Connect with us

საკითხავი

12 რამ, რის შესახებ უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ქალიშვილს ზრდის

ქალიშვილის გაზრდა რთული საქმეა, როგორც საერთოდ ბავშვების გაზრდა. ჩემი ქალიშვილი ახლა 8 წლისაა და მზადაა იმისთვის, რომ უახლოეს წლებში მოზარდი გახდება. ეს მაშინებს, რადგან ბავშვები ამქვეყნად ყველაფრისგან მინდა დავიცვა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.

აი, უამრავი რჩევა გოგონას დედებს:

1. თქვენი კოსმეტიკა – ახლა მისი კოსმეტიკაა

ქალიშვილს ჩემი კოსმეტიკით თამაში ძალიან უყვარს. დროთა განმავლობაში უნდა ვასწავლო, რომ რაც უფრო ნაკლებ კოსმეტიკას გამოიყენებს, მით უკეთესი იქნება. თუმცა ახლა ეს უბრალოდ გართობაა.

2. თვიურზე საუბარი უხერხული, მაგრამ საჭიროა

ეს ჩემი საქმეა – გავუმხილო სიმართლე ჩემსა და ჩემ სხეულზე. მას ჩემთვის ასეთ საკითხებზე კითხვების დასმა არ უნდა მოერიდოს. ამისთვის მომზადებული უნდა იყოს.

3. ბავშვობა რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნეთ

ჩემი ქალიშვილი ვერ იტანს, რომ დღემდე არანაირი კოსმეტიკის გამოყენების უფლებას არ ვაძლევ, რომ ტანსაცმლის თავად შერჩევა არ შეიძლება და დღემდე მობილური ტელეფონი არ აქვს. ეს ჩემი საქმეა – ზრდასრული სამყარო მის უზრუნველ ბავშვობაში არ შევუშვა.

4. მამასთან მის ურთიერთობას მხარი დაუჭირეთ

მან უნდა იცოდეს, რომ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ის უყვარს. ამრიგად, მომავალში თავის გულს პირველივე შემხვედრს არ მისცემს.

5. მას ფულის დაფასება ასწავლეთ

ქალიშვილს გააგებინეთ, რომ დადგება დღე, როცა არავისზე დამოკიდებული არ იქნება. ის ფულის გონივრულად ხარჯვისთვის მზად უნდა იყოს.

6. სხეულის ფორმის შესახებ ძალიან ფრთხილად მოამზადეთ

სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, თუ მომავალში თქვენი შვილი საკუთარ სხეულს როგორ აღიქვამს. თქვენ მის თავში ქალური სილამაზის იდეალებს ქმნით. არ უთხრათ ჭარბი წონის პრობლემებზე, ზოგიერთ ნაწილში მოცულობის ნაკლოვანებებსა და იმის შესახებ, რომ ყველა ქალი ამაზე ძალიან ნერვიულობს. ჩემ ქალიშვილს ვეუბნები, რომ მას ყველაზე სწორი ზომების სხეული აქვს.

7. დაიცავით და თავდაცვა ასწავლეთ

მსოფლიოს ძლიერი ქალები სჭირდება. ქალიშვილმა იცის, რომ ჩემი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება უნდა სცადოს, სანამ მომმართავს.

8. მისი ხასიათის გამო ხშირად შეაქეთ

საჭირო არაა, რომ კომპლიმენტები მხოლოდ სილამაზის გამო უთხრათ. მან უნდა იცოდეს, რომ მასში ბევრად უფრო მეტა, ვიდრე კარგი გარეგნობა. სწორედ ამიტომ უთხარით, რომ ჭკვიანი, თამამი და კეთილია. ეს ისეთი რამაა, რაც დროთა განმავლობაში არ გაქრება.

9. ადამიანებთან ურთიერთობაში დასაშვები საზღვრები აჩვენეთ

დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ მას ყოველთვის პატივისცემით არ უნდა მოეპყრან. განუმარტეთ, თუ რა არის კარგი და რა ცუდი ქმედებებით და არა სიტყვებით. სიტყვა შეიძლება დაავიწყდეს, მაგრმა თქვენი ქცევა ყოველთვის სამაგალითოდ დარჩება.

10. თქვენს ოცნებებს მისდიეთ

თქვენი ქალიშვილი საკუთარ ოცნებებს ირწმუნებს და მიხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაკეთება, რაც ნამდვილად გიყვართ, თუ ამას საკუთარ მაგალითზე აჩვენებთ. სწორედ ამიტომ, ჩემ ქალიშვილს საკუთარ სტატიებს და ბლოგებს ვუკითხავ, სიახლეებს ვუზიარებ და წარმატებების შესახებ ვუამბობ. მან იცის, რომ მაქვს რიგი მიზნები და სურვილები, რის გამოც ბეჯითად ვშრომობ.

11. ასწავლეთ წინდახედულობა, როცა საქმე ბიჭებს ეხება

ინტუიცია და ნდობა საკუთარ გრძნობასთან ერთად – სამივე პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ. დაე, დაიმახსოვროს.

12. განუმარტეთ, რომ მას უნდა აფასებდნენ

ურთიერთობის შესახებ გულწრფელად ესაუბრეთ, თუ ადამიანებს შორის როგორი ურთიერთობა უნდა იყოს და როგორი არა, და რას უნდა ხედავდნენ მასში გარშემომყოფები.