თავის მოვლა
14 მიზეზი, რატომ უნდა იყიდოთ ბავშვის პუდრა
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ბავშვის პუდრას ძალიან ბევრ სიტუაციაში თქვენი გადარჩენა შეუძლია. ის კოსმეტიკის ჩანთაში დიდ ადგილს და ბევრ ფულს დაზოგავს.
1. მშრალი შამპუნი
პუდრა შეგიძლიათ თმის გასაახლებლად გამოიყენოთ. მას ნამდვილად მშრალი შამპუნის ეფექტი აქვს და შეუცვლელი იქნება, როცა თავის დაბანის დრო არ გაქვთ.
2. პრაიმერი
აუცილებელი არაა პრაიმერი შეიძინოთ, რომ ტონალური კარგად დაგაჯდეთ. ბავშვის პუდრის თხელი ფენა თავის საქმეს ისევე კარგად შეასრულებს, როგორც თხევადი ანალოგები.
3. ფაიფურის სახე
მაკიაჟი რომ დაასრულოთ და სახე რომ არ ბზინავდეს, მატირებელი პუდრის შეძენა საჭირო არაა. ჩვეულებრივი, ბავშვის პუდრაც გამოგადგებათ.
4. ფუმფულა წამწამები
ფუნჯით პუდრა წამწამებზე წაისვით, შემდეგ ტუშის პირველი ფენა წაისვით. როცა ტუში ოდნავ გაშრება, პუდრის და ტუშის შემდეგ ფენა წაისვით.
5. იდეალური წარბები
მაკიაჟის გაკეთებამდე ფუნჯით ბავშვის პუდრა წარბებზე წაისვით, შემდეგ ფანქრით იმუშავეთ. ასე უფრო სქელი და მოცულობითი გამოჩნდება.
6. დეპილაცია
როგორც შაქრის, ასევე ცვილის დეპილაციის დროს კანზე კარგად მისაკვრელად პროცედურის წინ პუდრა გამოიყენეთ. სხვათა შორის, კანი ასე ნაკლებად დაზიანდება.
7. დიდხანს მოთამაშე ტუჩსაცხი
ტუჩსაცხი რომ არ მოგშორდეთ, ტუჩებზე ბავშვის პუდრა წაისვით და სალფეთქით ზედმეტები მოიშორეთ. თხელი ფენა არ გამოჩნდება, მაგრამ მაკიაჟს საიმედოდ დაიცავს.
8. გაპარსვის შემდეგ
ხელმისაწვდომი საშუალება ფეხის გაპარასვის შემდეგ: ჯერ დამატენიანბელი კრემი წაისვით, შემდეგ როცა კანი კრემს შეიწოვს, პუდრით დაიმუშავეთ. კანი იდეალური გახდება!
9. ნაკაწრები
ეს სამწუხარო ნაკაწრები სწრაფად რომ შეხორცდეს და მათში ინფექცია არ მოხვდეს, შეგიძლიათ ბავშვის პუდრა გამოიყენოთ.
10. განსაკუთრებული ზონა
ფეხებს შორის კანი სიარულის დროს ხშირად იხეხება. განსაკუთრებით, როცა ქვედაბოლოს კოლგოტის გარეშე იცვამთ. ბარძაყების შიდა მხარეს ბავშვის პუდრა წაისვით და პრობლემა მოგვარდება.
11. ხახუნის საწინააღმდეგოდ
ფეხსაცმელმა კანი რომ არ გაგიხეხოთ, ბავშვის პუდრა ფეხსაცმელში ჩაყარეთ. კოჟრები აღარ შეგაწუხებთ!
12. გაოფლილი ფეხსაცმელი
სპორტულ დარბაზში ვარჯიშის წინ ცოტა ბავშვის პუდრა სპორტულ ფეხსაცმელში ან წინდებში ჩაყარეთ. უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.
13. ცივი თეთრეული
აღმოჩნდა, რომ თუ თეთრეულს პუდრს მსუბუქად მოაყრით, ზაფხულში კონდიციონერის გარეშეც ცივი დარჩება.
14. სანაპიროზე
სანამ სანაპიროზე წახვალთ, ჩანთაში ბაშვის პუდრა აუცილებლად ჩაიდეთ. მისი დახმარებით ფეხები დაიმუშავეთ და ქვიშა აღარ მიგეკრობათ.