Connect with us

საკითხავი

13 ხრიკი ახალი კიტრის გამოსაყენებლად. ჯადოსნური ბოსტნეული დაგამშვიდებეთ და წესრიგს დაამყარებს

ჩვენ, ხშირად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა მცენარეული საკვების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ. სეზონური ხილის და ბოსტნეულის მიმართ ჩვენი სიყვარული მარტივად აიხსნება: პროდუქტები სასარგებლო და მკვებავია. სწორედ ამიტომ, დღეს გირჩევთ ყურადღება ახალ კიტრს დაუთმოთ.

მიჩვეული ვართ, რომ კიტრს ყველა შესაძლო კერძს ვუმატებთ, მისგან მწნილებს ვამზადებთ ან უბრალოდ უმად ვჭამთ. თუმცა უნივერსალურ ბოსტნეულს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, რომლის შესახებ არც კი დავფიქრებულვართ. ნახეთ, რით არის სასარგებლო ახალი კიტრი.

ახალი კიტრი: სასარგებლო თვისებები

1. ბოსტნეული შეიცავს B1, B2, B3, B5, B6 და C ვიტამინებს. გარდა ამისა, მასში შედის ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და თუთია. ყველა ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

2. თუ დღის მეორე ნახევარში დაღლილობა გაწუხებთ, ყავა საუკეთესო ვარიანტი არაა. საკმარისია ერთი კიტრი შეჭამოთ, რომელიც ვიტამინების გარდა ნახშირწყლებს შეიცავს, და თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.

3. შხაპის მიღების წინ სააბაზანო ოთახში სარკეს კიტრი წაუსვით. ოთახი სასიამოვნო ახალი არომატით გაივსება, სარკე კი არ დაიორთქლება. ნამდვილი ჯადოქრობა!

4. ხრიკი მებოსტნეებისთვის. ახალი კიტრის ნაჭრები ალუმინის ტარში მოათავსეთ, შემდეგ ჭურჭელი კვლებზე დადეთ. ახლა მავნე მწერები თქვენს ბაღს გვერდს აუვლის, რადგან კიტრის საშინელი სუნის ატანას ვერ შეძლებენ. არომატი ადამიანისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ მავნებლები მათგან იტანჯებიან.

5. ქალური ხრიკი. აუზზე წასვლის წინ ფეხის პრობლემურ ადგილას ახალი კიტრი წაისვით. ბოსტნეული კანს ცოტა ხნით დაჭიმავს და ცელულიტი შეუმჩნეველი გახდება. ამ მიზნით ლამაზმანები კიტრს სახის მოსავლელად იყენებენ.

6. თუ ძილის წინ წახემსება გსურთ, ახალი კიტრი ნამდვილი მხსნელი იქნება. ასეთი წახემსებით ნამდვილად არ მოიმატებთ.

7. თუ ალკოჰოლური სასმელის მიღებით გადააჭარბეთ, ახალი კიტრი შეჭამეთ და დაიძინეთ. შაქრის, B ვიტამინის და ელექტროლიტის ზემოქმედებით ნივთიერებათა ცვლა დარეგულირდება და განწყობა გაუმჯობესდება.

8. ახალი კიტრი დაგეხმარებათ, თუ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ძალიან ნერვიულობთ. ბოსტნეული რგოლებად დაჭერით, მდუღარე წყალი დაასხით და ორთქლი შეისუნთქეთ. შესანიშნავი არომათერაპია!

ახალი კიტრი: გამოყენება ყოფაცხოვრებაში!

1. ახალი კიტრის რგოლებით შეგიძლიათ ფეხსაცმელი გაწმინდოთ. ასეთი ხრიკი განსაკუთრებით აქტუალურია, თუ გეჩქარებათ. ფეხსაცმელი ახალივით იბრწყინებს. გარდა ამისა, წყალგაუმტარი ნივთიერების წყალობით ფეხსაცმელი წვიმისგან დაცული იქნება.

2. კარის ან ბორბლსი ჭრაჭუნის დროს ახალი კიტრი დაგეხმარებათ. უბრალოდ საჭირო ღერძს კიტრის წვენი წაუსვით. ეს ხრიკი დაგეხმარებათ, თუ WD-40 ზეთი დაგიმთავრდათ.

3. ახალი კიტრის ნაჭრები პირის ღრუს უსიამოვნო სუნს გააქრობს. 30 წამით დაღეჭეთ და სუნი გაქრება!

4. კიტრი შეგიძლიათ ონკანის და გაზქურის საწმენდად გამოიყენოთ. ბოსტნეული არა მხოლოდ ჭუჭყს მოაშორებს, არამედ ზედაპირს ბზინვარებას მიანიჭებს, თქვენს ხელს კი დაატენიანებს.

5. ახალი კიტრის ქერქი კალმის ან ფლომასტრის ლაქს მოაშორებს. თამამად გამოიყენეთ, თუ ხელთ კორექტორი არ გაქვთ.

ახალი კიტრი არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ყოველდღიური საქმიანობისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ვინ იფიქრებდა, რომ საყვარელ მწვანე ბოსტნეულს ამდენი ორიგინალური გამოყენება ექნებოდა. ვიმედოვნებთ, რომ სტატია გამოგადგებათ.