კულინარია
12 უგემრიელესი სალათი შავქლიავის ჩირით. კუჭი და ნაწლავები მადლობას გადაგიხდით
შავქლიავი ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ის ძვლების მოტეხილობას თავიდან აგაცილებთ, იმუნიტეტს გააძლიერებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს და დაბერების პროცესს აფერხებს.
ეს 12 გემრიელი და სასარგებლო სალათი შავქლიავის ჩირით არა მხოლოდ ვიტამინების დეფიციტს შეავსებს და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ, არამედ გემოს უჩვეულო შეხამებით გაგაოცებთ.
შავქლიავი წონაში დასაკლებად
ყველამ იცის, რომ დიეტაზე ყოფნის დროს შიმშილის გრძნობის დამარცხება ძალიან ძნელია. ყოველთვის რაღაც ტკბილეულისა და კალორიულის მიღება გვსურს. ამ შემთხვევაში შავქლიავი დაგეხმარებათ. მას ძალიან ცოტა კალორია აქვს და მკვებავი ნივთიერებებით უფრო გაჯერებულია, ვიდრე ტკბილეული. ამასთან შავქლიავი სისხლში შაქრის დონეს ძალიან არ ზრდის.
დიეტაზე ყოფნის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი – გაღიზიანება. აქ კვლავ შავქლიავი დაგეხმარებათ. ეს ჩირი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. მისი მიღება კვების შეზღუდვის მარტივად გადატანაში დაგეხმარებათ.
შერჩეული სალათის რეცეპტის მიუხედავად, შავქლიავის ჩირი კარგად უნდა გარეცხოთ და ცოტა ხნით თბილ სითხეში უნდა დაალბოთ. ეს შეიძლება იყოს წყალი, არომატული ჩაი ან ხილის წვენი, იმის მიხედვით, თუ როგორი დამატებითი გემოს მიღება გსურთ.
სალათი შავქლიავის ჩირით და კიბორჩხალის ჩხირებით
ინგრედიენტები:
- 100 გრ შავქლიავი
- 1 შეფუთვა კიბორჩხალის ჩხირები
- 3-4 კვერცხი
- 150 გრ ყველი
- 4 ს/კ მაიონეზი
- 10-15 ზეთისხილი მოსართავად
- ოხრახუში მოსართავად
მომზადება:
- კვერცხი მოხარშეთ და სახეხზე გახეხეთ.
- წინასწარ შავქლიავის ჩირს თბილი წყალი დაასხით, შემდეგ გააშრეთ და წვრილ ნაჭრებად დაჭერით.
- კიბორჩხალის ჩხირები სახეხზე გახეხეთ.
- სალათი ფენებად დააწყვეთ, თითოეულ ფენას მაიონეზი მოასხით: კიბორჩხალის ჩხირები, კვერცხი, შავქლიავი, ყველი, კიბორჩხალის ჩხირები და მაიონეზის ბადე ზემოდან.
- სუფრაზე გატანის წინ ზეთისხილით და ოხრახუშის ფოთლებით მორთეთ.
- გემრიელად მიირთვით!
სალათი შავქლიავით, ჭარხლით, ნიგვზით და ნივრით
ინგრედიენტები:
- 150 გრ შავქლიავი
- 5 ჭარხალი
- 100 გრ ნიგოზი
- 3-5 კბილი ნიორი
- 4 ს/კ მაიონეზი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 50 გრ ყველი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ჭარხალი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
- შავქლიავი ფენებად დაჭერით, ნიგოზი დაფქვით და ნიორი დააქუცმაცეთ.
- მარილი მოაყარეთ, მაიონეზი მოასხით და აურიეთ.
- შემდეგ ზეთი დაასხით, კიდევ ერთხელ აურიეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
- სუფრაზე გატანის წინ გახეხილი ყველი მოაყარეთ.
- სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
სალათი ლორით, შავქლიავის ჩირით და მწვანე ბარდით
ინგრედიენტები:
- 60 გრ შავქლიავი
- 150 გრ ლორი
- 2 კიტრი
- 100 გრ დაკონსერვებული მწვანე ბარდა
- 3-4 ს/კ მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
- რამდენიმე ღერო ოხრახუში
მომზადება:
- ლორი, კიტრი და შავქლიავი თხელ ფენებად დაჭერით.
- ოხრახუში დააქუცმაცეთ.
- ბარდა და მაიონეზი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და აურიეთ.
- გემრიელად მიირთვით!
