Connect with us

თავის მოვლა

10 უპატიებელი შეცდომა თმის მოვლასთან დაკავშირებით

დროდადრო ჩვენი თმა არც თუ ისე კარგად გამოიყურება და ეს სრულიად ნორმალურია. თუმცა თუ თმის ბზინვარების და სილამაზის დაბრუნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ, დროა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას აკეთებთ არასწორად.

თმა შეიძლება თქვენი თმის ტიპის მიხედვით არასწორად შერჩეული სავარცხლის გამოყენებამ ან ფენის ხშირად ხმარებამ დააზიანოს. ეს აშკარა ნიშნებია, მაგრამ თმაზე გრძელვადიანი ეფექტი აქვთ.

აი, რამდენიმე თმის მოვლასთან დაკავშირებული შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ.

შეცდომა № 1: თქვენ იყენებთ შამპუნს, რომელიც აგრესიული ქიმიკატებით სავსეა

შამპუნსა და კონდიციონერზე ეკონომიის გაკეთებას ცდილობთ? სულ ტყუილად. ბევრი იაფი თმის მოვლის საშუალება (და ზოგიერთი ძვირი ანალოგი) აგრესიული ქიმიური ნივთიერებებით სავსეა, რომლებმაც შეიძლება თმა დააზიანონ.

ყველა უცნაური სახელის ინგრედიენტი თქვენი თმისთვის საზიანო არაა, მაგრამ ზოგიერთთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. კერძოდ, სულფატებთან. ეს ქიმიური ნივთიერება თმის დაბანას კარგად უმკლავდება, მაგრამ იმდენად აგრესიულია, რომ ნატურალურ ზეთს ხშირად ჩამორეცხავს. ეძებთ ისეთი შამპუნი, რომელსაც აწერია „სულფატების გარეშე“ და სულფატურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მოერიდეთ.

შეცდომა № 2: თავს ძალიან ხშირად იბანთ

მაშინაც კი თუ საუკეთესო შამპუნს იყენებთ, თმის ძალიან ხშირად დაბანა უსიამოვნო შედეგებს იწვევს. საქმე იმაშია, რომ ადამიანების უმეტესობას თმის ყოველდღე დაბანა არ სჭირდება. ჭარბი დაბანა თავის კანიდან სასარგებლო ზეთებს აქრობს, კანს აშრობს და აღიზიანებს. შედეგად თმა დაღლილი და უსიცოცხლო ჩანს.

არ ვამბობთ, რომ ყოველდღიური შხაპის მიღება უნდა შეწყვიტოთ, უბრალოდ შამპუნი უფრო იშვიათად გამოიყენეთ. ყოველ მეორე დღეს დაბანა საკმარისია, რომ სუფთა და ჯანსაღი თმა შეინარჩუნოთ. დანარჩენ დღეებში თმას მტვერი, ნაგავი ან პროდუქტები თბილი წყლით მოაშორეთ.

თუ ბოლო დაბანიდან 1 ან 2 დღეში თქვენი თმა ცხიმიანია, მშრალი შამპუნი თანაბრად გადაანაწილეთ, რომ ცოტა ზეთი შეიწოვოთ და მოცულობა მიანიჭოთ. მშრალი შამპუნი ვარჯიშის შემდეგ თმის მოსავლელად შეუცვლელი საშუალებაა.

შეცდომა № 3: თავს საკმაოდ ხშირად არ იბანთ

თავის იშვიათი დაბანა ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, როგორც ხშირი დაბანა. დაუბანელი თავი საშინლად გამოიყურება და შეიძლება თავის კანის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. შამპუნში შემავალი სარეცხი ინგრედიენტები კანის ცხიმს, ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ ცვილის მსგავს ნივთიერებას, აქრობენ.

ჯანსაღ მდგომარეობაში კანის ცხიმი თმის ღეროებს იცავს და მის ბზინვარებას ხელს უწყობს. როცა კანის ცხიმი გროვდება, თმის ღეროები ერთმანეთს ეკვრის და ცხიმიანი ჩანს. კანის ცხიმი წყლით ცუდად ჩამოიბანება, ამიტომ თუ თავს დიდხანს არ დაიბანთ, მისი მოშორება გაგიჭირდებათ.

შეცდომა № 4: თმას შესაფერისი პირსახოცით არ იშრობთ

რას აკეთებთ შხაპიდან გამოსვლის შემდეგ? თავს ნებისმიერი პირსახოცით იშრობთ, შემდეგ კი თავზე იხვევთ. დიახ, ეს თქვენს თმას აზიანებს!

სველი თმა ბევრად უფრო მტვრევადია, ვიდრე მშრალი და მას ძალიან ნაზად უნდა მოეპყრათ. იმის ნაცვლად, რომ მოუჭიროთ და გაწუროთ, თმა რბილი ბამბის შემცველი ქსოვილით შეიმშრალეთ. სრულ გაშრობას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ თქვენი თმა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

პირსახოცი, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძველი ტერის პირსახოცი სველი თმის გასაშრობად არ გამოგადგებათ. გარდა ამისა, ქსოვილში ძაფის პატარა ხვეულები კაუჭის სახით მოქმედებს და თმას ანადგურებს. თმის საშრობად მიკროფიბრის ქსოვილის პირსახოცი შეარჩიეთ, რომელიც უფრო ნაზია და დაზიანება მინიმუმამდე დაჰყავს.

