თავის მოვლა
12 პრაქტიკული რჩევა, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი სწორად
დღეს 12 სასარგებლო რჩევას გთავაზობთ, რომლებიც სასარგებლო იქნება მათთვისაც კი, ვისაც მაკიაჟის გაკეთება არ უყვარს.
1. კონსილერი სწორად გამოიყენეთ.
2. წამწამების ასაპრეხი და რბილი ფანქარი გამოიყენეთ, რომ წამწამებს შორის ადგილი შეღებოთ. ლითონის შიდა მხარეს ფანქრით სწორი ხაზი გაავლეთ, შემდეგ მოწყობილობით წამწამები აიპრიხეთ და წამწამები მასში 30 წამით გააჩერეთ – ესეც ასე, წამწამების კონტური მზადაა!
3. თუ სრულყოფილი მაკიაჟისთვის დრო არ გაქვთ, წარბების ფანქრით შეღებვა გარეგნულ მხარეს უკვე ძლიერ შეცვლის.
4. ასანთის ქვეშ 15 წამით ნებისმიერი ფანქარი გააჩერეთ. ასე თუნდაც ყველაზე ძველი და იაფიც კი ძლიერ გაჯერებული გახდება.
5. საკრედიტო ბარათი გამოიყენეთ, რომ თვალზე „კატის გამოხედვის“ ისრებისთვის თანაბარი ხაზი გაავლოთ.
6. ბამბის ჩხირი და ტონალური კრემი გაფუჭებულ ლაინერის ისრებს გადაარჩენს.
7. თვალების ქვეშ „ჩანთების“ მოშორება გსურთ? თქვენი კრემი მაცივარში შეინახეთ.
8. საკრედიტო ბარათი გამოიყენეთ, რომ წამწამებზე ტუში თანაბრად და სუფთად წაისვათ.
9. ღია ფერის ფანქარი გამოიყენეთ, რომ თვალებს მხნეობა შესძინოთ.
10. ჩრდილების უფრო გაჯერებული ფერისთვის, მათ ქვეშ თვალის ღია ფერის ფანქარი წაისვით.
11. უძილობის კვალის მოსაშორებლად თვალის ირგვლივ კონსილერი გამოიყენეთ.
12. ღია ფერის ფანქარი გამოიყენეთ, რომ ტუჩებს მოცულობა შემატოთ.
არასდროს დაგავიწყდეთ, რომ მაკიაჟი ზომიერი უნდა იყოს და თქვენს ღირსებებს ხაზს უსვამდეს. მაკიაჟის მთავარი ამოცანაა, რაც გოგოებს ხშირად ავიწყდებათ, ძალიან ღია და გამომწვევი არ იყოს.