Connect with us

ჯანმრთელობა

10 მითი მკერდის სიმსივნის შესახებ: ანტიპერსპირანტი, მჭიდრო ბიუსჰალტერი, მასტოპათია და მკერდის სრული მოშორება

რა გავლენას ახდენენ ანტიპერსპირანტები და მჭიდრო ბიუსჰალტერები მკერდის სიმსივნის გაჩენაზე? მართალია რომ რაც უფრო დიდია მკერდია, სიმსივნით დაავადების რისკი მით უფრო მაღალია? სიმსივნის დროს მისი მოჭრა ყოველთვის აუცილებელია? დაავადების გავრცელების მიუხედავად მკერდის სიმსივნის შესახებ მაინც ძალიან ცოტა რამ იციან და სტერეოტიპების დაჯერებას აგრძელებენ.

პაციენტთა დახმარების საერთაშორისო ცენტრი Bookimed, რომელთა სპეციალისტებს სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტირების და მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვთ, ამ დაავადებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებს ააშკარავებენ.

მკერდის სიმსივნე მხოლოდ ქალებს აქვთ

მიუხედავად იმისა, რომ კაცის მკერდი ისე განვითარებული არაა, როგორც ქალის, მკერდის სიმსივნე შეიძლება კაცსაც ჰქონდეს. ეს 100-ჯერ უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ქალებში.

რაც უფრო დიდია მკერდი, სიმსივნის ალბათობა მით უფრო მაღალია

მითი იმის შესახებ, რომ დიდი მკერდი უფრო მეტ ჯირკვლოვან ქსოვილს შეიცავს და ამიტომ სიმსივნით დაზიანების დიდი ალბათობა აქვს, უარყოფილია. მკერდის ზომის მიუხედავად შემოწმება რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ.

მკერდის სიმსივნე არ იკურნება

მედიცინის განვითარებასთან ერთად მკერდის სიმსივნე განაჩენს აღარ წარმოადგენს. უნდა გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა სრული გამოჯანმრთელების რისკს ზრდის – 0 და 1 სტადიაზე 100%-ით. უფრო გვიანდელ სტადიაზე მკერდის სიმსივნის განკურნება შესაძლოა თანამედროვე მეთოდების დახმარებით.

სიმსივნის დროს მკერდის მოჭრა აუცილებელია

საწყის სტადიაზე მხოლოდ სიმსივნის მოჭრა საკმარისია, ანუ ლუმპექტომიის და შემდეგ სხივური თერაპიის ჩატარება. მასტექტომიისგან განსხვავებით ასეთი მეთოდი ორგანოს შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მკერდის სრული მოკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა ერთი სიმსივნის ნაცვლად რამდენიმე გვხვდება ან კიბო ძალიან აგრესიულია. უფრო მეტიც, თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის დონე იმდენად მაღალ დონეზეა, რომ მკერდის მოკვეთის შემდეგ მისი აღდგენა შეიძლება!

მასტოპათია – სიმსივნის 1-ელი სტადია

ქალებს, რომელთაც ექიმები ამ სტერეოტიპს უნერგავენ, უნდა ახსოვდეთ: მასტოპათია სიმსივნე არაა, არამედ მკერდის პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განიკურნოს. მასტოპათიის არსებობა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის ალბათობას 3-5-ჯერ ზრდის, მაგრამ თავად სიმსივნეს არ წარმოადგენს.

სიმაგრე მკერდზე – ეს სიმსივნეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მკერდის სიმაგრის 80 % დადებით თვისებიანია. სწორედ ამიტომ, მკერდში კვანძის არსებობის შემთხვვაში პანიკაში არ ჩავარდეთ, განსაკუთრებით „კრიტიკული დღეების“ პერიოდში. თუ მენსტრუაციის დასრულებიდან 4-6 დღეში სიმაგრე არ გაქრა, ექიმს გამოკვლევისთვის მიმართეთ.

ანტისეპტიკური საშუალება მკერდის სიმსივნეს იწვევს

სამეცნიერო კვლევებმა ანტისეპტიკის გამოყენებასა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს შორის კავშირი ვერ იპოვეს. ოფლის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებები პარაბენებს არ შეიცავენ და ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას არ განაპირობებენ.

ბიუსჰალტერის ტარება სიმსივნეს იწვევს

მოსაზრება, რომ ბიუსჰალტერი ლიმფური კვანძების შევიწროების გამო სიმსივნეს იწვევს, მეცნიერულად დამტკიცებული არაა. თუმცა მოუხერხებელი ბიუსჰალტერის ტარება, რომელიც მკერდს აწვება, ქსოვილების დაზიანებას იწვევს, რაც შეიძლება მასტოპათიის განვითარების მიზეზი გახდეს.

45-50 წლამდე მკერდის სიმსივნეზე ნერვიულობა არ მჭირდება

მკერდის ჯანმრთელობას ნებისმიერ ასაკში ყურადღება უნდა მიაქციოთ, მით უმეტეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე „გაახალგაზრდავდა“: დაავადებულთა 15% 40 წლამდე ქალები არიან.

თუ ჩემს ოჯახში მკერდის სიმსივნის შემთხვევა არ ყოფილა, სიმსივნე მეც არ მექნება

თუ თქვენს ნათესავებს (თუნდაც მამის მხრიდან!) მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ეს დაავადების რისკს ნამდვილად ზრდის. თუმცა ციფრები ჯიუტია: ქალების 80%-ს, რომელთაც სიმსივნე აღმოუჩინეს, გენეტიკურ მიდრეკილება არ ჰქონდათ.

ექსპერტების რჩევები მკერდის სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით

  • წელიწადში ორჯერ მამოლოგს ეწვიეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება დროულად აღმოაჩინოთ. სწორი აპარატების დახმარებით მკერდის სიმსივნის დადგენას ნაადრევ სტადიაზე შეძლებთ.
  • მკერდის სიმსივნის სიმპტომების, მიზეზების და პროფილაქტიკის ცოდნით შეგიძლიათ თვითშემოწმება ჩაიტაროთ, რომლის წყალობით სიმსივნეზე ერთი ნაბიჯით წინ იქნებით.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.