Connect with us

თავის მოვლა

12 ადამიანი, რომლებმაც იდეალური კანის მიღება შეძლეს. მათი საიდუმლო შეიძლება თქვენ გამოგადგეთ

12 ადამიანი, რომლებმაც იდეალური კანის მიღება შეძლეს. მათი საიდუმლო შეიძლება თქვენ გამოგადგეთ

კანი რომ სუფთა და მბზინვარე იყოს, ზოგჯერ მხოლოდ 1-2 საშუალება და მოთმინება საკმარისი არის. თუმცა ძალიან ხშირად არასრულყოფილ კანთან ბრძოლა არის სისტემა, რომელიც მოიცავს გაწმენდას, დატენიანებას, დაცვას და აკნეს, პიგმენტებისა და სიმშრალის წინააღმდეგ წერტილოვანი საშუალებების გამოყენებას. Reddit-ის მომხმარებლები ერთმანეთს ყოველდღიური თავის მოვლის საშუალებებს, მათ გამოყენებამდე და შემდეგ სურათებს უზიარებთ, ერთმანეთს რჩევებს ეკითხებიან. ჩვენ მათი ნაკრები შევაგროვეთ, შესაძლოა მათი დახმარებით ერთი ან რამდენიმე საშუალების შეცვლა და ახლის გამოცდის სურვილი გაგიჩნდებათ.

დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზი კანი ჩვენი ძალისხმევის შედეგია და აუცილებელი არაა სილამაზის სალონების ძვირადღირებულ პროცესებზე ბევრი ფული დახარჯოთ. გთავაზობთ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც თავდაჯერებულები გახდიან ქუჩაში ტონალური საშუალების გამოყენების გარეშე და ეს სრულად მათი დამსახურებაა.

1.

მისივე სიტყვებით, მას ყოველთვის პრობლემური კანი აწუხებდა და გადაწყვიტა მოვლის სისტემის ისე შეცვლა, რომ მინიმალური საშუალებები მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოეყენებინა. აი ასეთ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდა:

დილა:

დამატენიანებელი და გამწენდი კრემ-გელი.

მზისგან დამცავი კრემი SPF 50 PA+++

საღამო:

მიცელარული წყალი Garnier;

ნიკოტინის 10 %-იანი და თუთიის 1%-იანი შრატი;

დამატენიანებელი კრემი

კვირაში ერთხელ: პილინგი მჟავით AHA 30% + BHA 2%

2.

აქ მოცემულ სურათებს შორის სხვაობა მხოლოდ 4 წელია, ხოლო დეკორატიული კოსმეტიკიდან გოგონას სახეზე მხოლოდ ტუში უსვია. გოგონას თქმით, ადრე მზისგან დამცავ კრემს არასდროს არ იყენებდა და ასე მოქცევა ზუსტად 4 წლის წინ დაიწყო, როცა მარცხენა მხარეს სურათი გადაიღო.

დილა:

გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის (CeraVe)

დამატენიანებელი კრემი მზისგან დამცავი ფაქტორით SPF 30

შრატი C ვიტამინით და პეპტიდებით (SILK Naturals)

საღამო:

გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის

მონაცვლეობით: ერთ საღამოს ტონიკი 8%-იანი AHA მჟავით (SILK Naturals), მეორე საღამოს 30%-იანი რეტინოლის შრატი (MUAC)

სახის დამატენიანებელი ზეთი, ლავანდას ეთეროვანი ზეთით და ფურისულას ზეთით (Midnight Recovery Concentrate – Kiehl’s)

3.

გოგონამ პირველი სურათი კანის კომპლექსური მოვლის დაწყებამდე გადაიღო, მეორე უკვე 4 კვირის შემდეგ. ბოლო სურათი კი 12 კვირის შედეგს გვიჩვენებს.

დილა:

გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის (CeraVe)

დამატენიანებელი ლოსიონი ნორმალური და მშრალი კანისთვის SPF 25

საღამო:

გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის (CeraVe)

დიფერინის გელი აკნეს საწინააღმდეგოდ

დამატენიანებელი ღამის ლოსიონი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის

კვირაში ორჯერ: სახის გაწმენდა ყურძნის კურკის ზეთით

4.

პირველი სურათი 12 მარტს, მეორე – 4 ივნისს, მესამე 23 ივნისს არის გადაღებული.

