Connect with us

ჯანმრთელობა

10 წუთი ჯანმრთელობისთვის: უნიკალური მეთოდი გაჯანსაღებითვის

თუ ადამიანი თავის სხეულში ცირკულირებული ენერგიის დაბალანსებას შეძლებს – მაშინ მისი ფარული შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზებაც მოხდება.

აიურვედას მეშვეობით ადამიანის სამ შემადგენელს შორის ჰარმონიული ურთიერთქმედების მიღწევა შეიძლება, ესენია – სხეული, სული და გონება. ამისთვის დროის მიერ გამოცდილი პრაქტიკების გამოყენება შეიძლება.

დილის წმენდა

1. გაისუფთავეთ ენა 30 წამის განმავლობაში. დილით კბილების გახეხვის შემდეგ, ნალექი ენიდანაც მოიცილეთ, ეს შეგიძლიათ სპეციალური ხელსაწყოთი ან ჩანგლის გვერდითა ნაწილით გააკეთოთ. რეგულარული წმენდა ნაღველს და თირკმელებს გამოგიჯანმრთელებთ და გააუმჯობესებს მათ მუშაობას. ყოველდღე ენაზე არსებულ ნადებში უამრავი მიკრობები და ტოქსინები გროვდება, რომელიც ორგანიზმის მუშაობას არღვევს, ამიტომ აჯობებს დილითვე მოიცილოთ ის ენიდან.

2. დაიგუბეთ სეზამის ზეთი 2 წუთის განმავლობაში. ენის გაწმენდის შემდეგ გამოივლეთ სეზამის ზეთი, შემდეგ კი წყალი. ეს ნატურალური ზეთი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს რომელიც მჟავებს აბალანსებს და ამაგრებს პირის ღრუს ჯანმრთელობას.

3. გაიკეთეთ მასაჟი სამი წუთის განმავლობაში. აიღეთ ჯაგრისი ან მატყლის ქსოვილი, ჯერ კისერი დაიზილეთ, შემდეგ ზურგი და მხრები. გააკაეთეთ წრიული მოძრაობები 10-20-ჯერ სხეულის ყოველ ნაწილზე. შემდეგ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით გულის არე დაიზილეთ, გადადით მუცელზე – მარცხნიდან მარჯვნივ მიმართული მოძრაობებით. გადადით თეძოებზე და დაიზილეთ შიგნიდან – გარეთ, ბოლოს კი დაიზილეთ ფეხები – ზემოდან ქვემოთ.

უძველესი პროცედურები

4. დალიეთ ცხელი წყალი 30 წამის განმავლობაში. აადუღეთ 0.5 ლიტრი წყალი – 15 წუთის განმავლობაში და გადაასხით თერმოსში. 30 წუთის განმავლობაში ის მცირე ყლუპებით სვით. ეს ცხელი ანადუღარი სითხე თქვენი სხეულიდან ყველა მავნე ნივთიერებას გაანადგურებს.

5. ისუნთქეთ მშვიდად 2 წუთის განმავლობაში. გააკეთეთ ღრმა და თანმიმდევრული ჩასუნთქვა და ამოსუნთვა. კონცენტრირდით სრულად თქვენს სუნთქვით ვარჯიშზე, ის სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

საღამოს მასაჟი

6. საკვების მომნელებელი ორგანოების სტიმულაცია 2 წუთის განმავლობაში. გაათბეთ სეზამის ზეთი და კუჭის არეში შეიზილეთ, ხელის წრიული მოძრაობებით. შემდეგ სველი ხელსახოცი ცხელ წყალში ამოავლეთ, გაწურეთ და ზეთ წასმულ ადგილზე დაიფინეთ. გაიჩერეთ სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. ეს პროცედურა საკვების უკეთ ათვისებაში დაგეხმარებათ და ძილსაც გაგიუმჯობესებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.