Connect with us

ჯანმრთელობა

14 ტუტოვანი პროდუქტი, რომლებიც ხელს უშლის სიმსუქნეს, კიბოსა და გულის დაავადებებს

არაჯანსაღი კვება იწვევს ორგანიზმში pH დონის შემცირებასა და დაავადებების რისკის ზრდას.

წარმოგიდგენთ 14 პროდუქტს, რომლებიც დიდი რაოდენობით ტუტოვან ნივთიერებას შეიცავს და დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში.

1. ისპანახი

ეს თავისუფალი რადიკალების ბუნებრივი გამანადგურებელია, რომელიც აუმჯობესებს ტვინისა და გულის მუშაობას.

2. ლიმონი

ლიმონის წვენი ხელს უშლის ინსულტს, ასევე, ეფექტურია თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.

3. ქვინოა

ქვინოა არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს. მას ორჯერ მეტი ბოჭკო აქვს სხვა პროდუქტთან შედარებით.

4. წიწიბურა

წიწიბურა აუმჯობესებს გულის მუშაობას, ებრძვის დიაბეტს და ზრდის სასიცოცხლო ძალას.

5. ნესვი

ნესვი გამოდევნის ტოქსინებს და ხელს უშლის გაუწყლოებას. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს, რაც მას ტუტის კარგ წყაროდ აქცევს.

6. ზეითუნის ზეთი

ანტიოქსიდანტებისა და მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების გამო, სასურველია ამ ზეთის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა.

7. ბანანი

ბანანი მდიდარია ცელულოზითა და B ჯგუფის ვიტამინებით, მარგანეცით, კალიუმითა და მაგნიუმით.

8. სელის თესლი

იგი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ხსნის მენოპაუზის სიმპტომებს.

9. ყვავილოვანი კომბოსტო

აძლიერებს გულს და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება.

10. ავოკადო

ავოკადო გვეხმარება ხილიდან და ბოსტნეულიდან მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს გულს.

11. ყურძენი

ყურძენი ამცირებს მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ფილტვების, პროსტატის, ენდომეტრიისა და პირის ღრუს კიბოს რისკს ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით.

12. სტაფილო

სტაფილო აუმჯობესებს გონებრივ ცხოველქმედებასა და მხედველობას, ბეტა-კაროტინის შემცველობის დამსახურებით.

13. ბროკოლი

ბროკოლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. იგი იცავს გულს, აძლიერებს ძვლოვან სტრუქტურას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

14. კენკრა

კენკრა ეფექტურად ატენიანებს კანს და ძლიერად ანელებს დაბერების პროცესს. ებრძვის ქრონიკულ პრობლემებს.

მიირთვით ეს პროდუქტი ყოველდღე და დაივიწყეთ მრავალი დაავადების შესახებ.