Connect with us

ჯანმრთელობა

10 ძლიერმოქმედი პროდუქტი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მტერია

მიუხედავად ახალი სამედიცინო პრეპარატებისა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების გამოგონებისა და გამოყენებისა, მსოფლიოს მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებებით შეპყრობილი პაციენტების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც ძალიან სამწუხაროა. სიმსივნური წამონაზარდების გაჩენის მრავალი მიზეზი მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მაინც არასწორი კვება სახელდება.

“ერის ბედი დამოკიდებულია მათი კვების შესაძლებლობაზე” – ეს სიტყვები საკმაოდ ცნობილ ფრან კულინარს, ჟან ანტელმ ბრილია-სავარენს ეკუთვნის, რის შესახებაც ის საკუთარ წიგნში “გემოს ფიზიოლოგია”-ში წერდა. ამ მოსაზრებას იზიარებენ ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული უნივერსიტეტის სპეციალისტებიც.

მათი მტკიცებით, ჯანსაღი კვება – უძლიერესი იარაღია კიბოს პროფილაქტიკისთვის. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მოგითრობთ იმ საკვები პროდუქტების შესახებ, რომელთაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

პროდუქტები ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის

1. ბოსტნეული

ჩინური კომბოსტო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი და ფოთლოვანი კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, კოლრაბი – ბოსტნეულის სახეობები კიბოს პროფლაქტიკისთვის. ჩამოთვლილი პროდუქტები მდიდარია კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებით, იზოტიოციანატები.

განსაკუთრებით სასარგებლოა ბრიუსელის კომბოსტო და ბროკოლი. დანიაში, დიდ ბრიტანეთში და ფინეთში ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ბროკოლის მირთმევა (დღეში საშუალოდ 100 გრამი) საკმარისია პროსტატისა და ფილტვის კიბოს თავიდან ასარიდებლად.

2. ზეითუნის ზეთი

ჯანსაღი ცხიმები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ეს ზეთი, თავიდან გვარიდებს მსხვილი ნაწლავის კიბოს. ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებისთვის, იცავს არტერიებს და უნარჩუნებს მათ მოქნილობას.

3. ტყის კენკრა

მოცვის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. მასში, ისევე როგორც ჟოლოში, მაღალია ელაგინის მჟვის შემცველობა, რომელიც თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

გარდა ამისა, ჟოლო, წითელი მოცხარი და მაყვალი მდიდარია ანტოციანით – პიგმენტი, რომელიც ანიჭებს მათ მუქ შეფერილობას და გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

4. თხილეული

დამტკიცებულია, რომ მწეველები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ თხილეულს, ფილტვის კიბოს განვითარების შედარებით დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებია. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, რეგულარულად ნიგვზის, თხილისა და ნუშის მირთმევით შესაძლებელია კიბოს პრევენცია. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტება დაადასტურა თხილეულის ეფექტურობა პროსტატის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

5. ოსპი და ბარდა

ოსპი და ბარდის მარცვლები მდიდარია უჯრედისით, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. განსაკუთრებით ეფექტური ეს ორი პროდუქტი მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვისაა.

6. სელის თესლი

მოცემული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოესტროგენს. ეს ნივთიერება არეგულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, რომელთა მოჭარბებული დონე შეიძლება იქცეს კიბოს გამომწვევ მიზეზად, და გვიცავს მათი მავნე ზეგავლენისგან.

7. პომიდორი

პომიდვრის კიბოს საწინააღმდეგო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი განსაკუთრებული პიგმენტით, რომელსაც წითელი წიწაკაც შეიცავს. კვლევების თანახმად, ყოველდღიურად პომიდვრის წვენის მიღებით კიბოს განვითარების რისკის შემცირება 20%-ით არის შესაძლებელი.

8. მწვანე ჩაი

მის შემადგენლობაში ჭარბად შედის ანტიოქსიდანტები და ფლავანოიდები, რომელთაც სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. მოცემული ნივთიერებები ეფექტურად გვიცავს მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის, სარძევე ჯირკვლებისა და კიბოს განვითარებისგან.

9. ნიორი და ხახვი

ორივე ბოსტნეული შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ალიცინს – ნივთიერება, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. რეკომენდებულია რეგულარულად ნივრისა და ხახვის მიღება ნედლი სახით, რათა საგრძნობლად შევამციროთ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი.

10. მანდარინი და ფორთოხალი

გასაოცარია ის ფაქტი, რომ ციტრუსების კანი შეიცავს გაცილებით დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ვიდრე მათი წვენი ან რბილობი. რეგულარულად მათი მიღებით შესაძლებელია თავის დაცვა უჯრედების მუტაციისგან და ორგანიზმში ახალწარმონაქმნების გაჩენისგან. არაერთი ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით, რეგულარულად შავ ჩაისთან ერთად მანდარინისა და ფორთოხლის გამხმარი კანის მირთმევა კანის კიბოს განვითარების რისკს დაახლოებით 70%-ით ამცირებს.

საქმე იმაშია, რომ მოცემული პროდუქტები შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით სალვესტროლს – ნივთიერება, რომელსაც ციტრუსები თავად გამოიმუშავებენ საკუთარი თავის ვირუსებისგან, სოკოსგან და ბაქტერიებისგან დასაცავად.

აუცილებლად გაამდიდრეთ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი ამ პროდუქტებით, რათა შეინარჩოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა მრავალი წლით. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვისაც სოციალურ ქსელებში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!