სალათი „ბროწეულის სამაჯური“
ინგრედიენტები:
- 150 გრ შავქლიავი
- 250 გრ შებოლილი ღორის ხორცი
- 300 გრ ჭარხალი
- 200 გრ კარტოფილი
- 30 გრ ხახვი
- 500 გრ ბროწეულის მარცვლები
- 200 გრ მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- კარტოფილი და ჭარხალი მოხარშეთ. შემდეგ მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
- ღორის ხორცი და შავქლიავის ჩირი ფენებად დაჭერით, ხახვი რგოლებად.
- ბროწეული გაფქცვენით.
- კერძის ცენტრის დიდი ჭიქა მოათავსეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და ირგვლივ ფენებად სალათი მოუწყვეთ.
- ფენების თანმიმდევრობა ასეთია: შავქლიავის ჩირი, კარტოფილი, მაიონეზი, ღორის ხორცი, ხახვი, ჭარხალი მაიონეზში არეული, ზემოდან ბროწეულის მარცვლები.
- სუფრაზე გატანის წინ ჭიქა ფრთხილად ამოიღეთ და სალათი 1 საათით მაცივარში შედგით.
- გემრიელად მიირთვით.
„ქალური კაპრიზი“
ინგრედიენტები:
- 100 გრ შავქლიავის ჩირი
- 400 გრ ქათმის ფილე
- 4 კვერცხი
- 200 გრ კიტრი
- 100 გრ ყველი
- 180 გრ მაიონეზი
მომზადება:
- ქათმის ფილე და კვერცხი მოხარშეთ.
- შავქლიავის ჩირს მდუღარე წყალი 10 წუთით დაასხით.
- კიტრი ფენებად დაჭერით, ქათამი და კვერცხი კუბებად.
- ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- შავქლიავი წვრილ ნაჭრებად დაჭერით.
- კერძზე კულინარიული რგოლი დადეთ და მასზე ფენებად სალათი დააწყვეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ქათამი, მაიონეზის ბადე, კიტრი, მაიონეზის ბადე, კვერცხი, მაიონეზი, შავქლიავის ჩირის ნაწილი, გახეხილი ყველი და ზემოდან შავქლიავის ჩირი გასაფორმებლად.
- სალათი 1 საათით მაცივარში შეინახეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
- გემრიელად მიირთვით.
სალათი შპროტით და შავქლიავით
ინგრედიენტები:
- 100 გრ შავქლიავი
- 1 ხახვი
- 1 კარტოფილი
- 3 კვერცხი
- 1 ქილა შპროტი
- 100 გრ ნიგოზი
- 1 ვაშლი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- მაიონეზი გემოვნებით
მომზადება:
- კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ.
- კარტოფილი და კვერცხის ცილა მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კვერცხის გული წვრილ სახეხზე.
- ვაშლი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
- ხახვი წვრილად დაჭერით და მცენარეულ ზეთში გამჭვირვალობამდე შეწვით.
- ნიგოზი დააბლენდერეთ, შავქლიავის ჩირი წვრილ ნაჭრებად დაჭერით.
- შპროტი თეფშზე გადმოიტანეთ და თითოეული თევზი რამდენიმე ნაწილად დაყავით.
- სალათი კულინარიულ რგოლში მოათავსეთ, 2-3 ფენის შემდეგ მაიონეზი წაუსვით. ფენები: შპროტი, კვერცხის ცილა, კარტოფილი, კვერცხის გული, ვაშლი, ხახვი, ნიგოზი და შავქლიავის ჩირი.
- სალათი 1 საათით მაცივარში შედგით, რგოლი მოხსენით და სუფრაზე გაიტანეთ.
- გემრიელად მიირთვით.
სალათი „პრაღა“
ინგრედიენტები:
- 100 გრ შავქლიავი
- 3 კვერცხი
- 2 სტაფილო
- 300 გრ ქათმის ფილე
- 4 დამარინადებული კიტრი
- 1 ხახვი
- 250 გრ მაიონეზი
- 2 ს/კ ძმარი
- 4 ს/კ წყალი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 0,5 ჩ/კ წიწაკა
მომზადება:
- ქათმის ფილე, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ.
- შავქლიავის ჩირს მდუღარე წყალი 5 წუთით დაასხით.
- ხახვი წვრილად დაჭერით.
- მარინადისთვის ძმარი, წყალი, მარილი და წიწაკა აურიეთ.
- დაჭრილი ხახვი მარინადში ჩადგით და 20 წუთით გააჩერეთ.
- ქათმის ფილე და კიტრი კუბებად დაჭერით.
- სტაფილო და კვერცხი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. შავქლიავი ფენებად დაჭერით.
