საკითხავი
10 სასარგებლო ხრიკი – გაუგებარია, მათ გარეშე როგორ ვცხოვრობდით
საყოფაცხოვრებო ხრიკები ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებენ და წვრილი პრობლემების მოგვარებაში გვეხმარებიან, რომელთაც ჩვენი განწყობის გაფუჭება შეეძლოთ.
ძალიან მაგარია, როცა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტილების პოვნა შეიძლება! ქვემოთ მოცემულ საინტერესო რჩევებს ყურადღება მიაქციეთ: ხრიკები ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ეფექტურია.
1. წყალი ლიმონთან ერთად
უზმოზე ლიმონიანი წყლის დალევა (თბილი, მაგრამ არა ცხელი) ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს, მჟავე-ტუტე ბალანსს აღადგენს და ენერგეტიკულ ცვლას აუმჯობესებს.
2. განათების დისტანციური მართვა
თუ საწოლიდან ადგომა გეზარებათ, ხოლო სახლში კატა გყავთ, ლაზერული მაჩვენებელი გამოიყენეთ. სინათლის ჩამრთველზე ლაზერის სხივი მიმართეთ და ცოტა ხანში სასწაული მოხდება: კატა სხივს დაედევნება და ჩამრთველს ხელს დააჭერს. ასე ოთახში სინათლეს ჩართავთ.
3. საკუთარი თავი დაიცავით
თუ სახლში უსაფრთხოების ძვირადღირებული სისტემის დაყენება არ შეგიძლიათ, შემოსასვლელი კარები სურათზე მითითებული მეთოდის მიხედვით დაბლოკეთ. ასეთი მოწყობილობა შეგიძლიათ თავად გააკეთოთ.
4. ზედა ტანსაცმლის საკიდი, საიდანაც ტანსაცმელი არ ისრიალებს
საკიდზე ზემოდან ცხელი წებო წაუსვით, ასე თქვენი პერანგი, მაისური და სხვა ტანსაცმელი საკიდიდან არ ჩამოსრიალდება მაშინაც კი, თუ ძლიერად დახრით ან საკიდს შეანჟღრევთ.
საკიდის კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის დახმარებით ტანსაცმელი არ ჩამოსრიალდება, რეზინის გამოყენებას გულისხმობს. უბრალოდ მხრებზე რეზინა გაუკეთეთ და მზადაა!
5. როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთი
ყველა ავიაკომპანიას ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი კვირა დღეს (საშუალოდ ფასები 15-20%-ით ძვირია), ხოლო ყველაზე იაფი კი სამშაბათსა და ოთხშაბათს აქვთ (15-20%-ით უფრო იაფი).
ხუთშაბათსა და შაბათს ბილეთის ფასი 5-10 %-ით ძვირია. თუმცა მაგალითად, Ernest Airlines-ში კვირის დღეების მიხედვით ფასები მხოლოდ 5%-ით იცვლება.
6. კბილის ჯაგრისი DIY-დამჭერი
ეს იდეა მოგზაურობის დროს იდეალურად გამოგადგებათ, როცა არ გსურთ, რომ კბილის ჯაგრისი საეჭვო ზედაპირს შეეხოს. უბრალოდ ჯაგრისი სარჭის დახმარებით 45 გრადუსით დახარეთ.
7. ობობა და პიტნა
ობობა პიტნის სუნს ვერ იტანს. სახლის ან აგარაკის ირგვლივ ეს მცენარე აუცილებლად დარგეთ.
ბინის პიპრობებში პიტნის ქოთანი შეგიძლიათ აივანზე ან უბრალოდ ფანჯრის რაფაზე დადოთ. ობობა იჩქარებს დატოვოს შენობა, სადაც რამდენიმე ქოთანში პიტნის მცირე თაიგული იქნება.
8. გამაგრილებელი დესერტი საზამთროსგან
გამამგრილებელი დესერტი ზაფხულში სადილის ეფექტურ დასასრულს წარმოადგენს – ნებისმიერი არაყი გამოიყენეთ, ოღონდ წინასწარ კარგად ჩააცივეთ.
საზამთრო ოთხ ნაწილად, შემდეგ თითოეული მეოთხედი შუაზე გაჭერით. საზამთრო თასში ჩადეთ, არაყი გემოვნების მიხედვით დაასხით და მარილი მოაყარეთ.
9. მაცივარში სუნის მოსაშორებლად
მაცივარში სხვადსხვა თაროზე ჭვავის პურის ნაჭრები დადეთ. ასე უცნაურ სუნს მოიშორებთ. მსგავსი მოქმედება ვაშლის, ყველის და ნედლი კარტოფილის ნაჭრებსსაც აქვთ.
10. ნაყინი აღარ ჩამოწვეთავს
თქვენ ხომ იცით, რომ ხის ჩხირზე წამოცმული ნაყინი მუდმივად წვეთავს და ხელებზე იღვრება – მაგრამ არა ახლა! ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ხის ჩხირს კექსის ფორმა ან ყავის თავსახური ჩამოაცვით.
ამ სიაში რამეს დაამატებდით?