Connect with us

კულინარია

11 შეცდომა, რის გამოც ყავა უგემური გამოდის

ვერ წარმომიდგენია დილა და მომდევნო დღეები, თუ ყავის გემოთი არ დავტკბები. წლები ამ სასმელს გეიზერში ვამზადებდი, ახლა ქმარმა ყავის მადუღარა მაჩუქა. გემო ისეთი არ აქვს, როგორც ყავახანაში, თუმცა ხარისხიან მარცვლებს ვყიდულობ. სითამამე მოვიკრიფე და ბარისტს ვკითხე, რატომ გამოდის ყავა უგემური.

იცთ თუ არა, რომ ყავა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საქონლის სიაში მეორე ადგილზეა? ოქრო და ბუნებრივი გაზი უკან ჩამოიტოვა, მხოლოდ ნავთობს ჩამორჩება. ბოლო ათწლეულებია ამ გამამხნევებელი სასმელს მივეჩვიეთ. პროდუქტიული მუშაობა ფინჯანი არომატული ყავის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია, ხოლო ქუჩები ყავახანებით სავსეა. ყველამ არ იცის, როგორ მოხარშოს ყავა სახლში სწორად. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ გავრცელებულ შეცდომებს, რომელიც ხარისხიანი მარცვლების გემოსაც აფუჭებს.

რატომაა ყავა უგემური: როგორ ავარიდოთ თავი შეცდომებს

არ დაზოგოთ

კარგი ყავა თეთრები ვერ ეღირება. ის ხომ შორეულ ქვეყანაში შეაგროვეს და სხვა კონტინენტიდან გადმოზიდეს! ამ შემთხვევაში ფასი ხარისხის შესაბამისია. მარცვლეული სუპერმარკეტებში არ შეიძინოთ, არამედ სპეციალურ მაღაზიებში. მრავალფეროვნებამ არ შეგაშინოთ: გამოცდილი კონსულტანტები თქვენი გემოვნების შესაფერისი სახეობის შერჩევაში დაგეხმარებათ. საშუალო ფასთა კატეგორიის ყავას ყურადღება მიაქციეთ.

ყავის საფქვავი შეიძინეთ

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ყავის საფქვავი, ეს შესანიშნავი მოწყობილობა აუცილებლად შეიძინეთ. ამიერიდან არა დაფქული ყავა, არამედ მარცვლები შეიძინეთ. ასე არ გამოიყენებთ პროდუქტს, რომელიც თაროზე თვეობით იდო და გემო და არომატი დაკარგა. გარდა ამისა, ყავის საფქვავი დაფქვის სასურველი ხარისხის არჩევაში დაგეხმარებათ. უხეშად დაფქული მარცვლეული ფრენჩ–პრესისთვის შესაფერისია, საშუალო – ყავის აპარატისთვის, ფხვნილი და წვრილი – ჯეზვესთვის.

მარცვლეულს ყურადღება მიაქციეთ

ყავის 2 მთავარი სახეობა არსებობს: არაბიკა და რობუსტა. მათი გემო განსხვავდება. არაბიკა უფრო რბილია, ხოლო რობუსტა მწარე, მაგრამ ბევრი კოფეინის შემცველობით უფრო გაგამხნევებთ. რობუსტა უფრო იაფია, ამიტომ ბევრი გამყიდველი ეშმაკობს. მარცვლეულს დააკვირდით. არაბიკას უფრო მოგრძო ფორმა და მსხვილი ზომა აქვს, ხოლო რობუსტას პატარა და მრგვალი მარცვალი. მოტყუების უფლება არ მისცეთ!

ყავა სწორად შეინახეთ

ყავის მარცვლები შეიძლება სითბომ, სინათლემ და ჰაერმა დააზიანოს. სწორედ ამიტომ, თუნუქის ან მინის კონტეინერში შეინახეთ. ჰერმენტულად დალუქული უნდა იყოს. ყავის მარცვალი ხშირად ქაღალდის შეფუთვაში იყიდება. სხვა კონტეინერში აუცილებლად გადაყარეთ.

პროპორციების ოქროს წესი

ყავის მოყვარულებს შორის წყლის და ყავის პროპორციების დაუცველობა გავრცელებული შეცდომაა. დაიმახსოვრეთ: 10:1 შესაბამისად. ბევრი წყალი სასმელს ყავის კომპოტად აქცევს, ძალიან ცოტა – მწარე სითხედ.

სწორი ჭურჭელი

ყავის დიდებულ გემოს ქაღალდის ჭიქაში ვერ იგრძნობთ. ფინჯანი სქელი კედლებით იდეალურია. უმჯობესია, თუ შიგნით კვერცხისებური ფორმა აქვს. ასე სასმელის არომატი და სითბო დიდხანს შენარჩუნდება. კიდევ ერთი რჩევა: სანამ ყავას ჩაასხამთ, ფინჯანი შეათბეთ. ასეთი ხრიკით სასმელი მთელ გემოს გამოავლენს.

მარცვლეული მაცივარში არ შეინახოთ

ზოგი თვლის, რომ ყავის მარცვლები მაცივარში უკეთ ინახება. სპეციალისტები ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. საქმე იმაშია, რომ ყავა უცხო სუნებს სწრაფად იწოვს. გსურთ სასმელი ძეხვის არომატით? თუ არა, მარცვლეული მაცივრიდან გამოიღეთ.

ცივი ყავა

ხდება ისე, რომ ყავის დალევა დაგავიწყდათ? მოამზადეთ, გასაგრილებლად დატოვეთ და მოტრიალდით. როცა გაგახსენდათ, სასმელი უკვე ცივი დაგხვდათ. გადასხმა გენანებათ და მაინც სვამთ. ასე არ გააკეთოთ. ცივი ყავა არომატს კარგავს და მწარდება.

ბევრი დანამატი

ყავაში რძის ან ნაღების დამატება მისაღებია. ეს ინგრედიენტები სასმელის გემოს არბილებს. აი, ბევრი შაქარი, დარიჩინი ან სიროფი ყავას ყავის კოქტეილად აქცევს. ნამდვილი სასმელის გემოს ვერ შეიგრძნობთ.

მარცვლეულის მარაგი

ყველას არ გვიყვარს მაღაზიებში ხშირი სიარული, ამიტომ ყავას ვიმარაგებთ. ამ სიიდან ყავა დაუყონებლივ ამოიღეთ. თუ გემრიელი და არომატული სასმელის დალევა გსურთ, მარცვლეული მოხალვიდან 3 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ. შეფუთვაზე შესაფერისი ინფორმაცია უნდა იყოს.

სუფთა აღჭურვილობა

ყავის აპარატურა ყოველთვის სუფთა უნდა გქონდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ესაა ყავის აპარატი, ჯეზვე თუ გეიზერი. ასე სასმელის გემო და არომატი გაუმჯობესდება და ბაქტერიებით არ დაინფიცირდებით.

ყავის მომზადების ოქროს წესები დაიცავით, რომ თქვენი სასმელი ყავახანაში მომზადებულზე უკეთესი გამოვიდეს. თუ ყავის მოყვარული არ ხართ, შესაძლოა თქვენი სასმელი ვერ იპოვეთ. გახსოვდეთ, რომ მწარე ესპრესოს და ამერიკანოს გარდა სხვა სახეობებიც არსებობს. რაში ამზადებთ ყავას სახლში?

Advertisement