თავის მოვლა
11 მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ
ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ასაკის დამალვის და ახალგაზრდული იმიჯის სურვილი იღვიძებს. საბედნიეროდ, შეგვიძლია საკუთარ სხეულზე ვიზრუნოთ. არსებობს მაკიაჟის გაკეთების ხრიკები და სხვა სილამაზის პროცედურები, რომლებიც ქალს ვიზუალურად უფრო აახალგაზრდავებს. დღეს 11 ასეთ რჩევაზე გიამბობთ.
1. ტერფების მოვლა
პედიკური ქალისთვის აუცილებელი პროცედურა უნდა იყოს, თუ გსურთ რომ ახალგაზრდული იმიჯი გქონდეთ. ტერფების კანი სწრაფად უხეშდება, ამიტომ სილამაზის სალონში წასვლა არ უგულებელყოთ. სჯობს თვეში ერთხელ გაიკეთოთ. პროცედურის შემდეგ ეთერზეთებით დატენიანება არ დაგავიწყდეთ. მაგალითად, დაქუცმაცებული პიტნა გამაგრილებელ ეფექტს ქმნის, რომელიც პედიკურის შემდეგ გაგახარებთ.
2. ტუჩების მოხატვა
ასაკთან ერთად ტუჩის კონტური ფერმკრთალი ხდება, მაგრამ ფანქრის გამოყენებას ვინ გიშლით? მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი ფერი, რომელიც პომადის ფერზე ერთი ტონით მუქი იქნება. ასე მაქსიმალურად ბუნებრივ ეფექტს შექმნით, რომელიც თან ახალგაზრდობას შეგმატებთ.
3. მზისგან დამცავი კრემი არ დაგავიწყდეთ
ღრუბლიან ამინდშიც მზე მაინც ანათებს და მისი მავნე ზემოქმედებისგან თავი უნდა დაიცვათ. ჯანმრთელობაზე ასეთი ზრუნვა ზედმეტი არ იქნება!
4. თმისთვის თბილი ფერები შეარჩიეთ
როცა ჭაღარის დამალვა გსურთ, მაშინ მსგავსი ფერები ან ცივი ქერა ნამდვილად არ უნდა აირჩიოთ. უფრო შესაფერი იქნება თბილი ფერები: ოქროსფერი, თაფლისფერი, წაბლისფერი.
5. თვალის შავი ფანქარი შეცვალეთ
ზღვის ელფერები (ლურჯი, ფირუზი, მწვანე) შეეფარება ქალებს, რომლებმაც დაბერება ახლახანს დაიწყეს. ასაკთან ერთად ჩნდება სიყვითლე, რომელსაც შავი ფანქარი მხოლოდ ხაზს გაუსვამს, ხოლო ზღვის ფერები შენიღბავს.
6. კბილის სითეთრეს ყურადღება მიაქციეთ
ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია! ზოგჯერ იდეალური ღიმილი სახის ნებისმიერ არასრულფასოვნების დამალვაში დაგეხმარებათ. სცადეთ, ნაკლებად გამოიყენოთ საკვები, რომელიც კბილებს ამუქებს. მავნე ჩვევებზე უარი თქვით, სტომატოლოგს რეგულარულად ეწვიეთ და, რა თქმა უნდა, დღეში 2-ჯერ კბილების გაწმენდა არ დაგავიწყდეთ!
7. წარბები უფრო გაასქელეთ
არანაირი გაიშვიათებული თმა და სიცარიელე! თუ ასეა, ჯერ სპეციალური წარბის სავარცხლით დაივარცხნეთ, შემდეგ ფანქარი, წარბების ჩრდილები ან საღებავი გამოიყენეთ. მაქსიმალურად ბუნებრივი ფერი შეარჩიეთ, მაგალითად, მუქი-ყავისფერი.
8. ხელებზე იზრუნეთ
ხელები ასაკის ნიშნებს პირველი ამჟღავნებენ. პირველ რიგში, მანიკური გაიკეთეთ. თუ სალონში არა, თქვენით მაინც. მეორე მხრივ, გამოიყენეთ კრემები, რომლებიც ზეითუნის ზეთს, ალოე ვერას და გლიცერინს შეიცავს. ისინი დაბერებულ კანს კარგად აქერცლავენ.
9. ნაოჭები დამალეთ
შენიღბეთ! რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ზეთი ეფექტურად დაგეხმარებათ. კონსილერის არსებობა არ დაგავიწყდეთ. კარგად გატუშეთ, რომ სახეს მაქსიმალურად ბუნებრივი ფერი მიანიჭოთ, მაგრამ ამასთან ნაკლი დამალოთ.
10. რუმიანა აირჩიეთ
ატმისფერი ან ვარდისფერი – ორი ფერი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ ითამაშებს. მათი დახმარებით ლოყები ასწიეთ და ზუსტი ხაზები გააკეთეთ.
11. კარგად გამოიძინეთ
ჯანსაღი ძილი ახალგაზრდობის გახანგრძლივების გარანტიას წარმოადგენს. თუ გრძნობთ, რომ ცოტა გძინავთ, მაშინ ერთი საათით ადრე აუცილებლად დაიძინეთ. ეს მხნეობას, კარგ განწყობას და მოქნილობას შეგმატებთ.
ეს რჩევები გაითვალისწინეთ, თუ გსურთ რომ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. ამ ხრიკების გამოყენებით თავს უფრო ლამაზად, ეფექტურად, მოდუნებულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.