Connect with us

სხვა

10 ხერხი iPhone-ის ფოტოკამერის გამოყენებით

ეს ხერხები არა მხოლოდ აიფონის, არამედ სხვა ტელეფონების მფლობელებსაც გამოადგებათ. სურათები მართლაც შესანიშნავი გამოვა!

თქვენს ტელეფონს ლამაზი ფოტოების გადაღება ამ მანიპულაციების გარეშეც შეუძლიათ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას სურს უნიკალური კადრების გადაღება! ახლობლების, გარემოსა და ბუნების გადაღებისას ჭეშმარიტ სიამოვნებას უნდა იღებდეთ!

როგორ გადავიღოთ ფოტოები ლამაზად

  • გამოჭერით მუყაო ან პლასტმასი ფიგურული ზედაპირით, ეს დაგეხმარებათ ღამის ქალაქის გასაოცარი ფოტო გადაიღოთ.

  • პანორამულ ფოტოში შეგიძლიათ ისეთი ფოტო გადაიღოთ სადაც ერთი მოდელი სხვადასხვა რაკურსში იქნება მოცემული! სწრაფად გადაადგილდით ფოტოგრაფის გარშემო, გაიყინეთ სხვადასხვა პოზაში და ფოტოც მზადაა, თქვენ კი კადრში რამდენჯერმე მოხვდებით.

  • ძველი ლაზერის მიმთითებლის ლინზა კამერაზე ისე მიამაგრეთ როგორც ფოტოშია ნაჩვენები, ის არაჩვეულებრივი მაკროფოტოს გადაღებაში დაგეხმარებათ.

  • თუ გადაღებისას, კამერას კაპრონის კოლგოტს გადააკრავთ, საკმაოდ საინტერესო ეფექტი გამოგივათ.

  • დააწვეთეთ კამერას პაწაწინა წვეთი, და შეძლებთ გასაოცარი მაკროფოტოები გადაიღოთ. წვეთი უნდა იყოს ძალიან პატარა – რათა კამერა არ დაზიანდეს!


  • ძალიან კარგი ფილტრია, ძალიან მზიან ამინდში გადასაღებად – მზის სათვალის ლინზა.

  • ძველი მაგიდის სანათის ფუძე შეიგიძლიათ აიფონის შტატივად გამოიყენოთ.

  • ძველი სათვალის ლინზა – გადიდების ეფექტითა და ქსოვილის ნაჭერი, აი რა გჭირდებათ “თევზის თავლის” სტილის ფოტოს შესაქმნელად.

  • ფერადი პლასტმასისი ფირისგან შეიძლება ობიექტივის ფერადი ფილტრების ნაკრების გაკეთება. მათი ჯიბით ტარება ძალიან იოლია.

  • Auto HDR – ეს ფუნქცია დაგეხმარებათ ძალიან მკვეთრი და ხარისხიანი ფოტოები გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ მისი ჩართვა.

შეიძლება უკვე იყენებდით აქ ჩამოთვლილ ზოგიერთ ხერხსა და ეშმაკობას, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.