საკითხავი
12 მნიშვნელოვანი რამ, რაც მანქანით რეცხვის დროს უნდა გახსოვდეთ
ნივთების გარეცხვას სასიამოვნო საქმეს ვერ უწოდებთ. კარგია, რომ ჩვენს დროში თითოეულ დიასახლისს ერთგული დამხმარე ჰყავს – სარეცხი მანქანა. ზოგიერთს საშრობიც აქვს. საერთოდ არსებობს ბევრი გაჯეტი, რომლებიც სახლში მუშაობას ამარტივებენ. გარდა ამისა, არსებობს ხრიკები, რომლებიც ნივთების უფრო ხარისხიანად და სუფთად გარეცხვაში დაგეხმარებათ. დღეს გიამბობთ, თუ რომელი ხრიკების გამოყენებით გახდება ნივთების რეცხვა უფრო სასიამოვნო საქმე.
ნივთების გარეცხვა სარეცხ მანქანაში
1. პატარა დეტალებისთვის ტომრები გამოიყენეთ. ხშირად შეიძლება ვერ შენიშნოთ, მაგრამ ქვედა საცვალი ან წინდა მანქანის ხვრელებში იკარგება. ტომრების დახმარებით კითხვა, თუ სად გაქრა წინდა რეცხვის შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ გაქრება.
2. სარეცხი მანქანის დოლურა რომ გაწმინდოთ, პირის ღრუს სავლები სითხე გამოიყენეთ. ასე იმ ადგილს დეზინფექციას გაუკეთებთ, სადაც ნივთები ირეცხება და მანქანაში ობის გაჩენას თავიდან აიცილებთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ რეზინის სისუფთავეს, სადაც ობი ხშირად ჩნდება.
3. ოფლის ყვითელი ლაქები რომ მოიშოროთ და თეთრ ნივთებს თავდაპირველი სიქათქათე დაუბრუნოთ, სარეცხი მანქანის დორულაში რამდენიმე აბი ასპირინი მოათავსეთ. ყვითელ ლაქებს ასპირინში შემავალი სალიცილის მჟავის დახმარებით მოიშორებთ.
4. ტანსაცმელი დიდხანს არ გააშროთ. ნატურალური ქსოვილის ნივთები სჯობს ოდნავ სველი დააუთოოთ. ზედმეტად გამომშრალი ტანსაცმლის ხარისხიანად დაუთოება შეუძლებელია.
5. ბეწვიანი ნივთების მანქანაში გარეცხვა ნამდვილი გამოცდაა. არასდროს იცით, თუ სუფთა სვიტერი რა ზომის გამოვა. თუ თქვენი სვიტერი რეცხვის შემდეგ დაჯდა, ტაშტში საბავშვო შამპუნის ან თეთრეულის კონდიციონერში 10 წუთით ჩაალბეთ. შემდეგ ოდნავ გაწურეთ, ზედმეტი ტენი პირსახოცით მოაშორეთ და თანაბარ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე გასაშრობად დატოვეთ.
6. თეთრი ნივთები კონდიციონერით არ გარეცხოთ. მათთვის სპეციალური მათეთრებელი საშუალება უნდა გამოიყენოთ, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. აი, ჩვეულებრივი კონდიციონერი სჯობს არ დაამატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთები სითეთრეს დაკარგავს.
7. ტანსაცმელი ფერების მიხედვით არ გადაარჩიოთ. ოღონდ თეთრი ნივთები ცალკე უნდა გაირიცხოს. სჯობს ტანსაცმელი ქსოვილის სიმკვრივის მიხედვით დაყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სარეცხი ფხვნილი თხელი ნივთებიდან კარგად არ გამოვა. ასევე ფერადი ნივთი 45 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ გარეცხოთ, რადგან ასე ფერად ფერს ძალიან სწრაფად დაკარგავს.
8. სინთეტიკური ქსოვილების გარეცხვისას დოლურაში რამდენიმე ფოლგის ბურთი მოათავსეთ. ისინი სტატიკურ ელექტროობას შთანთქავენ.
9. ტანსაცმელზე მაკიაჟის ლაქა ხშირად ადასტურებს იმას, რომ გარდერობში მისი ადგილი აღარაა. სანამ საყვარელ მაისურს გამოემშვიდობებით, დაბინძურებულ ადგილზე საპარსი ქაფის წასმა სცადეთ. შემდეგ ნივთი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. საპარსი ქაფი რთულ ჭუჭყს კარგად შლის და კოსმეტიკური ლაქის მოშორების შანსი არსებობს.
10. ბინძური წინდები ცივ წყალში გარეცხეთ. ოფლის დიდი ნაწილი ცილაზეა დაფუძნებული და თუ წინდებს 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გარეცხავთ, ჭუჭყი სრულად არ მოშორდება.
11. წვენის, ბალახის ან მიწის ლაქის მოსაშორებლად ჭუჭყიანი ადგილი ფენით გააშრეთ. შემდეგ ნივთები ლაქების მოსაშორებელი საშუალებით გარეცხეთ. გაცხელების ხარჯზე სარეცხი საშუალება ლაქებს უფრო მარტივად გაუმკლავდება.
12. ნივთები სწრაფად რომ გააშროთ, სარეცხ მანქანაში მშრალ, სუფთა პირსახოცთან ერთად ჩადეთ. „გაწურვის“ რეჟიმი ჩართეთ.
სარეცხი მანქანა კარგი ნივთია, მაგრამ ხარისხიანი რეცხვის ასპროცენტიან გარანტიას ვერ მოგცემთ. როგორი მოდურიც არ უნდა იყოს ნივთი, საქმეში ესაა დოლურის ბრუნვა სარეცხ საშუალებასთან და წყალთან ერთად. ახლა ტანსაცმლის გარეცხვა პრობლემას არ წარმოადგენს და ყველაზე უიმედო ლაქების მოშორებასაც შეძლებთ. თქვენ რომელ ხრიკებს იყენებთ ამ სიიდან?