ჯანმრთელობა
10 პროდუქტი, რომლებიც წნევის კლებას უწყობს ხელს
თუ თქვენი წნევა რეგულარულად 140/100 მაჩვენებელს აღწევს ან აჭარბებს, ესეიგი დროა ექიმს მიმართოთ. ჰიპერტონია – სერიოზული რისკ-ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს და მისი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოთ. ჩვენს სტატიაში იმ 10 პროდუქტის შესახებ წაიკითხავთ, რომლებიც წნევას სწრაბად დაწევენ რამდენიმე ნიშნულით.
გამომცხვარი კარტოფილი
კარტოფილი მაგნიუმითა და კალიუმით არის მდიდარი – ეს ორი მიკროელემენტი ჰიპერტონიის თერაპიაში მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენენ. კალიუმით მდიდარი დიეტა ორგანიზმს ზედმეტი ნატრიუმის გამოდევნაში ეხმარება. მაგნიუმი კი ჯანმრთელ სისხლის-მიმოქცევას უწყობს ხელს.
რძე და რძის პროდუქტები
1 ჭიქა რძე წნევას 3-10%-ით დაბლა სწევს კალცისა და D ვიტამინის ხარჯზე, რომელსც რძის პროდუქტები უხვად შეიცავენ. რძისა და რძის პროდუქტების რეგულარული გამოყეება გულის დაავადებების განვიტარების რისკს 15%-ით დაბლა წევენ. გარდა ამისა მისი მუდმივი გამოყენება კალციუმის შემადგენლობასაც მაღლა წევს, კვლევების მიხედვით კი ამ მიკროელემენტის უკარისობა ჰიპერტონიის განვითარების რისკებს ზრდის.
კვერცხი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ითვლებოდა, რომ კვერცხის გამოყენება გულისთვის საზიანოა, თუმცა უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხის ცილა კაპტოპრილის მსგავსად მოქმედებს ორგანიზმზე და წნევის შემცირებას უწყობს ხელს.
ბროკოლი
ამ სასარგებლო ბოსტნეულში ბევრი მაგნიუმი, კალცი და კალიუმი შედის – ეს მინერალები წნევის დაწევას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, კვლევებმა დაადასტურეს, რომ რაციონი სადაც ბევრი ბროკოლი შედის – ინსულტის, გულ-სისხლძრღვთა დაავდებებისა და ჰიპერტონიის რისკს საგრძნობლად ამცირებს. ბროკოლის წანაზარდებში ისეთი შენართებია რომლებიც არტერიის დაზიანებებს ამცირებენ და ჰიპერტონიაც მცირდება.
ჭარხლის წვენი
დღეში 1 ჭიქა ჭარხლის წვენი სისხლის წნევას 10 პუნქტით ამცირებს – ეს მონაცემები კვლევამ აჩვენა, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა. ასეთი ეფექტი ნიტატის ხარჯზე მიიღწევა რომელის აზოტის ოქსიდად ქცევა, ეს გაზი კი სისხლძარღვებს აფართოვებს და სისხლის მიმოქცევას ეხმარება.
ბანანი
ეს ხილი ჩემპიონია კალიუმის შემადგენლობის მიხედვით: ერთ ბანანში დაახლოებით 420 მილიგრამი ანუ დღიური ნორმის 11% კალიუმი შედის. კალიუმის მნიშვნელობაზე კი უკვე ვისაუბრეთ.
შავი შოკოლადი
ყველაზე გემრიელი წამალი – შოკოლადში კაკაო დიდი რადენობით შედის, ამ გემრიელობაში ბევრი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ფლავანოლი შედის რომლებიც სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს ხდიან.
თეთრი ლობიო
კიდევ ერთი პროდუქტი რომელშიც ბევრი კალიუმი, მაგნიუმი და კალცი შედის – მნიშვნელოვანი მიკროელემენტები რომლებიც წნევის ნორმალიზებას უწყობენ ხელს. 1 პორცია ლობიო კალციუმის ყოველდღიური ნორმის 13%-ს, მაგნიუმის 30%-ს და კალიუმის 24%-ს შეიცავს.
ბროწეული
ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი – 3 სამი კვირის მანძილზე – სისხლის წნევას დაბლა დაწევს. ეცადეთ დღე ამ სასმელით დაიწყოთ და ჰიპერტონია ვეღარ დაგეწევათ!
შვრიის ფაფა
შვრიის ფაფა საუზმეზე – იდეალური ვარიანტია ყველასთვის ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მათ შორის სისხლის წნევის რეგულირებისთვისაც. ბოჭკო რომელსაც ეს საკვები შეიცავს წნევის რეგულირებას უწყობს ხელს და სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გულის და სისხლძარღების ჯანმრთელობისთვის.