ჰოროსკოპი
12 დეკემბერი, 2022 წლის ბოლო სარკისებრი თარიღი. როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად
12.12.2022 ამ წლის ბოლო სარკისებრი თარიღია, რომელიც ხუთ ორიანს აერთიანებს. ასე სურვილის ასრულების შანსები იზრდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ძალას ფლობს ორიანი და როგორ ჩაიფიქროთ სურვილი სწორად.
ნუმეროლოგიაში ორიანი ერთ–ერთ უძლიერეს და ჰარმონიულ ციფრად ითვლება. დადებით ენერგიას ატარებს და უკეთესობისკენ ცვლილებებს იწვევს. ეს ნებისმიერ სფეროს შეიძლება ეხებოდეს. ორიანი სამსახურში წინსვლას ხელს უწყობს.
2022 წლის 12 დეკემბერს გარიგება თამამად დადეთ ან ინვესტიცია განახორციელეთ. ხუთი ორიანის ზემოქმედებით მოსალოდნელია მომგებიანი ნაცნობობა, ნანატრი ქორწილი ან საცხოვრებლის შეცვლა.
მაგიური ციფრი რთულ სიტუაციაშიც შვებას მოგანიჭებთ. ასე ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებთ, ბალანსის პოვნას შეძლებთ. კარგი დღეა, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეურიგდეთ.
ნუმეროლოგები ამბობენ, რომ ორიანი მხოლოდ დადებით ენერგეტიკას არ ატარებს. მასში იმალება ორპირობა, რომელიც ადამიანში ადვილად შეიძლება გამოვლინდეს. ამ დღეს გულწრფელობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ტყუილს, ეშმაკობას და ჭორაობას თავი აარიდეთ.
12.12.2022 თარიღის ყველა ციფრის შეჯამებით 6 გამოდის. ნუმეროლოგიაში 6 ჰარმონიის და კეთილდღეობის სიმბოლოა. გამოდის, რომ ამ დღის ძალა ორმაგდება. მთავარია, სწორად განეწყოთ და სისულელე არ გააკეთოთ.
ასევე 6 სიყვარულის სიმბოლოა. ახლობლების, ცხოველების და ბუნების მიმართ მეტი სიკეთე და სიყვარული გამოხატეთ. შეგიძლიათ ტყეში გაისეირნოთ და ჩიტები გამოკვებოთ, უსახლკარო ცხოველებს საკვები მიუტანოთ ან უბრალოდ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმაროთ. სიკეთე გაასმაგებული ძალით დაგიბრუნდებათ.
რა გავაკეთოთ სარკისებრ დღეს
12 დეკემბერი იდეალური დღეა, რომ ცხოვრება ახალი გვერდიდან დაიწყოთ. თქვენი სამოქმედო გეგმა ჩამოწერეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამსახურს თუ პირადს ეხება. თქვენი სურვილი ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რომ ნამდვილად ახდეს.
დილით ადრე ადექით და სასიამოვნო რიტუალების შესრულება დაიწყეთ, თუ სამყაროსგან კურთხევის მიღება გსურთ. მაგალითად, ივარჯიშეთ, შხაპი მიიღეთ და გემრიელი საუზმე მოამზადეთ.
ამ დღეს (ეს სხვა დროსაც გააკეთეთ) თქვენს გრძნობებს და განცდებს დააკვირდით. საკუთარ თავზე იზრუნეთ. საკუთარი თავი გაახარეთ იმით, რაც დიდი ხანია გინდოდათ, მაგრამ დრო არ გყოფნიდათ. მაქსიმალურად სასიამოვნო და მშვიდი დღე უნდა გქონდეთ. არავის ეკამათოთ: ყველა კონფლიქტს გვერდი აუარეთ.
თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, დღეს შეიძლება ხელი გთხოვონ. ნუმეროლოგები გირჩევენ, რომ საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობა მიიღოთ ან ეს დამოუკიდებლად გააკეთოთ. ასე წარმატებას და ფინანსებს მოიზიდავთ.
სურვილის ჩაფიქრება 12 დეკემბერს
სურვილების ჩასაფიქრებლად ნებისმიერი სარკისებრი თარიღი გამოგადგებათ. ეს სწორად უნდა გააკეთოთ. კარგად დაფიქრდით, რა გსურთ სინამდვილეში.
არავის ბოროტება არ უსურვოთ, რადგან გაასმაგებული ძალით დაგიბრუნდებათ და ზიანს მოგაყენებთ. სურვილი კონკრეტული და არა აბსტრაქტული უნდა იყოს. მხოლოდ ბედნიერად ყოფნის სურვილით სასწაული არ მოხდება. თქვენი სურვილი დააკონკრეტეთ.
სურვილის ასრულების შანსის გასაზრდელად ზუსტად 12:12–ზე ან 24:12–ზე ჩაიფიქრეთ. ხმამაღლა თქვით, რა გსურთ. თუ სურვილის ჩაწერას გეგმავთ, რიტუალის ჩატარება მოგიწევთ.
თქვენი სურვილი ფურცელზე 12-ჯერ დაწერეთ. ყოველ ჯერზე ახალი ხაზიდან დაიწყეთ. სიტყვების „მინდა“ და „მსურს“ ნაცვლად გამოიყენეთ სიტყვები „მჭირდება“ და „ვოცნებობ“. შემდეგ ფურცელი 12 ნაწილად დაჭერით. თითოეული ბინაში სხვადასხვა ადგილას დამალეთ. მეორე დილით ქაღალდის ნაგლეჯები შეაგროვეთ. მომავალ სარკისებრ თარიღამდე შეინახეთ და შემდეგ დაწვით.