- ახლა სალათის შეკრება დაიწყეთ. სალათი ფენებად დააწყვეთ, 2-3 ფენის შემდეგ მაიონეზი წაუსვით: ქათმის ფილე, ხახვი, კვერცხი, კიტრი, სტაფილო, მწვანე ბარდა, შავქლიავის ჩირი და მაიონეზის ბადე მოსართავად.
- მაიონეზის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ. ხახვი არ დაამარინადოთ, არამედ უბრალოდ მდუღარე წყალი გადაასხათ, რომ სიმწარე მოაშოროთ.
- სალათი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.
- სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით.
ფენებიანი სალათი შავქლიავის ჩირით, ქათმით, ყველით, კვერცხი და ყურძნით
ინგრედიენტები:
- 400 გრ მოხარშული ქათმის ფილე
- 3 კვერცხი
- 50 გრ შავქლიავი
- 200 გრ ყველი
- 100 გრ ნიგოზი
- 100-200 გრ ყურძენი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- კვერცხი მოხარშეთ.
- ხორცი კუბებად დაჭერით, ხოლო შავქლიავის ჩირი თხელ ფენებად.
- ყველი და კვერცხი საშუალო სახეხზე გახეხეთ.
- ფენებად დააწყვეთ ნახევარი ქათმის ხორცი, ზემოდან ნახევარი შავქლიავის ჩირი და მაიონეზი წაუსვით. შემდეგ ნახევარი ყველი, ნიგოზი და ნახევარი კვერცხი. მაიონეზი წაუსვით და ნიგოზი მოაყარეთ. გააგრძელეთ ფენების დაწყობა, სანამ ინგრედიენტები არ დაგიმთავრდებათ. ბოლო ფენას მაიონეზი წაუსვით.
- თითოეული ყურძენი ორად გაჭერით და კურკები მოაშორეთ.
- კენკრა სალათებს გაჭრილით ქვემოთ დააწყვეთ.
- სუფრაზე გატანის წინ 1 საათით მაცივარში შედგით.
სალათი შავქლიავის ჩირით, ქათმის ხორცით, ანანასით და ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 100 გრ შავქლიავის ჩირი
- 180 გრ ქათმის ფილე
- 50 გრ ნიგოზი
- 2-3 ს/კ არაჟანი
- 160 გრ დაკონსერვებული ანანასი
- მარილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- ქათმის ფილე მცენარეულ ზეთში შეწითლებამდე შეწვით.
- ქათმის ხორცი, ანანასი და შავქლიავის ჩირი კუბებად დაჭერით. ნიგოზი დანით დააქუცმაცეთ.
- ინგრედიენტებს არაჟანი და მარილი დაუმატეთ, აურიეთ და რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ.
სალათი შავქლიავით, კომბოსტოთი, სტაფილოთი და გარგარის ჩირით
ინგრედიენტები:
- 150 გრ შავქლიავის ჩირი
- 100 გრ გარგარის ჩირი
- 250 გრ კომბოსტო
- 1 სტაფილო
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- მარილი, შაქარი, დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- გარგარის და შავქლიავის ცირები რამდენიმე წუთით ცხელ წყალში ჩაალბეთ.
- კომბოსტო წვრილად დაჭერით, სტაფილო სახეხზე კორეულად გახეხეთ.
- ჩირები საშუალო ნაჭრებად დაჭერით.
- ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, შაქარი და წიწაკა აურიეთ. მიღებული ნარევით სალათი მორთეთ.
სალათი შავქლიავის ჩირით, ჭარხლით, მსხლით და თაფლიანი სართავით
ინგრედიენტები:
- 70 გრ შავქლიავის ჩირი
- 2 ჭარხალი
- 2 მსხალი
- 1-2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ჩ/კ თაფლი
- ¼ ლიმონი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- მოხარშული ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მსხალს თესლები მოაშორეთ.
- მსხალი და შავქლიავი ფენებად დაჭერით.
- ზეთი, თაფლი და ლიმონის მეოთხედი ნაწილი აურიეთ.
- სალათს სართავი დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და აურიეთ.
სალათი შავქლიავის ჩირით, სტაფილოთი და ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 30 გრ შავქლიავის ჩირი
- 1 სტაფილო
- 30 გრ ნიგოზი
- 1 ფორთოხალი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
- შავქლიავის ჩირი წვრილ კუბებად დაჭერით.
- ნიგოზი წვრილად დაფქვით.
- ფორთოხალი ნაჭრებად გაფქცვენით და კურკები მოაშორეთ.
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ზეითუნის ზეთი მოასხით.
- გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.