Connect with us

ჯანმრთელობა

10 ნიშანი იმისა, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გაწუხებთ

ცხოვრება საკმაოდ რთული რამ არის, ჩვენს სხეულს თანდათან უფრო უჭირს საკუთარი თავის აღდგენა, ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ, რომლებსაც ბავშვების გაჩენის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ეწყებათ.

ბევრი დედის ჯანმრთელობა ნორმაში ბავშვების გაჩენისა და გაზრდის შემდეგაც არ მოდის, აქ მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემები არ იგულისხმება, საქმე დაღლილობას, საკვების მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სახსრების ტკივილს, ლიბიდოს დაკარგვას, უძილობასა და დეპრესიასაც ეხება.

ასეთ შემთვევაში ექიმთან მივრბივართ, ისინი დიაგნოზს ვერ სვამენ და გვირჩევენ დავკავდეთ სპორტით, ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე, ხშირად გავანიავოთ ოთახი, ვიკვებოთ სწორად და ა.შ.

ზოგი შველას დიეტოლოგთან სტუმრობის შემდეგ პოულობს, საკვები დღიურის წარმოებისა და სისხლის ანალიზების მთელი რიგის შემდეგ.

ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ამ ყველაფერს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იწვევს. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროსნაწლავის ლორწოვანი გარსი ზიანდება და საკვები ნარცენები ნაწლავის კედლიდან სისხლში აღწევენ შედეგა ავტოიმუნურ პასუხს ვიღებთ ალერგიებისა და ანთებითი რეაქციების სახით:

  • თავის ტკივილი
  • ნაწლავის დარღვევები
  • ეგზემა
  • ქრონიკული დაღლილობა
  • საკვები ალერგია
  • რევმატოიდური ართრიტი და ბევრი სხვა პრობლემა.

სია კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. დარღვეული ლორწოვანი გარსის გამო საკვები სათანადოდ ვერ გადამუშავდება და ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებს ვერ იღებს. ამ ყველაფერმა კი შეიძლება ჰორმონალურ დისბალანსამდე და იმუნიტეტის დასუსტებამდე მიგვიყვანოს.

რას მივყავართ ამ მდგომარეობამდე?!

ეს ყველაფერი არასწორი დიეტებისა და ცხოვრების წესის შედეგია. ორგანიზმი სხვადასხვა ალერგიულ პროდუქტს (ეს პროდუქტი ყველასთვის სხვადასხვაა) ისე რებს როგორც პათოგენებს, საშიშ “დამპყრობლებს” და საჭიროდ თვლის მათთან ბრძოლას. ჩვენ ჩვეულებრივ საკვებს ვჭამთ, ორგანიზმი კი მას ვერ აღიქვამს და ანტისეხეულებს გამოიმუშავებს მის “წინააღმდეგ”, ეს კი თავის მხრივ დიდი იმუნურ პასუხს იწვევს.

ხშირ შემთხვევაში შედეგი სწრაფი რეაქციაა – დიარეის, თავის ტკივილის, დაღლილობისა და სახსრების ტკივილის სახით. თუმცა დაგროვებითი ნეგატიური ეფექტებიც არსებობს.

ნაწლავის კედლების დაზიანება შეიძლება ანტიბიოტიკების, სტერიდების, გამაყუჩებლების და სხვადასხვა წამლების მიღებითაც მოხდეს. ისინი აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვან გარსს და აზიანებენ დამცავ ფენებს. ამ გაღიზიანებამ შეიძლება ანთებითი პროცესის ციკლი დაიწყოს და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომამდე მიგვიყვანოს.

10 ნიშიანი იმისა, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გაქვთ:

1. ქრონიკული დიარეა, შეკრულობა, გაზები ან შებერილი მუცელი
2. საკვები ნივთიერებების უკმარისობა და სისხლის ანალიზში ვიტამინების უკმარისობა
3. იმუნური სისტემის სისუსტე
4. თავის ტკივილები, არეული გონება, გულმავიწყობა
5. ზედმეტი დაღლილობა
6. კანის ანტება და პრობლემები, როგორიცაა აკნე ან ეგზემა
7. ლტოლვა შაქრისა და ნახშირწყლების მიმართ
8. ართრიტი ან სახსრების ტკივილი
9.დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი
10. ავტოიმუნური დაავადებები (რევმატული ართრიტი, კრონის დაავდება, ცელიაკაი და ა.შ.)

იკურნება თუ არა ეს დაავდება და როგორ

დიახ, ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია! ეს საკმაოდ ხანგრძლივი და არც ისე იოლი პროცესია. თუ კვების რეჟიმს შეცვლით და მოარიდებთ პროდუქტებს რომლებსაც ის სახიფათოდ აღიქვამთ, ნაწლავის ლორწოვანი გარსი ნელ-ნელა აღდგება. შესაბამისად სიმპტომებიც დაიწყებს გაქრობას. თავიდან აჯობებს რეაქციის გამომწვევი პროდუქტები ამოიღოთ – სოიო, შაქარი, კოფეინი და ალკოჰოლი. შედეგის დასანახად მინიმუმ 6 კვირა დაგჭირდებათ ლოდინი. თუ ამის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ, ძილი გაგიუმჯობესდებათ და კუჭის მოქმედებაც გაუმჯობესდება ესეიგი სწორ გზას ადგახართ!

თუმცა გამღიზიანებლების გამორიცხვა ერთადერთი ნაბიჯი არ არის ამ პრობლემასთან ბრძოლაში.

აუცილებელია რაციონში სასარგებლო ცხიმების ჩართვა:

  • თევზის ცხიმიანი სახეობები
  • ზეითუნის ზეთი
  • ავოკადო
  • სელის თესლი ან ზეთი
  • ომეგა 3-ის ნებისმიერი წყარო
  • უნდა ეცადოთ ნაწლავი პრობიოტიკებით უზრუნველყოთ. გარდა ამისა ნაწლავის ლორწოვანი გარსის აღწევაში L-გლუტამინიც დაგეხმარებათ.

თუმცა სანამ საკვებ დანამატებს გამოიყენებთ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია კარგ დიეტოლოგთან და გასტროენტეროლოგთან.

მაღალია ამ შეზღუდვების გათვალისწინება იოლი არ არი, თუმცა კარგი თვითშეგრძნებისა და ჯანმრთელობისთვის ნამდვილად ღირს ამ პატარა მსხვერპლის გაღება!