დილა:

სახის დაბანა თუთიის შემცველი საშუალებით, რომელიც ლანოლინს, პარაბენს და სხვა გამაღიზიანებელ საშუალებებს არ შეიცავს (Vanicream Z-Bar)

მონაცვლეობით: 1 დღეს – აკნეს საწინააღმდეგო დისკი 2 %-იანი სილიციუმის მჟავით (Stridex), მე-2 დღეს ტონიკი 5%-იანი გლიკომის მჟავით (PIXI). შემდეგ 1 დღე დასვენება.

შრატი C ვიტამინით, E ვიტამინით და ფერულის მჟავით (Timeless)

სახის დამამშვიდებელი გელი ალოეთი და პროპოლისით (Benton Aloe Propolis)

მზისგან დამცავი საშუალება ალოეს ექსტრაქტით SPF 50+ PA+++ (COSRX)

საღამო:

სახის დაბანა თუთიის შემცველი საპნით Vanicream Z-Bar

სახის დამამშვიდებელი გელი ალოეთი და პროპოლისით (Benton Aloe Propolis)

დამატენიანებელი: სახის კრემი (Hada Labo) + 1 წვეთი შრატი ნიკოტანამიდით და თუთიით (The Ordinary) + 4 წვეთი ვარდის თესლის ზეთი.

5.

სურათზე კანის მოვლის 4 თვის შემდეგ პროგრესი ჩანს.

დილა:

მიცელარული წყალი

ჰიპერალერგიული, უსპირტო, არაკომედოგენური ტონიკი (Neutrogena)

დამატენიანებელი ლოსიონი ნორმალური და მშრალი კანისთვის

საღამო:

მიცელარული წყალი

ჰიპერალერგიული, უსპირტო, არაკომედოგენური ტონიკი (Neutrogena)

აკნეს საწინააღმდეგო საშუალება თუთიით და ნიკოტინამიდით

დამატენიანებელი ლოსიონი ნორმალური და მშრალი კანისთვის

6.

სურათზე 1 წელში მიღწეული შედეგი ჩანს.

დილა:

სახის ჩვეულებრივი წყლით დაბანა

აკნეს საწინააღმდეგო ლოსიონი 2%-იანი ბენზოილის ზეჟანგით (ნიკაპზე)

საბავშვო დამატენიანებელი კრემი (CeraVe)

საღამო:

დასაბანი ქაფი (Cetaphil)

დიფერინის გელი (ნიკაპზე)

დამატენიანებელი კრემი (Nivea)

კვირაში ორჯერ: ამქერცლავი საშუალება AHA და BHA მჟავებით;

კვირაში სამჯერ: ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება თვალის და ცხვირ-ტუჩის კუთხისთვის.

7.

დილა:

სახის გამწმენდი გელი (CeraVe)

დამატენიანებელი კრემი ზეთით, სპირტის გარეშე, SPF 35 (Neutrogena)

საღამო:

სახის გამწმენდი გელი

მონაცვლეობით: ერთ საღამოს – პილინგი 2%-იანი BHA მჟავით (Paula’s Choice), მეორე საღამოს – პილინგი 10% AHA მჟავით (Alpha Skicare)

დამატენიანებელი კრემი ზეთით, სპირტის გარეშე,

კვირაში ერთხელ: თიხის ნიღაბი (Aztec Clay), ზეთით გაწმენდა.

8.

დილა:

ჩვეულებრივი წყლით დაბანა;

დამატენიანებელი ლოსიონი არომატის გარეშე;

სახის და სხეულის დამატენიანებელი გელი დამცავი ფაქტორით SPF 50 PA +++ (Nivea)

საღამო:

მაკიაჟის მოსაშორებელი სველი საწმენდი

სახის გაწმენდა (L’Oreal)

ლოსიონი 10%-იანი გლიკოლის მჟავით

კრემი 20% აზელაიუნური მჟავით

კვირაში ორჯერ: ნიღაბი 20 წუთით (დაბანის შემდეგ)

9.

დილა:

არაკომედოგენური დასაბანი გელ-ქაფი (Neutrogena)

უცხიმო დამატენიანებელი კრემი (CeraVe)

რძე დამცავი ფაქტორით SPF PA+++ (Missha)

საღამო:

მიცელარული წყალი მაკიაჟის მოსაშორებლად (Simple)

თბილი წყლით დაბანა

აკნეს საწინააღმდეგო დისკი 2%-იანი სალიციუმის მჟავით (Stridex)

უცხიმო დამატენიანებელი კრემი

აკნეს საწინააღმდეგო საშუალება 2.5%-იანი ბენზოილის ზეჟანგი (Neutrogena Rapid Clear) წერტილოვანი გამოყენებისთვის და აკნეს საწინააღმდეგო პატჩი (COSRX) წერტილოვანი გამოყენებისთვის.

