Connect with us

სხვა

11 საუკეთესო საახალწლო მულტფილმი ჩვენი ბავშვობიდან

საბჭოთა მულტფილმები რომლებსაც ბავშვობაში ვუყურებდით ბევრ ვენგანს გვახსოვს, ისინი უცოდველი შარმით გამოირჩეოდნენ რაც თანამედროვე ანიმაციას ნამდვილად აკლია. თუ თქვენი ბავშვობის საახალწლო მულტფილმები გახსოვთ და გსურთ თქვენს შვილებს საახალწლო ზეიმის ატმოსფერო შეუქმნათ – ეს სია თქვენთვისაა.

11. როდესაც ნაძვის ხეს ანთებენ (1950)

თოვლის ბაბუა და თოვლის დედოფალი საახალწლო საჩუქრებით, ბავშვებთან მიიჩქარიან. ბოროტი მგლები მათ ხელს უშლიან, თუმცა ჯადოსნური ციგები მაინც შეძლებენ დანიშნულების ადგილზე, ზეიმის დაწყებამდე მისვლას…

10. შობის წინა ღამე (1951)


მზეჭაბუკი ვაკულა, მშვენიერ ოქსანაზეა შეყვარებული, ამიტომ მის გამო ის უკან არაფერზე დაიხევს. ოქსანას გულისთვის ვაკულამ ეშმაკიც კი მოათვინიერა, მისი მეშვეობით სანქტ-პეტერბურგშიც ჩაფრინდა და იმპერატორამდეც მიაღწია… ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ კაპრიზული ლამაზმანის სიყვარული დაემსახურებინა.

9. ფოსტალიონი თოვლის კაცი (1955)

საახალწლო ზღაპარი თოვლის კაცზე, რომელიც ცხოველებს მგლის დამარცხებასა და ტყეში ახალი წლის ზეიმის მოწყობაში დაეხმარა. ბავშვები ახალი წლის მიწურულს, ნაძვის ხის გარეშე დარჩნენ და გადაწყვიტეს მისი მოტანა თივლის ბაბუასთვის ეთხოვათ. ამისთვის, მათ თოვლის კაცი გააკეთეს, წერილი დაწერეს და თოვლის კაცუნას გაატანეს – თოვლის ბაბუასთან.

8. თოვლის დედოფალი (1957)

ერთ ყინვიან საღამოს ყინულის დედოფალმა პატარა კაი თავის ყინულის სამფლობელოში გაიტაცა და მისი კეთილი გული, ყინულის ნატეხად გადააქცია. ბევრი განსაცდელისა და დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ერთგულმა ჰერდამ, მოახერხა ბოროტ დედოფლამდე მიღწევა და ბიჭის ყინულის ტყვეობიდან დახსნა. ამ მულტფილმში ნახავთ, თუ სად მეფობენ ყინული და გულგრილობა…

7. თოვლის ბაბუ და ზაფხული (1969)

კეთილი მულტფილმი იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტეს ბავშვებმა თოვლის ბაბუასთვის, მწვანე ბალახი და ყვავილები… ერთი სიტყვით, ზაფხული ეჩვენებინათ!

6. 12 თვე (1956)

ცივ და თოვლიან ზამთარში, იანვრის თვის საღამოს, როდესაც სახლში, შეშის ღუმელში ცეცხლის ტკაცუნს უსმენდნენ, ბოროტმა დედინაცვალმა თავისი გერი, ტყეში ენძელების შესაგროვებლად გაგზავნა. საწყალ გოგონას არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ დედინაცვლის ახირება შეესრულებინა.

5. თვლის ბაბუა და რუხი მგელი (1978)

თოვლის ბაბუას, თოვლის დედოფლისა და მათი მხიარული ამალის საახალწლო თავგადასავალი. თოვლის ბაბუა ბაჭიებს რუხი მგლისგან გათავისუფლებაში და ტყიდან არაჩვეულებრივი ნაძვის ხის მოტანაში ეხმარება.

4. უმკა (1969)

უმკა – ცნობისმოყვარე თეთრი დათვია, რომელიც პატარა ბიჭუნას დაუმეგობრდა. მაგრამ, იმ ადგილიდან სადაც უმკა ცხოვრობს, ხალხი წასვლას აპირებს და ჩვენი გმირი გადაწყვეტს თავისი მეგობარი იპოვოს…

3. აბა, დამაცადე! – მერვე გამოშვება (1974)

ამ გამოშვებაში მოქმედება ზამთრის დასასვენებელ ბაზაზე მიმდინარეობს. ამ დროს ახალ წელს აღნიშნავდნენ. სპეციალურად ამ სერიისთვის დაიწერა ცნობილი “თოვლის ბაბუისა და თოვლის ბებიის სიმღერა” რომელიც დღემდე ზეპირად იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა!

2. ცვიოდა შარშანდელი თოვლი (1983)

 

ოდესღაც, დიდი ხნის წინ, ერთ ძალიან პლასტელინის მხარეში, ცხოვრობდა კაცი – არწივი. ახალ წელს, ის ცოლმა ნაძვის ხის მოსატანად გაგზავნა…

1. ზამთარი პროსტოკვაშინოში (1984)

შარიკმა თავისთვის ბოტები იყიდა. მატროსკინმა მას იდიოტი უწოდა, ამის გამო მეგობრები წაიჩხუბნენ და ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ. ბიძია ფედია ამ დროს მამის “ზაპოროჟეცს” არემონტებდა, ხოლო დედა კი ყველაფერმა დაღალა. ახალ წელს კი მამამ და თეოდორმა პროსტოკვაშინოში შარიკისა და მატროსკინის სანახავად წასვლა გადაწყვიტეს, რომლებიც ამ დროს უკვე ქონებას იყოფდნენ…

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.