Connect with us

ჯანმრთელობა

12 პროდუქტი ენერგიისა და სიმხნევისთვის

ცხიმიანი, ტკბილი ან ძალიან მლაშე საკვები კილოგრამებს გვმატებენ და სასიცოცხლო ენერგიასაც გვართმევენ. სხეულისა და ინტელექტის ფორმაში ყოფნისთვის, აუცილებელია არა მარტო ვარჯიში, არამედ ენერგია და კარგი თვითშეგრძნებაც. ეს ყველაფერი კი ჩვენს რაციონზეა დამოკიდებული.

კალორიული საჭმელი დიდ ენერგიას გვართმევს: სადილობის შემდეგ ორგანიზმი მთელს ენერგიას მის მონელებაზე ხარჯავს. ბალანსირებული მენიუ ენერგიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ სტატიაში ჯანმრთელ და სასარგებლო პროდუქტებზე მოგითხრობთ, რომლებიც ბალანსირებული მენიუს შედგენაში დაგეხმარებათ.

ყავისფერი ბრინჯი

ის მდიდარია მაგნიუმით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება, შეიცავს ცილებს და “ნელ” ნახშირწყლებს. ეს უნივერსალური პროდუქტი არაჩვეულებრივი გარნირია თევზთან, ფრინველის და უცხიმო ხორცთან, ძალიან უხდება ბოსტნეულსაც.

ისპანახი

ეს დაბალკალორიული ფოთლოვანი ბოსტნეული – რკინის შესანიშნავი წყაროა. მის უკეთ ასათვისებლად, არ დაგავიწყდეთ მისთვის რამდენიმე წვეთი ლიმონის შესხურება.

პარკოსნები

პარკოსნები ორგანიზმს უხვად აწვდიან მცენარეულ ცილებს და რთულ ნახშირწყლებს. ისინი ენერგიულობას მთელი დღის მანძილზე შეგინარჩუნებენ. ოსპი და ლობიო ახალ სალათის ფურცლებთან ერთად – არაჩვეულებრივი კომპლექსური კერძია ყველასთვის.

სტაფილო

ისევე როგორც სხვა სტაფილოსფერი ბოსტნეული და წითელი ხილი, სტაფილოც ძალიან მდიდარია ბეტაკაროტინით – ნატურალური პიგმენტით, რომელიც საკვების მონელების პროცესში А ვიტამინად იქცევა. ეს ვიტამინი უდიდესი იარაღია თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველდღიურად აზიანებენ უჯრედებს. აჯობებს სტაფილო არ მოხარშოთ, გამოაცხოთ ან ორთქლზე მოამზადეთ ის.

ზღვის თევზი

ორაგული, ქაშაყი და სკუმბრია – თევზის ყველა ეს სახეობა ომეგა-3-ით გვამარაგებს, რომელიც სისხლძარღვეზე ზრუნავს, კვებავს ტვინს, აუმჯობესებს კონცენტრაციას და განწყობას. თევზში არსებული ცილა იოლად ათვისებადია, უხდება კუნთების ზრდას და უზრუნველყოფს დანაყრებას. არ დაგავიწყდეთ თქვენს მენიუში თევზის შეტანა, ის კვირაში 2-3-ჯერ უნდა მიიღოთ.

კვერცხი

კვერცხის ცილის სტრუქტურის წყალობისთ მას ორგანიზმი 97-ით ითვისებს, მასში შემავალი ამინომჟავები კი აქტიურად მონაწილეობენ კუნთების ჩამოყალიბებაში. მათთვის ვინც სპორტით არის დაკავებული, კვერცხი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია.

ნუში

ეს ენერგიის ბუნებრივი აკუმულატორია: მასში ბევრი ცილა, მაგნიუმი, სპილენძი და რიბოფლავინია – ვიტამინი B2, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ბევრ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს. მასში შემავალი ტოქსინები ხელს უწყობენ ტოქსინების ნეიტრალიზაციას და გონების აქტივობას უწყობს ხელს. დაუმატეთ რამდენიმე ნუში თქვენს საუზმეს.

ბანანი

მის შემადგენლობაში ბევრი გლუკოზა და ფრუქტოზაა, ასევე შეიცავს ბოჭკოს, რომელიც ნახშირწყლების ენერგიის ოპტიმალურ გამოყენებაში დაგვეხმარება. თუ საუზმეს ბანანს დაუმატებთ, ძალა და მხნეობა სადილამდე გაგყვებათ. ეს არაჩვეულებრივი ვარიანტია სამუშაო დღის განმავლობაში წასახემსებლად.

თაფლი

საუკეთესო მოკავშირეა დაღლილობისა და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთი კოვზი თაფლი ნებისმიერ ენერგეტიკულ სასმელზე მეტ ენერგიას მოგცემთ. ის В და С ვიტამინების წყაროა, შეიცავს მინერალებს და მიკროელემენტებს. დაუმატეთ ის ნატურალურ იოგურტს, რომელსაც დილით ან შუადღეს მიირთმევთ.

იოგურტი

იგულისხმება ნატურალური, შაქრის და დანამატების გარეშე დამზადებული იოგურტი. შიეცავს პროტეინებს, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს კუნთებს, ხოლო კალციუმი და მაგნიუმი – ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ის В2 და В12 ვიტამინებსაც შეიცავს. რომლებიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს.

ვაშლი

მდიდარია პექტინით – ხსნადი საკვები ბოჭკოთი, რომელიც ორგანიზმს ენერგიის ათვისებაში ეხმარება. შიმშილთან გასამკლავებლად ოფისში წაიყოლეთ ვაშლი და ის ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ფორთოხალი

ვიტამინი С, კალიუმი და ფოლიუმის მჟავა – აი რას გჩუქნით ეს ციტრუსი. ბოჭკოს დაკარგვა თავიდან რომ აიცილოთ, აჯობებს ფორთოხალი არ გაწუროთ და მიირთვათ როგორც ხილი.