ჯანმრთელობა
12 პროდუქტი, რომელიც მუცლის შებერილობას და დისკომფორტს იწვევს
მუცლის შებერილობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს. თუ მუდმივად ასეთ პრობლემას აწყდებით, სჯობს გასტროენტეროლოგთან კონსულტანცია გაიაროთ, რადგან ეს შეიძლება პანკრეატიტის, დისბაქტერიოზის და ნევროზის ნიშანი იყოს. თუ მუცლის შებერილობა ხშირად არ გაწუხებთ, მაშინ რაციონის კორექტირება საკმარისი იქნება.
პირველ რიგში, რაციონიდან გამორიცხეთ სწრაფი ნახშირწყლები, რადგან ისინი საჭმლის მომნელებელი სისტემის მთავარ პრობლემად ითვლებიან. სწორი პროდუქტები შეარჩიეთ, რომლებიც გაზის წარმოებას არ ზრდიან და ჯანმრთელობას არ აზიანებენ.
პროდუქტები, რომლებზეც უარი უნდა თქვათ, თუ მუცლის შებერილობა ხშირი პრობლემაა.
1. გადამუშავებული ხორცი
დიეტოლოგები გირჩევენ, რომ რაციონიდან მაღაზიის ძეხვი, სოსისი და კოტლეტი სრულად გამორიცხოთ. გარდა იმისა, რომ შემადგენლობაში უამრავი მავნე ქიმიური ნივთიერება შედის, ასევე შეიცავს ცხიმებს, რომლებიც მუცელში ანთების განვითარებას, გულის დაავადებას და სიმსუქნეს იწვევენ.
პრაქტიკულად, ყველა ძეხვი ნატრიუმს შეიცავს, რომლის ჭარბი რაოდენობა შეშუპებას და მუცლის ზომის ზრდას იწვევს (სითხის ცუდი გადინების გამო).
2. ცხიმიანი პროდუქტები (სწრაფი კვების პროდუქტები)
ისინი საჭმლის მონელებას ანელებენ, ამიტომ საკვების სათანადოდ გადამუშავება არ ხდება. კუჭში დუღილის პროცესი იწყება, რაც შებერილობას იწვევს.
3. მარილიანი პროდუქტები
მარილი მუცლის შებერილობას არ იწვევს, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობა სითხის შეკავებას იწვევს, რასაც შებერილობა მოჰყვება. მარილის დღიური ნორმა ნახევარ ჩაის კოვზზე ნაკლებია.
4. რძის პროდუქტები
მათზე განსაკუთრებით მაშინ უნდა თქვათ უარი, თუ ლაქტოზის მიმართ აუტანლობა გაქვთ. შინაურული ყველი და ნაყინიც კი მუცლის შებერილობას იწვევს, ამიტომ ფრთხილად იყავით. თუ მათზე სრულად უარის თქმა გიჭირთ, ულაქტოზო რძის პროდუქტები შეარჩიეთ.
5. პარკოსანი პროდუქტები
მათ შემადგენლობაში უამრავი მინერალი, ვიტამინი და უჯრედისი შედის, მაგრამ სამწუხაროდ სასარგებლო კომპონენტებთან ერთად მავნე ნივთიერებებს შეიცავს. მაგალითად, ალფა-გალაქტოზიდი – შაქრის სახეობა, რომელიც სწრაფ ნახშირწყლებს მიეკუთვნება. პარკოსანი პროდუქტების მიღებამ ჯანმრთელობას ზიანი რომ არ მიაყენოს, წინასწარ ჩაალბეთ ან ხარშვის შემდეგ შეწვით.
6. ოსპი
ოსპი არა მხოლოდ სასარგებლო მინერალებს, არამედ უჯრედისს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი დიდხანს ინელებს და შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს. საკვებად სჯობს ღია ფერის ოსპი გამოიყენოთ, რომელიც ათვისება უფრო ადვილად ხდება. ასევე, ოსპი წინასწარ ჩაალბეთ.
7. თეთრი პური, პურ-ფუნთუშეულის ნაწარმი
პრინციპში, ფქვილის ნაწარმი არანაირ სარგებელს არ შეიცავს, ამასთან პური და ფუნთუშა საფუარის და შაქრის გამოყენებით მზადდება, რაც გაზის წარმოქმნას ზრდის. უპირატესობა მთელი მარცვლეულის პურს მიანიჭეთ.
8. კომბოსტო
იმის მიუხედავად, რომ კომბოსტო სასარგებლო და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება, მის შემადგენლობაში სწრაფი ნახშირწყლები შედის, რომელიც მუცლის შებერილობას იწვევს. ჯანმრთელობის პრობლემის თავიდან ასაცილებლად კომბოსტო სწორად უნდა მოამზადოთ – მოხარშეთ ან შეწვით, მაგრამ უმი სახით არ მიიღოთ. სალათის მომზადების დროს კომბოსტოს ნაცვლად კიტრი, ისპანახი ან ტკბილი კარტოფილი გამოიყენეთ.
9. ხახვი და ნიორი
ამ პროდუქტების მცირე რაოდენობით მიღებაც კი ნაწლავების მუშაობის დარღვევას იწვევს, რაც მასში შემავალი პოლისაქარიდი, ფრუქტანის შემცველობით არის განპირობებული. ხახვი და ნიორი უმი სახით არ მიიღოთ, მოხარშეთ ან შეწვით, რომ ადვილად გადაამუშაოთ.
10. ვაშლი
უდავოდ, ვაშლი C ვიტამინის და პექტინის დიდი შემცველობის გამო ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ვაშლი სერიოზული დაავადებების განვითარებას აფერხებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ამასთან უჯრედისის და ფრუქტოზის მაღალი შემცველობის გამო ვაშლი შეიძლება მუცლის შებერილობის მიზეზი გახდეს. უმი ვაშლის დიდი რაოდენობით მიღება არ ღირს. სჯობს ვაშლი გამოაცხოთ ან ბანანით, მარწყვით ან ციტრუსით ჩაანაცვლოთ.
11. ყურძენი
ამ პროდუქტის გადამუშავება დიდხანს ხდება. ის გაზის ძლიერ წარმოქმნას იწვევს, რაც ყურძენში დიდი რაოდენობით შემავალი ფრუქტოზის და სხვა ფერმენტებით არის განპირობებული.
12. გაზიანი სასმელი და ლუდი
გაზიანი სასმელი ნახშიროჟანგიდან წარმოიქმნება, ხოლო ლუდი მაღალ კალორიული პროდუქტია. სწორედ ამიტომ, გასაოცარი არაა, რომ ეს სასმელები ხშირად საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას იწვევენ. გაზიანი სასმელი და ლუდი სჯობს ხილიანი ჩაით ან წყლით ჩაანაცვლოთ.
მუცლის შებერილობის გასაქრობად კვების რაციონის კორექტირება საკმარისია, მაგრამ თუ ასეთი პრობლემა ხშირად გაწუხებთ, სჯობს ექიმს მიმართოთ.