Connect with us

თავის მოვლა

12 სააფთიაქო საშუალება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, რომელიც ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე უკეთ მოქმედებს

„სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ – ამბობს ხალხური ჭეშმარიტება. ჩვენ კი დავამატებთ: ფინანსურ სახრებსაც. ხშირად ხარისხიანი კოსმეტიკა საკმაოდ ძვირი ღირს და მისი შეძენის საშუალება ყველას არ აქვს. თუმცა თავის მოვლის ისეთი საშუალებებიც არსებობს, რომლებიც თქვენს ბიუჯეტს დიდად არ დააზიანებს და მათ შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

გთავაზობთ თეთრებად ღირებულ საშუალებებს, რომლებიც ძვირადღირებულ კრემებსა და პროცედურებზე უკეთ მოქმედებენ.

1. ქარვის მჟავა

ქარვის მჟავა უჯრედების სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. კოსმეტიკის მწარმოებლები ამ ინგრედიენტს ანტიასაკობრივ საშუალებებში ამატებენ. ქარვის მჟავა კანის ქსოვილების ელასტიკურობას აღადგენს, სახეს ჯანსაღ ფერს უბრუნებს და შეშუპებას აქრობს.

სახის გაფართოებული სისხლძარღვების მოსაშორებლად ქარვის მჟავის ნიღბის გაკეთებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. აფთიაქში ჩვეულებრივ აბების სახით იყიდება, ამიტომ კარგად დააქუცმაცეთ.

1 ჩ/კ ფხვნილი (2-3 აბი) 3 ს/კ წყალს აურიეთ და სახეზე წაისვით. ნიღაბი მაქსიმუმ 10-15 წუთით გაიჩერეთ, რადგან შეიძლება სიმშრალის შეგრძნება გქონდეთ. წყლის ნაცვლად შეგიძლიათ ალოეს წვენი გამოიყენოთ (ალოეს სპირტიან ნაყენში არ აგერიოთ).

2. საბავშვო კრემი „ტიკ-ტაკი“

კრემის შემადგენლობაში პროვიტამინი B შედის, რომელიც გლიკაციას (კანის კოლაგენის ბოჭკოებზე შაქრის დაგროვება) აფერხებს. ამ კრემს გვერდითი პროდუქტები გამოაქვს, რომლებიც მჟავე პროცესის დროს წარმოიქმნება. ამასთან კრემი ნაოჭებს ამცირებს.

საშუალება სახის კანზე ძილის წინ წაისვით. კრემი ძალიან ცხიმიანი არაა, თუმცა ჭარბი ნარჩენები შეგიძლიათ ქაღალდის სალფეთქით მოიშოროთ.

3. კრემი „ფ-99“ ნახევრად ცხიმიანი

დერმატოლოგები ამ კრემს ეგზემის დროს ნიშნავენ. თუმცა მას კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ, რადგან F ვიტამინს და ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. კრემი ანთებით პროცესებს აქრობს, კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს და კანის ბარიერს ინარჩუნებს. ამასთან, F ვიტამინი ეპიდერმისში ტენის შენარჩუნებას ხელს უწყობს და ნაოჭების გაჩენას აფერხებს.

კრემი „ფ-99“ დაძინებამდე 1 საათით ადრე წაისვით. მკურნალობის კურსი 2 კვირას შეადგენს. ზამთარში, როცა შენობაში მშრალი ჰაერია, ეს საშუალება შეუცვლელია.

4. კატაბალახა კაფსულებში

კატაბალახას ჩვეულებრივ დამამშვიდებელ და საძილე საშუალებად იყენებენ. თუმცა ეს მცენარე არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. კატაბალახა კანს ათანაბრებს და სახის კუნთებს ტონუსს მატებს. ასევე მზის დამწვრობის და ანთებითი პროცესის დროს კანს იცავს.

კაფსულა გახვრიტეთ და მისი შემადგენლობა სახეზე, მათ შორის თვალის ირგვლივ წაისვით. ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ეფექტს უკვე 1 კვირაში დაინახავთ.

5. მუმიე

მუმიე ორგანული ნივთიერებაა, რომლის წარმოების პროცესი დღემდე შესწავლილი არაა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ როგორც მინიმუმ 85 მინერალს და მნიშვნელოვან ამინომჟავას შეიცავს. მასში შემავალი მანგანუმი და სპილენძი კანს უფრო გლუვს და ელასტიკურს ხდის.

ადრეულ დაჭიმულობასთან საბრძოლველად მუმიეს ფხვნილი ან აბი ნებისმიერ კრემს (სჯობს ანტიცელულიტური) აურიეთ და პრობლემურ ადგილას წაისვით. სწრაფ შედეგს ვერ მიიღებთ, მაგრამ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანი მნიშვნელოვნად გლუვი გახდება.

6. მალამო „გულყვითელა“

ამ მალამოს ძირითადი დანიშნულება ჭრილობების და ნაკაწრების შეხორცებაა. გულყვითელას ყვავილი კაროტინოიდებს (აკნეს უმკლავდება), კუმარინებს (უჯრედების განახლებას ხელს უწყობს) და ფლავონოიდებს (კანს მავნე ზემოქმედებისგან იცავს) შეიცავს. ამ ნივთიერებების წყალობით მალამო წვრილ ნაოჭებს ებრძვის და გამონაყარს აქრობს.

