთ სწორად?
წონაში დაკლების მენიუ სახლის პირობებში
გთავაზობთ დაახლოებით სრულად დაბალანსებულ რაციონს 2 დღეზე. ის გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც სახლში იკვებებიან და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან ამზადებენ.
პირველი დღე:
1.საუზმე: 30 გრ შვრიის ფაფა, 1 კვერცხი, 25 გრ უცხიმო ხაჭო ან ყველი, 1 ნაჭერი ხორბლის პური (30 გრ დაახლოებით).
2.წახემსება: 100 გრ იოგურტი შაქრის გარეშე, 30 გრ ნებისმიერი კაკალი.
3.სადილი:100 გრ წიწიბურა, 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გრ ახალი ბოსტნეული ან მათი სალათი. სალათს ზეითუნის ზეთი მოასხით.
4.სამხარი: 1 ვაშლი, 25 გრ თეთრი ყველი, 1 ნაჭერი ხორბლის პური.
5.ვახშამი: 150 უცხიმო იოგურტი
მეორე დღე
1.საუზმე: 200 გრ ბლინები, 1 კვერცხი. ბლინები უცხიმო ხაჭოს, ბრინჯის ფქვილისგან (2 ს/კ), მუჭა ქიშმიშისგან მოამზადეთ.
2.წახემსება: 150 გრ ხილის სალათი
3.სადილი: 200 გრ ბრინჯი, 150 გრ შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული თევზი, 200 გრ ბოსტნეულის სალათი.
4.სამხარი: 150 გრ იოგურტი, 1 ნაჭერი ხორბლის პური.
5.ვახშამი:200 გრ ბოსტნეულის რაგუ, 150 გრ მოხარშული ქათმის ხორცი. რაგუ მზესუმზირას ზეთზე მოამზადეთ.
მნიშვნელოვანია ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მიირთვათ და ერთნაირი შესვენებებით, დაახლოებით ყოველ 3-4 საათში. ასე ორგანიზმი შიმშილს არ იგრძნობს და ყველაფრის ჭამის სურვილს უფრო მოერევით.
ასევე დღეში 2 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოთ. ჩვეულებრივი წყალი ან ბალახის ჩაი. გახსოვდეთ, რომ ფრეში ან წვენი – ეს სასმელები კალორიების დანამატს წარმოადგენს, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ.
ამ დღიური რაციონის მაგალითზე შეგიძლიათ თვის რაციონი შეადგინოთ, რომ წონაში დაიკლოთ. ერთ თვეში რამდენიმე კილოგრამის დაკლებას და სწორი ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენას შეძლებთ.
ამ მენიუს მაგალითის მიხედვით, შეგიძლიათ შეადგინოთ მთავარი რაციონიც, რომელსაც მთელი ცხოვრება გამოიყენებთ.
სწორად კვება სასიამოვნოა. ორგანიზმი მიღებული სარგებლის გამო მადლობას გეტყვით, ხოლო სარკეში ანარეკლი სასიამოვნოდ გაგახარებთ, კიდევ რა უნდა ისურვოთ?