საკითხავი
14 საუკეთესო ხრიკი მებაღისთვის, მინიმალური დანახარჯებით
მეაგარაკეებმა დაიწყეს თავიანთი აგრარული საქმიანობა, რათა გარკვეული დროის შემდეგ უხვი მოსავალი მიიღონ. დღეს ჩვენ გაგაცნობთ მნიშვნელოვან ნიუანსებსა და ეშმაკობებს აგარაკზე მუშაობისა, რომლებიც თქვენთვის, დიდი ალბათობით, უცნობია.
მაშ ასე, 14 ხრიკი მებაღეებისა და მეაგარაკეებისთვის, მინიმალური დანახარჯებით.
1. დარიჩინი ნერგებისთვის
ჩვეულებრივი დარიჩინი ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა მავნებლების წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ ეს სანელებელიშესანიშნავი ანტისეპტიკია. თუ ნერგს დარიჩინის ფხვნილს მოაყრით, ხელს შეუშლით მცენარის დაავადებას. გარდა ამისა, ნერგს სასიამოვნო არომატი გაუჩნდება.
2. ორიგინალური ქოთანი ნერგისთვის
თუ თავისუფალი ქოთანი არ გაქვთ ნერგისთვის, ნუ აღელდებით. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნესვის, ციტრუსისა და საზამთროს ნახევრები. თქვენი მისიაა უზრუნველყოთ ქოთნის მედეგობა და მისი ფსკერზე ბრტყელი ხვრელი ამოჭრათ. პირველ რიგში, ეს უზრუნველყოფს სწორ დრენაჟს, მეორეც – დამატებით ვენტილაციას. ასეთი ქოთნის უპირატესობა ისაა, რომ იგი პირდაპირ ნიადაგში შეგიძლიათ ჩარგოთ.
3. თვითმრწყავი ნერგი
თუ შვებულებაში მიდიხართ რამდენიმე დღით და ღელავთ, რომ ნერგი გახმება, შეგიძლიათ ერთი მარტივი ხრიკი სცადოთ. მცენარის მუდმივი დატენიანება რომ უზრუნველყოთ, შემდეგნაირად მოიქეცით: დაახვიეთ რამდენიმე ქაღალდის ხელსახოცი მაქსიმალურად მჭიდროდ. ამოავლეთ მისი ერთი ბოლო ჭიქა წყალში და მოათავსეთ ხელსახოცები ნერგის გვერდით, ოღონდ არა პირდაპირ ფესვებზე.
4. წყალბადის ზეჟანგი დაავადეების პროფილაქტიკისთვის
მცენარის დაცვა ფესვის ლპობისგან შეუძლია ჩვეულებრივ წყალბადის ზეჟანგს. გარდა ამისა, ზეჟანგი დადებითად მოქმედებს თესლების ამოცენების სისწრაფეზე. საუკეთესო პირობების შესაქმნელად, მორწყეთ მცენარე სპეციალური ხსნარით(წყალბადი1:23 წყალი).
5. ინგლისური მარილი გადარგვისთვის
ცნობილია, რომ ინგლისური მარილი მცენარის ფესვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს გადარგვის დროს. უმჯობესია, დაუმატოთ 1 მწიკვი მარილი თხრილის ფსკერს. არ ჩაუშვათ მცენარე უშუალოდ მარილში, დაფარეთ ნიადაგის თხელი ფენით.
6. სანერგე ქოთნის კიდევ ერთი ვარიანტი
საინტერესო გადაწყვეტილება – ჩარგეთ ნორჩი მცენარე კვერცხის ნაჭუჭში. ამ შემთხვევაში არამხოლოდ სპეციალურ ჭურჭელზე დაზოგავთ ფულს, არამედ მცენარე კალციუმის საჭირო მარაგსაც მიიღებს.
7. რატომაც არა – ნერგები კვერცხის ყუთში
ეს ხრიკიც დაკავშირებულია ქათმის კვერცხთან, თუმცა სხვა კუთხით. არ გადაყაროთ კვერცხის ყუთები, რადგან ის საკმაოდ ეკოლოგიური მასალაა მცენარის ჩასარგავად.
8. ტუალეტის ქაღალდის მუყაოც შესანიშნავი მასალაა
შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მცენარის დასარგავად ტუალეტის ქაღალდის მუყაოც. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თანაბარი ზომისაა და შეიძლება მათი მჭიდროდ დალაგება.
9. ყავა ჭიანჭველების წინააღმდეგ
გამოიყენეთ ყავის ნალექი მავნებლებთან საბრძოლველად. ასეთი “სასუქი” აშინებს მწერებს, კერძოდ, ჭიანჭველებს, ხოჭოებსა და ლოქორებს.
10. ჩანგლები მღრღნელებისა და კურდღლების წინააღმდეგ
პლასტმასის ჩანგლები, ტარით მიწაში ჩარგული, დააფრთხობს წვრილ ცხოველებს. ხოლო კოვზი ან უბრალოდ ფანქარი საახალწლო “წვიმით” მარტივად დააშინებს ბეღურებსა და სხვა ფრთიან ქურდებს.
11. ჭიანჭველებთან ბრძოლა
აიღეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და შეურიეთ თანაბარი რაოდენობით საკვებ სოდას. შემდეგ მოაყარეთ მასა იმ ადგილას, სადაც ჭიანჭველები იყრიან თავს. შაქრის პუდრა მათ მიიზიდავს, სოდა კი პრობლემას გადაწყვეტს.
12. პომიდვრის ნაყოფის დატკბობა
იცოდით, რომ საკვებ სოდას შეუძლია თქვენ მიერ დარგული პომიდვრის დატკბობა? თუ მცენარის ირგვლივ ნიადაგს სოდას მოაყრით, იგი შეიწოება და შეამცირებს მჟავიანობის დონეს, რაც დადებითად აისახება პომიდვრის გემოზე.
13. საინფორმაციო ქვები სილამაზისთვის
ხშირად, მცენარეების დარგვის დროს, გვავიწყდება, კონკრეტულად სად დავრგეთ ესა თუ ის მცენარე. საინფორმაციო დაფები დაგეხმარებათ კულტურის განსაზღვრაში, დამატებითი მორალური და ფიზიკური დანახარჯების გარეშე.
14. თაფლი კალმით გადარგვისთვის
თაფლი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ზრდას. თქვენ შეგიძლიათ, იგი თამამად გამოიყენოთ, როცა მიწაში ამონაცენ კალმებს რგავთ. წაუსვით მცენარის ფესვებს თაფლი და ამით არამხოლოდ ზრდაში დაეხმარებით, არამედ მცენარეს დაიცავთ სოკოვანი პრობლემებისგან.
12. ბანანის კანი
ბანანის კანი ნამდვილი საგანძურია თქვენი მცენარეებისთვის სასარგებლო ელემენტებისა. დაჭერით იგი წვრილად და მოაყარეთ ნიადაგს. დაშლის შემდეგ, ბანანის კანი მიწას სასარგებლო მიკროორგანიზმებით გაამდიდრებს.
13. სარწყავის ნაცვლად
ჩვეულებრივი სახელურიანი პლასტმასის ჭურჭელი გამოგადგებათ სარწყავის ნაცვლად, თუ უბრალოდ თავსახურს დაუხვრეტთ.
14. ბილიკის გაწმენდა სარეველებისგან
სარეველებს ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებთ, თუ ადრეულ გაზაფხულზე ბილიკზე დააფენთ გაზეთებს და ზემოდან მიწის ახალ ფენას მოაყრით.
მაქსიმალური გარანტიის მისაღებად კი მოაბნიეთ ბილიკს ნახერხიც.