შეცდომა № 5: საშრობის ძალიან ცხელ რეჟიმს ხმარობთ და თმას არ იცავთ, როცა თმის დასახვევს ან დასასწორებელს იყენებთ

თმის გაშრობა გეჩქარებათ და ფენის ყველაზე ცხელ რეჟიმს რთავთ? რატომ? ამან თქვენი თმა შეიძლება დაწვას! კარგ ფენას სითბოს და სიძლიერის სხვადასხვა რეჟიმი აქვს. თმის გასაშრობად ყოველთვის ყველაზე დაბალი ტემპერატურა გამოიყენეთ. ამან შეიძლება უფრო მეტი დრო წაგართვათ, მაგრამ თმა უფრო გლუვი და ჯანსაღი იქნება.

თუ თერმოდამცველს არ გამოიყენებთ, თმა შეიძლება თმის სახვევის ან დასასწორებლის ნებისმიერი რეჟიმის სითბომ დააზიანოს. თმაზე ცხელი ინსტრუმენტების გამოყენებამდე თერმოდამცველი სპრეი წაისვით, განსაკუთრებით თმის ბოლოებში.

თერმოდამცველი სპრეის მთავარი მიზანია თმა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან დაიცვას. შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ, რადგან სპრეი თქვენს თმას დამატებით დაცვას ანიჭებს და მას უფრო გლუვს ხდის.

შეცდომა № 6: თქვენ თმას იჩეჩავთ

აფუებული თმა ყოველთვის ტრენდშია, მაგრამ ყველას ფუმფულა ხვეულები არ აქვს, ამიტომ ისინი აჩეჩვას მიმართავენ. მას ძირებიდან აკეთებენ და მოცულობის შთაბეჭდილებას ქმნიან. თმის რეგულარული აჩეცვა კანს აზიანებს და დაუცველს ხდის.

უფრო გონივრული იქნება, თუ თმის მოცულობისთვის სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებთ. თმის ძირებზე წაისვით, შემდეგ ფენით გაიშრეთ და ჩვეულებრივ დაივარცხნეთ, რომ საჭირო მოცულობა შექმნათ.

შეცდომა № 7: თმას ღამით არ იცავთ

როგორ გამოიყურება თქვენი თმა, როცა დილით ადრე დგებით?/ თუ ძალიან ჩახლართულია, ცალკეული თმის ღეროს დაკარგვის გარეშე მისი დავარცხნა გაგიჭირდებათ.

როგორც ძველი ტერის პირსახოცი, ჩვეულებრივი ბალიშის პირი თმის დასაცავად საუკეთესო ვარიანტი არაა. აბრეშუმის ბალიშისპირზე გადადით. ის თმას არ ეკვრის, როგორც ბამბა ან სინთეტიკური ქსოვილი, ამიტომ დილით გლუვი და ჩაუხლართავი თმით გაიღვიძებთ. ამასთან ბალიშზე თავის დადების დროს აბრეშუმი გრილ და სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ასევე შეგიძლიათ ღამის აბრეშუმის ქუდი შეიძინოთ.

შეცდომა № 8: თმას ძალიან უხეშად ივარცხნით

თმის ტრიქომა იმედს გვიცრუებს და მათ მოსაშორებლად თმას უხეშად ვივარცხნით, ამ პროცესში კი ბევრ თმას ვკარგავთ.

ცოტა მოთმინება იქონიეთ. თუ თმას ნაზად და აუჩქარებლად დაივარცხნით, დაზიანებას და ცვენას თავიდან აიცილებთ. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, ფართო კბილების მქონე სავარცხელია, რომელიც თმას დაზიანების გარეშე ვარცხნის.

შეცდომა № 9: თქვენ შრატის გამოყენება გავიწყდებათ

იცით თუ არა, რომ შრატი თქვენი თმისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახისთვის? ის თქვენს თმასა და თავის კანზე ნიღბის სახით მოქმედებს და სიმშრალეს და მიწეპებას ამცირებს.

თმის შრატი თმას ბზინვარებას ანიჭებს, რომლის მიღებაც სხვა პროდუქტებისგან გაგიჭირდებათ. მდგომარეობის გაუმჯობესებას მალევე შეამჩნევთ, როგორც კი ამ პროდუქტს თმის მოვლის პროცესში ჩართავთ.

შეცდომა № 10: თმას ძალიან მჭიდროდ იკრავთ

ვარცხნილობა „კუდი“ დაგეხმარებათ, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ იმის მიუხედავად ვარჯიში დაასრულეთ თუ გასაუბრებაზე გეჩქარებათ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ თმა შეიძლება დაზიანდეს.

ძალიან მაღალ ან ძალიან მჭიდროდ მოჭერილ ვარცხნილობას მოერიდეთ. კუდის დამჭერი გონივრულად აირჩიეთ. ჩვენ გირჩევთ, ძველი რეზინა გადააგდოთ (ის, რომელიც თმაში ყოველთვის იხლართება) და ამის ნაცვლად თმის რგოლების გამოიყენოთ.

შეცდომა № 11: ღრმა საშუალებებს არასდროს იყენებთ

ღრმა კონდიცირება არა მხოლოდ დაზიანებულ თმას აღადგენს, არამედ მათ მტვრევას აფერხებს და ღეროებს აძლიერებს.

შეცდომა № 12: თმას მზის სხივებისგან არ იცავთ

კაშკაშა მზეზე სახის დამცავი კრემის გარეშე არ გახვალთ, ასეა? მაშინ მზეზე გასვლის დროს თმას რატომ არ იცავთ? როგორც კანი, ასევე თმა მზის ულტრაიისფერი სხივებისგან ზიანდება. მათ სასარგებლო ზეთის გამოშრობა და თმის სამუდამოდ დაზიანება შეუძლიათ.

კონდიციონერი სპრეი ულტრაიისფერი სხივებისგან დამცველი ფუნქციით წაისვით, სანამ სუფთა ჰაერზე გასვლას გადაწყვეტთ ან თავის აქსესუარი გამოიყენეთ.

ახლა, თმას სწორად მოუვლით, ასე არ არის? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.