Connect with us

ყვავილები

12 მცენარე რომელიც მავნე მწერებისგან დაგიცავთ

ტკიპები, ბუზები, კოღოები, ტარაკნები – ძალიან უსიამოვნო მეზობლები არიან, რომელთაგან თავის დაღწევა არც ისე იოლია. ადამიანთა უმეტესობა მათ მოსაცილებლად ქიმიურ საშუალებებს მიმართავს, თუმცა არსებობს ძალიან სასარგებლო საშუალება ამ მავნე მწერებისგან გასათავისუფლებალად – შექმენით ბაღი რომელიც მწერებისთვის გაუსაძლისი იქნება! შეიძინეთ ამ მცენარეთაგან თუნდაც ერთ-ერთი:

1. ლავანდა

მისი არომატი ადამიანებს ძალიან უყვართ, თუმცა მწერებზე იმავეს ვერ იტყვით. ლავანდის ზეთი ბუნებრივი რეპელენტია კოღოებისგან თავდასაღწევად, მისი ტოტები კი კარადიდან ჩრჩილის მოცილებაში დაგეხმარებათ. ერთადერთი მწერი რომელაც ლავანადა იზიდავს – ფუტკარია.

2. რეჰანი

რეჰანი უგემრიელესი მწვანილია რომელიც თქვენს კერძს განსაკუთებით არომატს სძენს, თუმცა ეს მისი ქონის ერთადერთი მიზეზი არ გახლავთ! ბუნებაში სულ 6 ნივთიერება არსებობს რომლებიც კოღოებს აფრთხობენ, მათგან ოთხს კი რეჰანი შეიცავს. რეჰანით შინაურული, კოღოების საწინააღმდეგო აეროზოლის დამზადება შეგიძლიათ.

3. პიტნა

პიტნა კიდევ ერთი არომატული ბალახეული რომელიც პარაზიტებს ანადგურებს. მენთოლი პიტნაში შემავალი ნივთიერებაა რომელიც კოღოებისა და ტკიპების ჭუპრებზე პესტიცისდის მსგავსად მოქმედებს. ის ჭიანჭველებს, თაგვებსა და ობობებსაც აფრთხობს.

4. როზმარინი

როზმარინი აქტიურად გამოიყურება გრილზე რაიმეს მომზადების დროს. მისი რამდენიმე ტოტი გრილის ბადეზე დადეთ და ის თქვენს პიკნიკს მწერებსგან იხსნის.

5. კალენდულა

კალენდულა (გულყვითელა, ნარგიზელა) ნებისმიერ ბაღს ამშვენებს თუმცა მათ კოღოების დაფრთხობის გარდა, თქვენს ბაღში ჭიების გავრცელებისგანაც დაგიცავთ.

6. კატაპიტნა

კვლევებმა აჩვენეს, რომ მასში გაცილებით მეტი ქიმიური ნივთიერებების შემცველობაა ვიდრე რეპელენტების უმეტესობაში, ასე რომ ის ტარაკნების დასაფრთხობლად გამოგადგებათ, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს მცენარე კატებს იზიდავს.

7. ფორთოხლისფერი თუთავაშლა

კიდევ ერთი ნატურალური რეპელენტი ტარაკნების წინააღმდეგ. 1953 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა დონალდ პიტმა აღნიშნა, რომ 1 ცალი თუთავაშლა ოთახში ყველა მწერს გაანადგურებს.

8. ქრიზანტემა

ქრიზანტემა ძალიან ლამაზი ყვავილია, რომელიც ბაღს საგულდაგულოდ დაიცავს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ქრიზანტემა პირეტრუმს შეიცავს, რომელიც კლავს და აფრთხობს ჭიანჭველებს, ტკიპებს, რწყლიებს, ტარაკანებს და საწოლის ტკიპებსაც კი.

9. ნასტურცია

ფრთათეთრასგან და ქინქლებისგან თავის დასაცავად ნასტურცია გამოგადგებათ.მწერებს ეს მცენარე არ უყვართ, სეგიძლიათ ნასტურცია თქვენს ყველაზე ძირფას მცენარეებთან დარგოთ, ეს მათ მწერებისგანდ აცვაში დაგეხმარებათ.

10. ნიორი

ალბათ გსმენიათ, რომ ნიორი ვამპირებს აფრთხობს… ხუმრობა იქით იყოს და ლოკოკინებისგა, მავნე მწერებისგან და სხვადასხვა მავნებლებისგან ნიორი ნამდვილად დაგიცავთ. თუ ნიორს ბაღის პერიმეტრზე დარგავთ ეს საიმედო ბარიერი იქნება ბევრი ცხოველისთვის.

11. ლემონგრასი

ლემონგრასი ციტრონელს შეიცავს, ეს უკანასკნელი კი ბევრი რეპელენტის შემადგენელი ინგრედიენტია. ლემონგრასის ქოთანში გაზრდა საუკეთესო საშუალებაა ტავის მწერებისგან დასაცავად რადგან ცოცხლას მცენარეს გაცილებით უფრო მძაფრი სუნი აქვს.

12. ვენერას ბუზიჭერია

თუ მწერებისგან უფრო ექსტრემალური თავდაცვა გირჩევნიათ, ბაღში ვენერას ბუზიჭერია დარგეთ. ის ბუზებს და სხვა მცირე მწერებს მიირთმევს. ის ყველა იმ მწერს გაანადგურებს რომლებიც წინა თერთმეტმა მცენარემ ვერ დააფრთხო.