საკითხავი
10 საუკეთესო აფირმაცია 2020 წლის გაზაფხულისთვის
ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე განწყობა 2020 წლის გაზაფხულზე აფირმაციაში დაგეხმარებათ. 10 საუკეთესო პოზიტიური დგომა ახალი სეზონის დასაწყისში განწყობას შეგიქმნით და თქვენს ცხოვრებაში შთაგონებას, სიხარულს და თავდაჯერებულობას მოიტანს.
მარტი საუკეთესო დროა იმის გასაცნობიერებლად, თუ რაზე უნდა დახარჯოთ თქვენი ძალების უმეტესი ნაწილი. თითოეულ ამ კითხვაზე პასუხს თავად გასცემთ. ზოგადი რეკომენდაცია იმაში მდგომარეობს, რომ გაზაფხულზე ხელი გრანდიოზულ მიზნებს მოკიდოთ. ამისთვის საკმარისი ძალა გექნებათ და გარემოება თქვენს მხარეს იქნება, თუ მარტის პირველ რიცხვებში საჭირო რელსებზე განეწყობით. გახსოვდეთ, რომ თითოეული ფიქრი, თითოეული მოქმედება და გრძნობა თქვენს წარმატებას განსაზღვრავს. ქვეცნობიერში დაფიქსირებული ნებისმიერი სურვილი ადრე თუ გვიან რეალობაში გამოიხატება.
1. მე ყოვლისშემძლე ვარ. რწმენა, რომ ყველაფერი შემიძლია – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შინაგანი რწმენაა. პრაქტიკის დასაწყისში, შესაძლოა, თავი ყოვლისშემძლე პიროვნებად არ მიიჩნიოთ, მაგრამ მუდმივი გამეორება ადრე თუ გვიან ამაში დარწმუნებას გაიძულებთ.
2. ენერგიით და ბედნიერებით სავსე ვარ. ბედნიერება შიგნით ჩნდება, ის გარე ფაქტორებით არ იქმნება. გირჩევთ, რომ ეს აფირმაცია დილით, გაღვიძებისთანავე თქვათ, რომ დღე სწორად დაიწყოთ და შესანიშნავი განწყობა შეიქმნათ.
3. მე ჩემი თავი მიყვარს. თუ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, ეს მის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება, წარმატებაში ხელს შეუშლის და ქვემოთ ჩაითრევს. გაზაფხული სიყვარულისთვის საუკეთესო დროა. თუ თქვენი ხასიათის რომელიმე ნაკლთან შეგუება გიჭირთ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ: სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს სიყვარულში გამოუტყდით, ეს რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ.
4. მე ლამაზი სხეული, ნათელი გონება და განსაკუთრებული შესაძლებლობები მაქვს. წარმატება თავდაჯერებულობით იწყება. თუ ეს არ გაქვთ, ნეგატივი მთელ თქვენს ცხოვრებაზე დომინირებას იწყებს. როცა ამ სამიდან ერთი მაინც დარღვეულია, მექანიზმი იშლება. მხოლოდ ადამიანი განსაზღვრავს საკუთარ თავს და თავდაჯერებულობას. თუ საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ ლამაზი, ჭკვიანი და უნიკალური ხართ, ეს ასეც იქნება.
5. მე ყველაფერი შემიძლია. ეს სწორედ ის დოგმაა, რომელიც ქვეცნობიერში უნდა დააფიქსიროთ. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ საკუთარ თავს და ძალებს უნდა ენდოთ.
6. ყველაფერი, რაც ხდება – უკეთესობისკენაა. უსიამოვნებები და პრობლემები საფრთხეს არ წარმოადგენს, საშიშროება მათ მიმართ დამოკიდებულებაში იმალება. ჩვენ მომავლის პროგნოზირება არ შეგვიძლია, მაგრამ აწმყოს მართვის უნარი გვაქვს.
7. ჩემს ცხოვრებას სრულად ვაკონტროლებ. თქვენ შეიძლება ბევრს მიაღწიოთ, თუ საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ საკუთარ ცხოვრებას და მოვლენებს აკონტროლებთ.
8. ყველას ვპატიობ, ვინც ტკივილი მომაყენა და მშვიდობიანად ვემშვიდობები. პატიებაში უდიდესი ძალაა ჩადებული, რომელიც წარსულისკენ გახედვის გარეშე წინსვლის საშუალებას მოგცემთ. პრაქტიკოსები ამ დოგმის გამეორებას გაზაფხულის დასაწყისში გირჩევთ, რომ ცხოვრება ტოქსიკური მიჯაჭვულობისგან, უარყოფითი ადამიანებისა და წყენისგან გაათავისუფლოთ.
9. მე ახალ შესაძლებლობებს ვიღებ. მნიშვნელოვანია, რომ სამყაროს ნიშნები დაინახოთ და შანსი გამოიყენოთ. ეს აფირმაცია დღის პირველ ნახევარში წარმოთქვით, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში ცვლილებებს მოგიტანთ.
10. ნებისმიერ დაბრკოლებას გავუმკლავდები. თქვენ არანაირი გარე სტოპ-ფაქტორი არ გაქვთ, მხოლოდ ის, რომელიც თქვენს შიგნით ცხოვრობს. დროა წინაღობები გადალახოთ, რომლებიც თქვენს წინ ააგეთ და ცნობიერების ბლოკებისგან გათავისუფლდეთ.