ამ საშუალებას საკმაოდ მკვრივი კონსისტენცია აქვს, ამიტომ პრობლემურ ადგილას (თვალის ქვეშ, ცხვირ-ტუჩის ნაკეცზე) თხელ ფენად დღეში მაქსიმუმ ერთხელ წაისვით.

7. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ბუნებრივი დამატენიანებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც კოსმეტიკური მიზნით ხშირად გამოიყენება. ზეთის ინგრედიენტები კანში აღწევს და საკუთარი კოლაგენის და ელასტინის წარმოებას ხელს უწყობს.

თვალის ირგვლივ მცირე ნაოჭების საწინააღმდეგოდ ასე იყენებენ: თბილი ზეთის რამდენიმე წვეთი ამ ზონაზე ბამბის დისკით წაისვით. 10-15 წუთის შემდეგ ზეთის ნარჩენები ქაღალდის სალფეთქით მოიშორეთ, პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ.

8. ელეუტეროკოკი

რთულად წარმოსათქმელი სახელის მქონე  „ელეუტეროკოკის ექსტრაქტი“ ცნობილი მატონიზირებელი და ზოგადი გამაძლიერებელი სააფთიაქო საშუალებაა. ის წნევას ზრდის და მადას აუმჯობესებს. მას სახის კანის მოსავლელადაც იყენებენ: ის კანს წევს და ასწორებს.

ლიფტინგ-ეფექტისთვის 1 წვეთი ნაყენი მკვებავ კრემს გამოყენების წინ დაუმატეთ. მნიშვნელოვანია: ნაყენის შემადგენლობაში სპირტი შედის, ამიტომ დოზირება დაიცავით, რომ კანის გამოშრობა არ გამოიწვიოთ.

9. მეთილურაცილი

მალამო ჭრილობების, დამწვრობის და დერმატიტის სამკურნალოდ არის განკუთვნილი. ის კანის უჯრედებს სტიმულირებს და ადგილობრივ იმუნიტეტს ზრდის. ამასთან ნაზ კანს მზის სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს. მალამო სილამაზის მისაღწევად ნამდვილად დაგვჭირდება. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ტუჩების სიმშრალე და დახეთქილი პირის კუთხეები ხშირად აწუხებთ.

კრემი პრობლემურ ადგილას 15-30 დღის განმავლობაში წაისვით. ტუჩის თხელი კანი განახლდება, ხოლო მცირე ანთება გაქრება.

10. პოლისორბი

მეცნიერებმა პოლისორბი მოწამვლის ან ალერგიის საწინააღმდეგოდ შექმნეს. მისი სასარგებლო თვისებები შეგიძლიათ სახის კანის მოსავლელად გამოიყენოთ. ამ ფხვნილის ძირითადი ინგრედიენტი სილიციუმია, რომელიც კანის დაცვას აუმჯობესებს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში წვრილ ნაოჭებს და გამონაყარს აქრობს.

პოლისორბის და თბილი წყლის ნარევი სახეზე წაისვით. 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი მგრძნობიარე კანსაც უხდება.

11. C ვიტამინი ამპულებში

C ვიტამინი იმუნიტეტს ზრდის, ორგანიზმს კოლაგენის წარმოებაში ეხმარება და ჰორმონებს აწესრიგებს. გარეგანი გამოყენების შემთხვევაში C ვიტამინი კანს ჭიმავს, სახის ფერს აუმჯობესებს და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის. ამისთვის თხევადი ხსნარი კაფსულებში გამოგადგებათ. მნიშვნელოვანია: გახსნილი ამპულა იმწამსვე გამოიყენეთ, რადგან მოქმედი ნივთიერება ჰაერზე სწრაფად იშლება.

ყველაზე მარტივი ნიღაბი ასე კეთდება: 2 ამპულის ხსნარი 1 ჩ/კ თბილ, ანადუღარ წყალში გახსენით და სახეზე წაისვით. ნიღაბი დილამდე გაიჩერეთ და გაღვიძებისთანავე ჩამოიბანეთ. ანადუღარი წყალი შეგიძლიათ მინერალურით ჩაანაცვლოთ. სახეზე გაუხსნელი მჟავის წასმა სახიფათოა: ასე შეიძლება კანი დააზიანოთ.

დამატენიანებელი ნიღაბი: 1 ჩ/კ გლიცერინი, 5 წვეთი ვიტამინი და 1 ჩ/კ მინერალური ან ვარდის წყალი აურიეთ და სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. C ვიტამინი ფორებს კრავს, ხოლო გლიცერინი სახის კანს ატენიანებს.

12. თევზის ქონი კაფსულებში

კაფსულის შემადგენლობაში თავად ცხიმის გარდა, A, D და F ვიტამინები შედის. ასევე შეიცავს დოკოზაჰექსაენის მჟავას: ის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს და ნაოჭებს ასწორებს. თევზის ქონი უჯრედულ მემბრანებში ადვილად გადის და კანის ღრმა ფენებში აღწევს.

თევზის ქონის ამპულა გახვრიტეთ და შემადგენლობა თვალის ირგვლივ წაისვით. პროცედურის წინ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ. სჯობს დილამდე არ გაიჩეროთ: ძალიან აქტიურია. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.