Connect with us

ჯანმრთელობა

10 საუკეთესო პროდუქტი ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის

ექიმები, ექიმბაშები და დიეტოლოგები ეთანხმებიან იმას, რომ გადამუშავებული საკვები პროდუქტი, ცხოვრების წესი და დაბინძურებული გარემო ნეგატიურად მოქმედებს ღვიძლის ჯანმრთელობაზე, რომელიც მთავარი პასუხისმგებელი ორგანოა ჩვენი ორგანიზმიდან ტოქსინების მოშორებაზე.

თუ ღვიძლი გადატვირთულია, ამან შეიძლება ორგანიზმის ქსოვილების ტოქსიფიკაცია გამოიწვიოს, რაც გზას უხსნის დაავადებებს. ღვიძლის გაწმენდა შეიძლება ბალახებითა და წამლებით, თუმცა, სწორი საკვების მოხმარება მაინც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

ეს მოკლე ინფორმაცია დაგეხმარებათ საუკეთესო, ნატურალური პროდუქტის შერჩევაში, ღვიძლის გასაწმენდად.

1. სტაფილო

A პროვიტამინის მაღალი დონე, ბეტა-კაროტინის ფორმით, სტაფილოს ღვიძლის ჯანმრთელობისთვის კარგ არჩევნად აქცევს. სტაფილო არეგულირებს ღვიძლის ფუნქციონირებას; წმენდს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს ტოქსინებისგან; ხელს უშლის სტაგნაციურ პროცესებს; აღადგენს ორგანოების ქსოვილებს; ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას; აუმჯობესებს ნაღვლის ცირკულაციას.

მართალია, ზოგიერთი საიტი სტაფილოს წვენის დიდი რაოდენობით მიღებას გირჩევთ, თუმცა, ბეტა-კაროტინის ჭარბი რაოდენობა ღვიძლისთვის საშიშიც კია.

2. ჭარხალი

ეს ბოსტნეული შეიცავს ფიტონუტრიენტ ბეტაინს, ბეტანინს, ბეტალაინსა და სხვას. ბეტაინი ხსნის ღვიძლში დაგროვილ ცილებსა და ცხიმოვან უჯრედებს, რასაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვა ფაქტორები იწვევს, ასევე, ასტიმულირებს ქოლინის სინთეზს, იგივე B4 ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლში ცხიმების გადამუშავებას და ზრდის მისი უჯრედების ცხოველქმედებას. თუმცა, მომზადებული ჭარხალი თერმულად არ უნდა დაამუშავოთ, რათა მისი სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოთ.

3. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი შეიცავს მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ღვიძლში ამცირებს ტრიგლიცერიდების დაგროვებას, ამცირებს ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზის რისკს.

4. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი ცნობილია, როგორც ღვიძლის გამწმენდი საშუალება. თუმცა, ამ საშუალების მოხმარებამდე მსხვილი ნაწლავი უნდა გაიწმინდოთ, რათა ორგანიზმში ტოქსინები არ შეკავდეს.

5. მწვანე ჩაი

ჩაი კატეხინების წყაროა. ესაა ანტიოქსიდანტის სხვა ფორმა, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის დაბალანსებულ ფუნქციას.

6. კურკუმა

ეს სანელებელი შეიცავს დიდი რაოდენობით კურკუმინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და, როგორც აღმოჩნდა, ამცირებს ანთებას, რომელიც მრავალ ქრონიკულ დაავადებასთანაა დაკავშირებული.

7. ყვავილოვანი ბოსტნეული

იზოტიოციანატების შემცველობა კომბოსტოსა და ბროკოლიში ხელს უწყობს მათ თვისებას, ებრძოლონ ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის, ციროზს. იგი, ასევე, შეიცავს იოდის საკმარის დოზას, რომელიც ფარისებრი ჯირკვლისთვისაა აუცილებელი.

8. ავოკადო

იაპონიაში ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა ვირთხებში ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების შემცირება, რაც ადამიანისთვისაც სასარგებლოს ნიშნავს. უფრო ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადო, თუ მას ბეტა-კაროტინის შემცველ პროდუქტთან ერთად მიირთმევთ, ეხმარება ღვიძლს პროვიტამინ A-ს ათვისებასა და მის ვიტამინ A-დ გარდაქმნაში. იგი, ასევე, იმ პროდუქტის სიის პირველი წევრია, რომლებიც პესტიციდებს მცირე რაოდენობით შეიცავს.

9. ნიორი

ნიორი მედიცინაში მრავალი ათასი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ – იგი წმენდს სისხლს, დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემასა და ღვიძლის დამცავ ფუნქციაზე.

10. ისპანახი

ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტაინს, მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებას, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და, შესაბამისად, ფასეული საშუალებაა ქრონიკული დაავადებების აღსაკვეთად.

ჩართეთ რაციონში ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი ყოველდღიურად და ეს თქვენს ღვიძლს დაეხმარება ჯანმრთელობისა და ფუნქციონირების შენარჩუნებაში.