ჯანმრთელობა
10 მიზეზი იმისა, თუ რატომაა აუცილებელი ბოლოკის მირთმევა სეზონზე
ბოლოკს შესანიშნავი კვებითი ღირებულებები გააჩნია; მის შემადგენლობაშია უამრავი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება. ბოლოკი მრავალი დაავადების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება.
1. შაქრიანი დიაბეტი
ბოლოკი შეუცვლელია ორივე ტიპის დიაბეტიკებისთვის – მას შეუძლია სისხლში შაქრის მაღალი დონის შემცირება და ფერმენტების გამომუშავების დარეგულირება.
2. ონკოლოგია
ბოლოკი პროფილაქტიკური საშუალებაა საჭმლის მონელების, კერძოდ, მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ. ანტიოქსიდანტებით სავსე ბოლოკი მხოლოდ სიმსივნის გაჩენას კი არ უშლის ხელს, არამედ ანელებს უკვე არსებულის ზრდა-განვითარებას.
3. ქოლესტერინი
ბოლოკი ხელს უწყობს ქოლესტერინის კოლტების განადგურებას, ქოლესტერინის დაშლას უფრო მარტივ ნაერთებად და ორგანიზმიდან მის გამოდევნას.
4. შეშუპება
ბოლოკი ძალიან ეფექტურია შეშუპების საწინააღმდეგოდ, რადგან ის შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა. ამასთან, ბოლოკის მოქმედება მსუბუქია, ორგანიზმიდან დევნის ჭარბ სითხეს, აჯერებს სისხლს კალიუმითა და ნატრიუმით და არ არღვევს ელექტროლიტურ ბალანსს.
5. გემოგლობინი
ბოლოკის მოხმარება სეზონზე ხელს უწყობს გემოგლობინის დონის მომატებას. მასში არსებული რკინა მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ. ამასთან, ბოლოკი მდიდარია C ვიტამინითაც, რომელიც აუცილებელია ამ პროცესისთვის.
6. კუჭი და ნაღვლის ბუშტი
ბოლოკის შემცველობაში არსებული მდოგვის ზეთი შეუცვლელია კუჭისა და ნაღვლის ბუშტისთვის. იგი ხელს უწყობს ნაღვლის უკეთეს გადინებას. ასევე, ასტიმულირებს იმ ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია საკვების გადამუშავებისა და ათვისებისთვის.
7. ყაბზობა
კიდევ ერთი დადებითი გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის – ბოლოკი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, გათავისუფლებთ ყაბზობისგან და წმენდს ნაწლავებს.
8. იმუნიტეტი
ბოლოკი შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, რის ხარჯზეც ეს ბოლქვები აღადგენს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის დამცავ სისტემას ინფექციებთან ბრძოლაში. ძალიან აქტუალურია სწორედ გაზაფხულის სეზონზე, როცა ორგანიზმი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ დასუსტებულია.
9. ხველა
ბოლოკი გვეხმარება ხველასთან და გაციებასთან ბრძოლაში. განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი ხველის დროს.
10. კანი
ბოლოკის მოხმარება ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მის გაწმენდას, ანთების ჩაცხრობას. სახის ფერიც კი უმჯობესდება ბოლოკის მოხმარებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!