ჯანმრთელობა
13 უჩვეულო ლაქა კანზე, რომლებიც აუცილებლად უნდა შეამოწმო
კანის საფარველის მდგომარეობა დაკავშირებულია ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს მრავალი შინაგანი დაავადების დროს.
ნებისმიერი ფერისა და ზომის ლაქის გაჩენა სხეულზე შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მოვლენით, ისე სერიოზული დარღვევებით, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.
კანთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება პათოლოგიების არსებობაზე მეტყველებდეს, თუ წარმონაქმნი გექავებათ, იქერცლება, იზრდება ზომასა და რაოდენობაში.
თუ ასეთ ნიშნები აღინიშნება, მიმართეთ დერმატოლოგს მიზეზის გამოვლენისა და ადეკვატური მკურნალობის დანიშნვის მიზნით.
1. სენილური ჰემანგიომა
ეს კანის ახალწარმონაქმნი, ხორცმეტია, რომელიც ჰგავს ხალს, შედგენილს წვრილი სისხლძარღვების ან კაპილარებისგან. ეს ანგიომის ყველაზე გავრცელებული ტიპია.
ანგიომა – ესაა კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც კაპილარების მეტისმეტი ზრდის შედეგად ჩნდება.
მართალია, ასეთი ობობასებრი ანგიომები(ტელეანგიექტაზიები) იშვიათად გვხვდება, ისინი ისეთ პათოლოგიებზე მეტყველებს, როგორიც ღვიძლის დაავადებაა.
2. ფსორიაზი
ფსორიაზი აზიანებს კანს, ფრჩხილებსა და სახსრებს. ჩვეულებრივ, ეს მომაბეზრებელი დაავადება ჩნდება ვარდისფერი ან წითელი გამონაყრის სახით.
რაღაც მიზეზების გამო, იმუნური სისტემა კანის ზედა ნაწილების უჯრედებს არასწორ სიგნალს აძლევს, ეს უკანასკნელნი კი იწყებენ გაძლიერებულად დაყოფას, წარმოქმნიან ზედმეტ კანს. ამასთან, უჯრედები უფრო ხშირად იყოფიან და უფრო ცოტა ხნით ცოცხლობენ – სწორედ აქედან იწყება აქერცლვა.
3. ფოლიკულარული კერატოზი
ეს კერატინიზაციის დარღვევაა, რა დროსაც გამაგრებული უჯრედების საცობები ავსებს თმის ფოლიკულების გამოსასვლელ ხვრელებს. მრავალი წერტილოვანი ფოლიკულური პაპულა ჩნდება, ძირითადად, მხრებზე, თეძოებსა და გვერდებზე. შეიძლება წარმოიქმნას სახის კანზეც, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
გამონაყარი სულ უფრო თვალსაჩინოა წელიწადის ცივ პერიოდში და ხანდახან მცირდება ზაფხულობით. დარღვევა, ძირითადად, წარმოადგენს კოსმეტიკურ ნაკლს, თუმცა ხანდახან ქავილიც ახლავს.
4. პაპილომები
პაპილომავირუსი აზიანებს კანის ზედა ფენის – ეპიდერმისის – უჯრედებს. ამის გამო, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე ჩნდება მცირე ზომის სიმსივნეები. ისინი შეიძლება იყოს ალუბლის ნაყოფის ზომამდე.
პაპილომის ფერი ვარირებს კანისფერიდან წითლამდე. პაპილომავირუსის აკიდება შეიძლება მის მატარებელთან კონტაქტით, იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი, რომლებსაც ეს დაავადება აქვთ.
რაც უფრო დიდხანს “ინახავთ” პაპილომებს, მით უფრო მეტი გაჩნდება სხეულზე. ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი, ჩვეულებრივ, რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.
5. ფოლიკულიტი
ფოლიკულიტი – ესაა დარღვევა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულები აინთება. თმის ფოლიკულები – ესაა მცირე ზომის ჯიბეები, რომელთაგანაც თმები იზრდება.
ჩვეულებრივ, ეს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის ბრალია. თავიდან, თმის ფოლიკულების გარშემო ჩნდება პატარა წითელი ან თეთრი კოპები.
ინფექცია შეიძლება გავრცელდეს, ხოლო კოპები შეიძლება მყარ და შეუხორცებელ წყლულებად იქცეს.
6. ეკზემა
ეკზემის ტიპური გამოვლინება – წითელი ლაქები და გამონაყარი კანზე, რომელიც იწვევს ქავილს.
ქავილის შედეგად, ხშირად სქელდება კანის მონაკვეთები, რომლებიც სწრაფად სკდება. მწვავე ეკზემას ახასიათებს ქავილი, სიწითლე და შეშუპება კანზე, შესაძლებელია წყლით სავსე წყლულების გაჩენაც.
