ვიდეო
10 წლით ახალგაზრდულად გამოვიყურები! ეფექტური მეთოდები ჩამოწელილი კანის საწინააღმდეგოდ
სპეციალისტებმა კანის ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმდეგოდ ეფექტური მეთოდები შეიმუშავეს, რომლებიც სისხლის მიმოქცევის სტიმულაციისა და კანის დაჭიმვისკენ არის მიმართული. ამისთვის მხოლოდ ცივი კოვზები დაგჭირდებათ, რომლის სახეზე დადებაც ლიმფურ ნაკადს გააუმჯობესებს, ფორებს დახურავს, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, ნაოჭებს გააქრობს და კანს დაჭიმავს.
მასაჟის შესასრულებლად სხვადასხვა ზომის კოვზები დაგჭირდებათ, თითოეული მათგანი სახის გარკვეული ზონისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, ლოყაზე ზემოქმედებისთვის დიდი კოვზი გამოიყენეთ, ყელისთვის პატარა კოვზი, ხოლო თვალებისთვის კი ძალიან პატარა კოვზი.
როგორ შევასრულოთ მასაჟი
თავდაპირველად მასაჟისთვის მოემზადეთ. კოვზები ცივ წყალში გააგრილეთ ან რამდენიმე წუთით მაცივარში შედეთ. ვარჯიშის შესრულების დროს კოვზი ისე დაიჭირეთ, რომ მისი დახმარებით კანზე მსუბუქი, მოკლე დარტყმები შეასრულოთ.
მეთოდი მხოლოდ 9 მარტივ ვარჯიშს მოიცავს:
1. ლოყებზე ყვრიმალის ძვალთან ახლოს კოვზით მსუბუქი დარტყმები შეასრულეთ მანამ, სანამ კოვზი არ გახურდება. შემდეგ კვლავ გააგრილეთ და პროცედურა მეორე ლოყაზე გაიმეორეთ.
2. ყვრიმალის არეში რამდენიმე მსუბუქი დარტყმა შეასრულეთ, კოვზით კანს ოდნავ დააწექით. გაიმეორეთ მანამ, სანამ კოვზი არ გახურდება, შემდეგ გააგრილეთ და მსგავსი მანიპულაცია მეორე ლოყაზე შეასრულეთ.
3. ყელის არეში, ნიკაპიდან ლავიწის ძვლამდე, ცივი კოვზით მსუბუქი დარტყმა შეასრულეთ, სანამ კოვზი არ გახურდება. ასეთი პროცედურა ცივი კოვზით კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.
4. სახის კონტურზე, ნიკაპის ხაზიდან ყურამდე კოვზის დარტყმითი მოქმედება შეასრულეთ. ყურთან, ლიმფური კვანძების მიდამოში კოვზით კანს დააჭირეთ. ვარჯიში სახის ორივე მხარეს შეასრულეთ.
5. ყურის ბიბილო დაიზილეთ, ასე სისხლის მიმოქცევა გაძლიერდება.
6. კოვზით დარტყმის მოქმედება შეასრულეთ ყურიდან ლავიწამდე, შემდეგ კოვზი შეაბრუნეთ და ლავიწის მთელი ხაზის გასწვრივ. მსგავსი მოქმედება მეორე მხარეს გაიმეორეთ.
7. კოვზი მარლაში გაახვიეთ და რეზინით დააფიქსირეთ. შემდეგ მარლა სახის ლოსიონით გაჟღინთეთ და კოვზი კანზე დარტმები შეასრულეთ: ცხვირის კუთხიდან დაიწყეთ, შემდეგ ლოყებისა და ყურის მხარეს გადადით. ვარჯიში გაიმეორეთ.
8. ძალიან პატარა ზომის კოვზი აიღეთ, თვალის შიდა კუთხე ოდნავ გაწელეთ და ქვედა ქუთუთოდან საფეთქლების მიმართულებით მსუბუქი დარტყმის მოძრაობა შეასრულეთ. ვარჯიში ზედა ქუთუთოზე გაიმეორეთ. ასეთი მასაჟი სახის ორივე მხარეს უნდა შეასრულოთ, წინასწარ კოვზი ცივი ჩაის ნახარში გააგრილეთ. ასეთი სახის ვარჯიშით შეშუპებას სწრაფად მოიშორებთ.
9. კოვზი სწორი კუთხით ცხვირის კუთხეში მოათავსეთ და ოდნავ დააკაკუნეთ. ასე კანის ჭარბი ცხიმის მოშორებას შეძლებთ.
სახის გადატვირთვა აუცილებელი არაა, ვარჯიშის კვირაში ერთხელ ჩატარება საკმარისია.