Connect with us

სხვა

12 სულიერი ბარიერი და როგორ მოვარღვიოთ ისინი

ჩვენი ტავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები ჩვენ ვართ. “თქვენ შეგიძლიათ კედლების ნგრევაზე კონცენტრირდეთ, ან ბევრი დრო დაკარგოთ მათზე აცოცებაში, ან შეგიძიათ უბრალოდ მათი შემოვლითი გზა იპოვოთ და მის მეორე მხარეს მოექცეთ” – ტიმ კუკი.

როდესაც სულის სიღრმეში ვიხედებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროს გასუფთავება ესაჭიროება. ამ სტატიაში შეძლებთ წაიკითხოთ იმ 12 საშუალების შესახებ, რომლებიც დიდ შრომას არ საჭიროებენ და თან სულიერი ბარიერების მოცილებაში დაგვეხმარებიან.

1. ჩვენი თავი არ უნდა შევზღუდოთ

ჩვენს შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. ზღვარს ჩვენ თავად ვაწესებთ, ამიტომ როგორც კი ბარიერს წააწყდებით, გახსოვდეთ, რომ ეს წინაღობა არა სხვების მიერ არამედ თქვენივე აღმართულია.

2. ჩვენ არ ვართ ჩვენი ბიზნესი ან სამსახური

ნუ დაკარგავთ კონტაქტს თქვენს შინაგან “მე”-სთან, რადგან ის რასაც ჩვენს პიროვნებასთან ვაიგივებთ სინამდვილეში უბრალოდ ჩვენი სამსახური და ფულის შოვნის საშუალებაა.

3. ნუ იქნებით თქვენი თავის ბოროტი კრიტიკოსი

აუცილებელი არ არის საკუთარი თავი მუდმივად აკრიტიკოთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს მხოოდ კეთილი განზრახვით ხდება და ამის მიზანი განვითარებისკენ ბიძგია – მაინც გახსოვდეთ, რომ თვითკრიტიკა განვიტარების საუკეთესო სტმულატორი ნამდვილად არ არის.

4. გათავისუფლდით შფოთვისგან

ჩვენ ხშირად ვიტანჯებთ შფოთვისა და შიშებისგან . როგორ უნდა გავთავისუფლდეთ შიშისგან? ეცადეთ შეცვალოთ თქვენი შეხედულებები და სიახლეებმა და შეუცნობელმა აღარ შეგაშინოთ.

5. ყველაფერი რაც ხდება გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ტკივილი რომელსაც სხვების სიტყვები და ქცევები გვაყენებენ, გულთან ზედმეტად ახლოს არ უნდა მივტანოთ. აჯობებს ზოგიერთ მოვლენას შედარებით მსუბუქად შეხედოთ, ზოგს კი იუმორითაც მიუდგეთ.

6. არ უნდა გაწუხებდეთ დანაშაულის გრძნობა

ეს ყოვლად უსარგებლო გრძნობაა. თუ რაიმე დააშავეთ აჯობებს მის გამოსწორებაზე მიმართოთ ენერგია. თუ ზუსტად იცით, რომ ამ შემთხვევას ვეღარ გამოასწორებთ მაშინ სინანულს აზრიც აღარ ექნება.

7. თავი მოარიდეთ პროკრასტინაციას

თუ თქვენი საქმეების სიაში რაიმე მნიშვნელოვანი საქმეა, აუცილებლად დაუთმეთ დრო მის შესრულებას. დათქვით მისი დასრულების ვადა. როდესაც ასეთ საქმეს ხვალისთვის ვდებთ, ბოლოს მას სიჩქარით და დაბალი ხარისხით ვასრულებთ.

8. მიაქციეთ ყურადღება თუ როგორი ადამიანები არიან თქვენს გარშემო

ადამიანი ღრუბელს გავს და იოლად ისრუტავ მისი გარშემომყოფების ენერგიას, როგორც ნეგატიურს, ასევე პოზიტიურსაც. თუ გვესმის, რომ რომელიმე ადამიანი ღუზის მსგავსაც მოქმედებს ჩვენზე, ერთ ადგილზე გყინავთ და მის გამო წინ ვერ მიიწევთ, აჯობებს ის უკან მოიტოვოთ.

9. არ გჭირდებათ სხვათა თანხმობა და დასტური

იმის ნაცვლად, რომ თქვენი კეთილდღეობა სხვათა ნებართვას და კეთილგანწყობას დაუკავშიროთ, აჯობებს საკუთარ თავში თვისპატივისცემის გრძნობა გააღვივოთ და გაიოგოთ, რომ ეს ერთადერთი ადამიანია რომლის ნებართვასა და კეთილგანწყობასაც საჭიროებთ. როგორც კი ამას გაიაზრებთ და გაითავისებთ – გარშემომყოფების პატივისცემასაც მოიპოვებთ.

10. ნუ ჩაიციკლებით წარსულზე

იმის ნაცვლად, რომ წარსულში იცხოვროთ, ყურადღება აწმყოს მიაქციეთ! თუ თქვენი ფიქრები ნეგატიური მოგონებებით არის სავსე – ეს თქვენ განვითარებას შეზღუდავს!

11. არ გჭირდებათ ვინმეზე ზედმეტად შეჩვევა და ჩაციკვლა

ბუდისტები თვლიან, რომ ყველანაირი ბოროტებისა და ტანჯვის ძირი იქიდან მოდის, რომ ადამიანები ზედმეტად არიან შეპყრობილი მიწიერი ნივთებითა და გრძნობებით. ნივთებით, ადამიანებით, იდეებით და ილუზიებით შეპყრობილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში სულიერ და ცხოვრებისეულ წინსვლას ვერ აღწევენ.

12. მნიშვნელოვანია გავთავისუფლდეთ იმ ჩვევებისგან რომლებიც მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დროს არ გიტოვებენ

ჩვენ იოლად ვკარგავთ დროს ყოველგვარ წვრილმანებზე და უმეტეს შემთხვევებში ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეები ყურადღების გარეშე გვრჩება. რა თქმა უნდა ნორმალური არსებობისთვის გართობაც საჭიროა მაგრამ ზოგიერთი ჩვევის მოცილება მაინც საჭიროა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.