Connect with us

ჯანმრთელობა

10 პროდუქტი, რომლის ჭამის რეკომენდაციას კარდიოლოგები არასდროს მოგცემენ

ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია. თქვენ უნდა გამორიცხოთ ის, რაც ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

გულისთვის ზოგიერთი პროდუქტი საზიანოა, რომლითაც ადამიანები დრო და დრო საკუთარ თავს „ანებივრებენ“. თუ მათზე ბოლომდე უარის თქმას ვერ ახერხებთ, მათი მიღების მინიმუმამდე დაყვანა მაინც სცადეთ.

აი, რამდენიმე სახიფათო პროდუქტი:

1. კარტოფილი ფრი

100 გრ კარტოფილი ფრი დაახლოებით 8 გრ ტრანს ცხიმებს შეიცავს. ეს ნივთიერება ნატურალური წარმოშობის არაა. ტრანს ცხიმები მარგარინის და მცენარეული ზეთის მრავალჯერადი გამოყენების დროს წარმოიქმნება.

ტრანს ცხიმები სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდიან, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკს ზრდის.

2. წითელი და გადამუშავებული ხორცი

სტეიკის, ფარშისა და ბეკონის დიდი რაოდენობით მიღება გულისთვის საზიანოა. წითელ ხორცში შემავალი ამინომჟავა, კარნიტინი საჭმლის მომნელებელი სისტემის ბაქტერიების მიერ შთაინთქმება.

ეს მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, შედეგად კი ქოლესტერინის დონე და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი იზრდება.

3. შემწვარი პროდუქტები

მაღალ ტემპერატურაზე კერძების მომზადება დიდი რაოდენობით ტრანს ცხიმების წარმოებას იწვევს. ასეთი პროდუქტების მიღება გულის პრობლემების განვითარების ალბათობას ზრდის.

იმ ქვეყნებში, სადაც შემწვარ ხორცს მიირთმევენ, ასეთი დაავადებები ნამდვილად უფრო ხშირად გვხვდება. ჩინეთში, სადაც ხორცს უფრო ხშირად ხარშავენ ან თუშავენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადება უფრო იშვიათად გვხდება.

4. დიეტური კოკა-კოლა

დიეტური კოკა-კოლა ჩვეულებრივი შაქრის ნაცვლად დამატკბობელს, ასპარტამს შეიცავს. ის შაქარზე 150-200-ჯერ უფრო ტკბილია.

ეს ძალიან სახიფათო ნივთიერებაა, რომელიც კრუნჩხვებს, გულის შეტევას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს იწვევს. დიეტური სოდიანი სასმელი 69 წლის ასაკის მქონე ადამიანებში ინფარქტის და ინსულტის რისკს 43%-ით ზრდის.

5. პიცა

მხოლოდ ერთი ნაჭერი პიცა 10 გრ ცხიმს შეიცავს, ამათგან 4,4 გრ გაჯერებული ცხიმებია. სცადეთ, ერთზე მეტი ნაჭერი არ ჭამოთ და პეპერონის ნაცვლად ბოსტნეულის პიცა შეუკვეთოთ.

6. თეთრი პური

ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების მიღება, როგორიცაა თეთრი პური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

მაღალი გლიკემიური ინდექსი სისხლში შაქრის დონეს სწრაფად ზრდის და ამ მიზეზით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პროდუქტების მიღება გულის შეტევის სიხშირეს და სიკვდილს იწვევს.

7. სიმინდის ფანტელები

თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ გულს ნახშირწყლები და ხორცი არ უყვარს. სიმინდის ფანტელები სწრაფი ნახშირწყლებია. შაქრის მაღალი შემცველობის გამო ასეთი საუზმის შემდეგ ორგანიზმში ინსულინის დონე იზრდება.

როგორც უკვე მიხვდით, ასეთი პროდუქტების მოხმარება გულის შეტევის სიხშირეს და სიკვდილიანობას ზრდის.

8. მარილი

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მარილი თეთრი შხამია. საქმე იმაშია, რომ მარილის ჭარბი მოხმარებით სისხლძარღვები სწრაფად ნადგურდება და იჭედება.

სწორედ ამიტომ, მარილის დღიური ნორმა 5 გრ-ს შეადგენს, რაც 1 ჩაის კოვზს უდრის. ადამიანებს, რომლებიც ამ ნორმას აჭარბებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მაღალი რისკი აქვთ.

9. სწრაფი მომზადების ლაფშა

ლაფშა, როგორც სხვა გადამუშავებული პროდუქტი დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.

ადამიანები, რომლებიც ლაფშას კვირაში 2-3-ჯერ მოიხმარენ, კარდიომეტაბოლური სინდრომის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, რომელიც თავის მხრივ გულის, დიაბეტის და ინსულტის დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

10. ენერგეტიკული სასმელები

100 მლ სასმელი 30 მგ კოფეინს შეიცავს. სტანდარტული ქილა 300 მლ ენერგეტიკულ სასმელს შეიცავს, ანუ ჩვენ 90 გრ კოფეინს (ან 3-4 ჭიქა ესპრესო) ვიღებთ.

ეს საკმაოდ დიდი დოზაა, რომელმაც შეიძლება ტახიკარდია გამოიწვიოს. აი, ასეთი გავლენა აქვს ენერგეტიკულ სასმელებს გულზე.

ექსპერტების რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ! ჯანმრთელობას გაუფრთხილდით! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.