Connect with us

მოდა და სტილი

10 ყველაზე მოდური ვარცხნილობა

მოკლე ვარცხნილობები კვლავ მოდაში რჩება, თუმცა გრძელი თმის მოყვარულებსაც აქვთ საშუალება – რამდენიმე საინტერესო ვარცხნილობა შეარჩიონ.

კარე

კარე – შარშანდელი მთავარი ტრენდი. ასეთი ვარცხნილობის სხვადასხვა ვარიანტები შეგიძლიათ მოიხდინოთ, როგორც შუბლზე შეჭრილი მოკლე ან გრძელი თმით ასევე მის გარეშეც. მოცულობის მისარებად ტალღების გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს.

პიქსი

კიდევ ერთი ძალიან აქტუალური ვარიანტი რომელიც გულისა და ოვალური ფორმის სახის მქონეთათვის არაჩვეულებრივ არჩევანს წარმოადგენს. შეიძლება იფიქროთ, რომ მოკლე ვარცხნილობა ქალურ მომხიბლავობას ამცირებს, მაგრამ, პირიქით! ეს ვარცხნილობა უფრო ქალურს გაგხდით და გაგაახალგაზრდავებთ.

ბობი

ეს ვარცხნილობა პოპულარობას არა თუ კარგავს, არამედ უფროდ ა უფრო იხვეჭს მას. გეომეტრია ვარცხნილობაში – ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ის მინიატურული, სახის სწორი ნაკვთების მქონე გოგონებს მოუხდებათ.

კლასიკური ბობი

გამოწეული სახის მქონე ადამიანებმა ისეთი ვარცხნილობები უნდა შეარჩიონ რომლებიც ვიზუალურად შემატებენ სიგანეს. ნიკაპამდე სიგრძის მქონე ბობიიდეალური ვარიანტია. თუ ვარცხნილობას ტალღებსაც დაუმატებთ სახე კიდევ უფრო ახალგაზრდა გამოჩნდება. მრგვალი სახის მქონეთათვის ეს ვარცხნილობა არც თუ ისე მომგებიანი იქნება.

რეტრო

60-იანი წლების რეტრო მოდა ბრუნდება და მოდაში “პაჟი” და “სესონი” შემოდის. ეს ორი ვარცხნილობა ძალიან გავს ერთმანეთს, თუმცა სესუნი ნახევარ წრედ იჭრება თმის მთლიან სიგრძეზე, პაჟს კი აუცილებლად სწორი კიდეები აქვს, მაგალითად შუბლზე სწორად შეჭრილი თმა.

ულტრამოკლე

ვისაც თამამაი გადაწყვეტილებების მირების ეშინია, აჯობებს ულტრა მოკლე ვარცხნილობები სცადონ. გახსოვდეთ, რომ თმა სწრაფად იზრდება და ვარცხნილობის განახლებაც ხშირად მოგიწევთ, ან… შეგიძლიათ ოდნავ გაიზარდოთ თმა და “პიქსიდ” გადააქციოთ.

შუბლზე შეჭრილი თმა

შუბლზე შეჭრილ თმაში მართლა არის რაღაც განსაკუთრებული. ის არაჩვეულებრივად ანახლებს ჩვენს სტილს, დაფარავს მაღალ შუბლს და უფრო გაგაახალგაზრდავებთ. ულტრა თანამედროვედ გამოიყურება შუბლზე სწორად შეჭრილი თმა. იმ შემთხვევაში თუ ვარცხნილობის რადიკალურ შეცვლას ვერ ბედავთ შეგიძლიათ ამ ვერსიით დაიწყოთ.

კასკადი

კასკადი კვლავ მოდაშია! ის მოცულობას მატებს, ამიტომ თხელი თმის მქონეთათვის ნამდვილი მისწრებაა. ეს საკმაოდ უნივერსალური ვარცნილობაა რომელიც ყველა სიტუაციაში მისაღებია: როგორც ბიზნეს შეხვედრებზე ასევე სტუდენტურ წვეულებებზეც.

გრძელი, მრავალფენიანი ვარცხნილობები

გრძელი თმის მოყვარულებს ასეთ ვარცხნილობაზე შეუძლიათ ექპერიმენტის გაკეთება. ის ნებისმიერი ტიპის თმას უხდება და იოლად ეხამება სახი ფორმებს. ფენები ტქვენს თმას მოცულობას შეჰმატებს.