Connect with us

თავის მოვლა

10 რჩევა ბებოსგან, რომელიც მზეთუნახავად გაქცევთ

ლამაზი გარეგნობა – ყოველთვის ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების კანში შეზელის შედეგი არ არის. არაჩვეულებრივი გარეგნობა მოწიფულ ასაკში – ეს უფრო საკუთარი ცხოვრების წესისა და ჩვევების შედეგია. ბებოს ძველი რვეულები ზოგჯერ ძალიან საინტერესო ინფორმაციას ინახავენ. აჯობებს იმ რჩევებს მისდიოთ რომლებიც ლამაზმანების რამდენიმე თაობით არის გამოცდილი.

ბებოს სილამაზის რეცეფტები

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის და ნაწლავის გაწმენდისთვის, ყოველ დილას, უზმოზე 1 სუფრის კოვზი სელის თესლი მიირთვით, კარგად დაღეჭეთ და წყალი მიაყოლეთ. საჭმლის მონელების ორგანოების სწორი მოქმედება თქვენს სახის კანზეც მალევე გამოჩნდება: გაქრება შეშუპებები, სიწითლე და გაუმჯობესდება მისი ფერი.

მოხმარების გაიოლებისთვის, შეგიძლიათ თესლი ყავის საფქვავში დაფქვათ. სელს ძლიერი ნაღველმდენი თვისება აქვს, ამიტომ, თუ ნაღველში კენჭები გაქვთ – ფრთხილად გამოიყენეთ.

2. სხეულის მასის ნორმაში შესანარჩუნებლად 150 გრამი მოხარშული ჭარხალი გამოიყენეთ. ჭარხლის ბეტაინი, რომელიც ცხელი გადამუშავებისას არ ნადგურდება – ცხიმების ცვლას არეგულირებს. გარდა ამისა, ჭარხალი ძალიან სასარგებლოა სისხლის გაწმენდვისთვის.

3. ყოველდღე მიირთვით 1 მუჭა ნებისმიერი სახის ნიგოზი. თვის შემდეგ შედეგს სახეზე დაინახავთ, პირდაპირი მნიშვნელობით! უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ყველა სახის თხილსა და კაკალში დიდი რაოდენობით შედის, კარგად მოქმედებენ თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობაზე. ასევე ამცირებს პრემენსტრუალურ სინდრომს.

4. აფთიაქში Е ვიტამინი და გლიცერინის ფლაკონი შეიძინეთ. მოამზადეთ ნაზავი 30 მილიგრამი გლიცერინითა და 10 კაპსულა Е ვიტამინის შიგთავსისგან. ეს ნაზავი ღამით გამოიყენეთ, დაძინებამდე 2 საათით ადრე სუფთა კანზე წაისვით. ზედმეტი ქაღალდის ხელსახოცით მოიწმინდეთ.

5. ნიღაბი მდოგვის მშრალი ფხვნილისგან – სულ რაღაც 1 თვეში იმდენად შეცვლის თქვენს თმას, რომ ვეღარც კი იცნობთ! აურიეთ 2 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთთან, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი და 2 ჩაის კოვზი თბილი წყალი. კარგად ურიეთ სანამ სქელი არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ. ნარევი სველ თმაზე დაიდეთ, ბანაობამდე 15 წუთით ადრე.

ეს ნიღაბი თმის ცვენის პროფილაქტიკისთვის, მისის სიგრძისა და მოცულობის ზრდისთვის, მათთვის მბზინვარებისა და აბრეშუმისებრი ეფექტის მიცემისთვის გამოიყენეთ. მდოგვა შეიძლება კანის წვა გამოიწვიოს. თუ მოთმენას შეძლებთ – ნიღაბი 15 წუთი გაიჩერეთ, მაგრამ თუ წვა გაუსაძლისი იქნება აჯობებს ჩამოიბანოთ.

6. თავის ყოველი დაბანის შემდეგ, თმაზე ვაშლის ძმრის ნარევი გადაივლეთ – 1 ლიტრ წყალში 1 სუფრის კოვზი ძმარი გააზავეთ. ასეთ ეფექტს ვერცერთი ნაყიდი კონდიციონერი ან ბალზამი ვერ მოგცემთ.

7. იმისთვის, რომ ფეხის გაუხეშებული კანი დავარბილოთ, ყოველ საღამოს ფეხებზე კარაქისა და რამდენიმე წვეთი ლაბანდის ან პიტნის ზეთის ნაზავი შეიზილეთ. ჩაიცვით ბამბის წინდები და დასაძინებლად გაემართეთ.

8. წამწამების სილამაზეზე აბუსალათინის ზეთი იზრუნებს. წესად აქციეთ, ყოველ ღამე, დაძინებამდე მისი წამწმებზე წასმა. კომფორტისთვის შეგიძლიათ, ტუშის ძველი ფლაკონი გამოიყენოთ, თუმცა მისი წინასწარ გარეცხვა არ დაგავიწყდეთ.

9. კანის გაახალგაზრდავებაში და ცელულიტთან ბრძოლაში მარილის სკრაბი დაგეხმარებათ. მოამზადეთ ის შხაპის ან აბაზანის მიღებამდე: აურიეთ ქვა-მარილი და არაჟანი თანაბარი პროპორციით. წყლის პროცედურების შემდეგ სკრაბი მთელს ტანზე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

10. აუცილებლად შეიძინეთ სილამაზის ისეთი მნიშვნელოვანი და ფასეული პროდუქტი როგორიცაა ამარანტის ზეთი (ჯიჯლაყა, იყიდება აფთიაქებში), ის დიდი რაოდენობით სკვალენს შეიცავს (ის ადამიანის ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ მდგრადობას ამაღლებს, სისხლს ასუფთავებს ტოქსინებისგან, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი). კანის მიერ თითქმის 100%-ით შეიწოვება, ეს სასწაულმოქმედი საშუალება ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს, აახალგაზრდავებს და ჭიმავს სახისა და ტანის კანს. ზეთის ფასი იკბინება, მაგრამ შედეგი გამაოგნებელი აქვს!!!!

ამ რჩევებს რეგულარულად მისდიეთ და ისინი თქვენს არაჩვეულებრივი გარეგნობას მრავალი წლის მანძილზე შეგინარჩუნებენ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.