10.

მოცემულ სურათებს შორის სხვაობა მხოლოდ 45 დღე არის. გოგონამ კანის გამაჯანსაღებელი კურსი გაიარა და 45 დღეში ტაბლეტების მიღების შემდეგ შედეგი სახეზეა.  რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმის რეკომენდაციის გარეშე რაიმე სახის მედიკამენტის მიღებას არ გირჩევთ. მაგრამ, შესაძლოა მისმა შედეგმა გაგიჩინოთ სურვილი, რომ დერმატოლოგს ეწვიოთ და კანის გამაჯანსაღებელი კურსი გაიაროთ და მოიშოროთ პრობლემა, რომელიც არაერთი წელი გაწუხებთ. აი მისი ყოველდღიური პროცედურა მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

მკურნალობის დროს:

დილა – დაბანა, დამატენიანებელი ლოსიონი (Cetaphil), Absorbica მედიკამენტის მიღება (აკნეს საწინააღმდეგო საშუალება იმ შემთხვევაში თუ აკნეს მკურნალობა სხვა პროცედურებს არ ექვემდებარება. კანის ცხიმის გამომუშავებას ამცირებს)

საღამო – რბილი საწმენდი მაკიაჟის მოსაშორებლად, დამატენიანებელი გამწმენდი კრემ-გელი, დამატენიანებელი ლოსიონი, კანის დამცავი საშუალება. წერტილოვანი საშუალება სახესა და ტუჩზე (Aquaphor).

მკურნალობის შემდეგ:

დილა – დაბანა, დამატენიანებელი ლოსიონი დამცავი ფაქტორით SPF 30 (CeraVe)

საღამო – რბილი საწმენდი მაკიაჟის მოსაშორებლად, დამატენიანებელი გამწმენდი კრემ-გელი, დამატენიანებელი ლოსიონი.

კვირაში ერთხელ: ექიმის რეცეპტით – კრემი Tretinoin 0.05%, რომელიც აკნეს სამკურნალოდ და კანის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენება.

11.

სურათებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 კვირა არის. გოგონას თქმით, დადებით ეფექტს კანის მოვლის საშუალებებში ალისარჩულის ზეთის დამატებით მიაღწია.

გამოყენებული საშუალებები:

გელი ან მიცელარული წყალი კანის გასაწმენდად

აკნეს საწინააღმდეგო დისკი სალიციუმის მჟავით (Stridex) ან ბენზოილის ზეჟანგი

დამატენიანებელი კრემი (Hada Labo)

ზოგჯერ – სახის შრატი თაფლის ექსტრაქტით (Scinic)

ნიღაბი: ღამის აღმდგენი და ქსოვილის ნიღაბი (Sulwhasoo)

დამატენიანებელი კრემი

ალისარჩულის ზეთი

ჩვეულებრივი ვაზელინი

12.

როგორც გოგონამ ამბობს, ცხოვრებაში პირველად სამსახურში ტონალური საშუალების გამოყენების გარეშე მიდის. სახეზე მხოლოდ პომადა, ტუჩი და ჰაილაითერი უსვია. გოგონა მზისგან დამცავ საშუალებას არ იყენებს. თვლის, რომ კანი რბილი არის იმის წყალობით, რომ ქუთუთოს კრემს მთელ სახეზე იყენებს.

დილა:

დასაბანი და მაკიაჟის მოსაშორებელი გელი (Tarte)

სახის სპრეი ალოეთი, მცენარეებით და ვარდის წყლით (Mario Badescu)

ჰიალურონის კრემი თვალის ირგვლივ კანისთვის (მთელ სახეზე)

ვარდის ზეთი კანის მბზინვარებისთვის

საღამო:

მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება (Neutrogena)

ვარდის ზეთი

დამატენიანებელი კრემი არომატის გარეშე (Kiehl’s)

გოგონა კვირაში რამდენჯერმე სახის ნიღაბს იყენებს. მისი სიტყვებით, უბრალოდ რომელიმე იაფ და არა სპეციფიკურ ნიღაბს ყიდულობს.

თქვენ როგორ ებრძვით კანის ნაკლოვანებას? რომელ საშუალებას ჰქონდა ცხადი შედეგი და რომელს ცხოვრებაში აღარ გამოიყენებთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.