ვიდეო
10 არა ჰოლივუდური ფილმი მათთვის, ვინც დაიღალა ბანალური სცენებით
ჩვენ გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც არ არის ჰოლივუდში გადაღებული და ვერ უწოდებთ მათ ბანალურს.
გატეხილი/Broken
დიდი ბრიტანეთი
ძალიან კეთილი და მხიარული გოგონა სახელად სტინკერი, მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრობს მამასთან, ლონდონის საკმაოდ დისფუნქციურ ზონაში. მისი მეზობლები ერთმანეთთან უსიამოვნო სიძულვილს განიცდიან და სტინკერს ამ გატეხილი ცხოვრების შეჩერება სურს. ფილმი საკმაოდ რეალისტურია და აქვს ძლიერი დასასრული.
ლანჩის ყუთი/Dabba
ინდოეთი
ყოველდღე, ქალბატონი ილა მის მეუღლეს, რომელიც მუდამ მუშაობს, უგზავნის ლანჩის ყუთს. მაგრამ ერთ დღეს, სადილი შეცდომით მიდის სხვა კაცთან, რომელთანაც ელა მიმოწერას იწყებს. ფილმი ლაკონიური, მაგრამ ამავე დროს ძალიან ექსპრესიულიასოცი. ეს ფილმი, ღარიბ ადამიანებზეა, რომლებიც ყოველთვის ბედნიერებისთვის იბრძვიან, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძნელია დღევანდელი ცხოვრება.
ლობსტერი/The Lobster
საბერძნეთი
სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.
გოლგოთა/Calvary
ირლანდია
ფილმი გვიყვება მამაო ჯეიმსის ისტორიას, რომელიც იბარებდა აღსარებებს იუმორის გრძნობით, ირონიით და პატიებით.
ინსტრუქციის გარეშე/No se aceptan devoluciones
მექსიკა
აკაპულკოელი პლეიბოის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც მას კარებთან ჩვილ ბავშვს მოუყვანენ და ეუბნებიან, რომ ეს მისი ქალიშვილია და ახლა მან უნდა მიხედოს.
ჟანგი და ძვალი/De rouille et d’os
საფრანგეთი
ალიმ თავის პატარა შვილს უნდა მოუაროს, რის გამოც ტოვებს ბელგიას და გადადის ანტიბიში დასთან და მის ოჯახთან. მისი ურთიერთბა ვეშაპებზე მონადირე სტეფანისთან, საშინელი შემთხვევის შემდეგ ნელნელა უფრო და უფრო ღრმავდება.
ჯულიეტა/Julieta
ესპანეთი
ეს ფილმი აშუქებს 30 წლიან მონაკვეთს ნოსტალგიური 1985 წლიდან , სადაც იმედი სუფევს 2015 წლამდე, სადაც ცხოვრება შეიცვალა, ქალი კი გაგიჟების ზღვარზეა.
რას ვაკეთებთ სიბნელეში/What We Do in the Shadows
ახალი ზელანდია
ვიაგოს, დიკონის და ვლადისლავის ცხოვრების ამბავი – სამი მეზობელი უკვდავი ვამპირი, რომელიც უბრალოდ ცდილობს გადარჩეს თანამედროვე სამყაროში, სადაც არსებობს სახლის ქირა, ღამის კლუბში ფეისკონტროლი, მომაკვდინებელი მზის შუქი და სხვა პრობლემები.
გადაკვეთა/The Crossing
ჩინეთი
1949 წელი, ჩინეთის რევოლუცია. სამი შეყვარებული წყვილი გადაწყვეტს ჩინეთიდან ტაივანში გაქცევას. არასოდეს ასეთი სახიფათო არ ყოფილა სიყვარული.
მოშორდი ჯაშუშო/Tinker Tailor Soldier Spy
დიდი ბრიტანეთი
ჯორჯ სმაილი მი6-ის ყოფილი აგენტია, უსამსახუროდ დარჩენილი ის ცდილობს ახალ ცხოვრებას მოერგოს,მაგრამ როდესაც გაიგებს, რომ მათ სამსახურში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად საიდუმლო აგენტია შეპარული იგი სამსახურს უბრუნდება.