ეკზემის დროს, აღინიშნება ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაუარესება ინფექციის წინააღმდეგ, რაც იწვევს ინფექციური ანთების გაჩენას.
7. მეჭეჭი
მეჭეჭი – ესაა ინფექციის გამოვლინება, რომელსაც, ძირითადად, საფუძვლად განსაკუთრებული ვირუსი – ადამიანის პაპილომა-ვირუსი უდევს. იგი კარგად გრძნობს თავს მომატებული ტენიანობის პირობებში.
ანუ, როცა ხელები მუდმივად ტენიანია, ასეთ სიტუაციაში დაინფიცირება გაცილებით უფრო მარტივია. ყველაზე ხშირად გვხვდება ვულგარული მეჭეჭები, რომლებსაც ვირუსის 1, 2, 4 ტიპები იწვევსმ ხოლო ბრტყელი მეჭეჭები 3 ან 4 ტიპთანაა დაკავშირებული.
8. დერმატოფიბრომა
დერმატოფიბრომა გლუვი, მრგვალი ახალწარმონაქმნებია, სხვადასხვა ზომითა და ფორმით, მჭიდრო კონსისტენციით.
აღნიშნული დაავადება შეიძლება სხეულის მთლიან კანზე გაჩნდეს, თუმცა, ყველაზე ხშირად, დერმატოფიბრომა ზურგის, მხრების, ტერფებისა და წვივების ზედაპირზე ჩნდება.
წარმონაქმნები შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც. თუ დერმატოფიბრომას გვერდებიდან ორი თითით მოუჭერთ, მის ცენტრში გაჩნდება მცირე ჩაღრმავება. მისი ადგილიდან დაძვრის მცდელობისას, იგი კანთან ერთად მოძრაობს.
9. პიგმენტური ლაქები
მელანინის დაგროვება კანის ღრმა ფენებში – სწორედ ესაა ჰიპერპიგმენტაცია. გარეგანი გამოვლინება: ლაქები კანზე, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ზომისა და ფორმის უნდა იყოს და ზედაპირზე უნდა იბურცებოდეს კიდევაც.
მისი ელფერი ძალიან გაჯერებულია – საშუალო ყავისფრიდან მუქ ყავისფრამდე ვარირებს.
ასეთი პიგმენტაცია შეიძლება საკმაოდ შესამჩნევი იყოს და ჰორმონალური გადაწყობის შედეგია, რაც დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან, ფეხმძიმობასთან, მშობიარობის შემდგომ პერიოდთან, ჰორმონალურ დისბალანსთან, რომელიც გარკვეულ დაავადებასთანაა დაკავშირებული.
10. სებორეული კერატოზი
კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის საფარველზე კეთილთვისებიანი სიმსივნეების გაჩენა, ხშირად, იგი 50+ ასაკში აწუხებთ.
სებორეული კერატომები ნელა იზრდება და სხვადასხვა ზომისაა. მას შეიძლება ჰქონდეს მრგვალი ან ოვალური ფორმა, წითელი, ყავისფერი ან შავი ფერისა. გარედან, კერატომებს “მიწებებული” სიმსივნეების იერი აქვს.
11. დერმატომიკოზი
თავის თმიანი ნაწილის დაზიანების დროს, დაავადება იწვევს ლოკალურ თმისვენას. ამ დაავადებას შეიძლება დაესვას მიკოზის ან დერმატოფიტიის დიაგნოზი, რამდენადაც დაავადების მიზეზია რაღაც სხვა, არა სოკოვანი ინფექცია.
ტრიქოფიტიის ასეთი დაზიანება ადამიანიდან ან დაბინძურებული საგნებიდან გადადის ადამიანებზე, მიკროსფორებით შეიძლება დაზიანდეთ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგადაც.
12. თხელუჯრედებიანი კარცინომა
ეს კანის კიბოს მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ჩნდება შეუხორცებელი, ქავილიანი ჭრილობა, რომელიც თანდათან იზრდება.
კიბოს ეს ფორმა შეიძლება გავრცელდეს სხვა შინაგან ორგანოებზეც, ამიტომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
კარცინომა, ხშირად, სხეულის მზისგან დაუცველ მონაკვეთებზე ჩნდება: თავის კანზე, კისერსა და წელის ზედა ნაწილზე.
13. მელანომა
ესაა ავთვისებიანი ხასიათის სიმსივნე, რომელიც ადამიანის კანის ქსოვილებს აზიანებს, იგი კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობაა. მელანომა ჩნდება ქსოვილებში მელანოციტებისგან ჩნდება, რომლებიც პიგმენტს შეიცავს. გავრცელებული მეტასტაზების შემთხვევაში, პროგნოზი არასახარბიელოა.