ჯანმრთელობა
10 რამ, რაც თქვენს სხეულს დაემართება, თუ ყოველდღე ფეხით ივლით
ოდესმე მოგისმენიათ ჰიპოკრატეს მოსაზრება: „ფეხით სეირნობა – ადამიანის საუკეთესო წამალია“? უფრო მეტიც, თუ ფეხით სიარულს სრულყოფილ ძილსა და ჯანსაღ კვებას შეუთავსებთ, ექიმთან მისვლის აუცილებლობა დიდი ხანი არ გექნებათ. დღეში მხოლოდ 15-30 წუთით ფეხით სიარული არა მხოლოდ გარეგნულ მხარეს, არამედ ზოგადად ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.
ნახეთ, რამდენად სასარგებლო პრაქტიკა შეიძლება იყოს ფეხით სიარული ადამიანის სულისა და სხეულისთვის. სპეციალურად თქვენთვის ფეხით სიარულის დადებითი შედეგები შევაგროვეთ.
1.ტვინის პოზიტიური ცვლილება
კვლევამ აჩვენა, რომ აერო ვარჯიშები მცირე დატვირთვით, მაგ., ფეხით სიარული ნაადრევი დემენციის განვითარებას აფერხებს, ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს და ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ამის გარდა ფსიქოლოგიური სტრესი და ენდორფინების მაღალი დონე მცირდება.
2.მხედველობის გაუმჯობესება
თითქოსდა ფეხი და თვალი ერთმანეთთან კავშირში არ უნდა იყოს, მაგრამ სეირნობა მათ ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას ახდენს. ის გლაუკომას ებრძვის და თვალის წნევას აღადგენს.
3.გულის დაავადების თავიდან აცილება
გულის ამერიკის ასოციაციის მიხედვით, გულის და ინსულტის დაავადების თავიდან ასაცილებლად ფეხით სიარული სირბილზე ნაკლებ ეფექტური არაა. ის მაღალ არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
4.ფილტვების მოცულობის გაზრდა
სიარული – აერო ვარჯიშია, რომელიც სისხლში ჟანგბადის მიწოდებს ზრდის, ფილტვების ვარჯიშს ხელს უწყობს, ასევე ტოქსინების და ნარჩენების რაოდენობას ამცირებს. ფილტვების დაავადების ზოგიერთი სიმპტომი ღრმა და ხარისხიანი სუნთქვის წყალობით შეიძლება ასევე შემცირდეს.
5.პანკრეასის მდგომარეობის გაუმჯობესება
ამის დაჯერება რთულია, მაგრამ დიაბეტის თავიდან ასაცილებლად ფეხით სიარული ბევრად უფრო ეფექტური საშუალება არის, ვიდრე სირბილი. კვლევამ აჩვენა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ფეხით მოსიარულეებს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა 6-ჯერ უფრო გაეზარდათ, ვიდრე მორბენლებს.
6.საკვების მონელების გაუმჯობესება
ყოველდღიური 30 წუთიანი ფეხით სიარული არა მხოლოდ ნაწლავების სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს, არამედ მონელების პროცესს აუმჯობესებს, შეკრულობას ხსნის, ნაწლავურ მოძრაობას არეგულირებს.
7.კუნთების ტონუსის მხარდაჭერა
სიარული კუნთების ტონუსში მოყვანას და წონაში დაკლებას (ჭარბი წონის არსებობის შემთხვევაში) ხელს უწყობს. დღეში მხოლოდ 10 ათასი ნაბიჯი შეგიძლიათ სპორტულ დარბაზში ვარჯიშს შეადაროთ, თუ მათ გადაანაწილებთ ან მთაზე ახვალთ. ამასთან ფეხით სიარული მცირე დატვირთვის ვარჯიშია, ამიტომ აღსადგენად დრო არ დაგჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე დღეს კუნთების ტკივილი ასეთი ვარჯიშის კვლავ გამეორებაში ხელს ვერ შეგიშლით.
8.ძვლების და სახსრების გაძლიერება
სიარული სახსრების მოქნილობას უზრუნველყოფს, კუნთოვანი მასის დაკარგვას აფერხებს და მოტეხილობის რისკს ამცირებს. ართრიტის მკურნალობის ფონდი გირჩევთ ზომიერ ტემპში დღეში 30 წუთით ფეხით იაროთ, რომ სახსრების ტკივილი, ანთება და სიხისტე შეამციროთ.
9.ზურგის ტკივილის მოშორება
ფეხით სიარული შეიძლება ნამდვილი მხსნელი იყოს მათთვის, ვისაც უფრო მძიმე დატვირთვის ვარჯიშის შესრულებისას წელის ტკივილი აწუხებს. ფეხით სიარული უფრო მსუბუქი დატვირთვის არის და დისკომფორტს იწვევს, როგორც სირბილი ან ინტენსიური ვარჯიში. ის ხერხემალში სისხლის აქტიურ მიმოქცევას ხელს უწყობს, მის მოქნილობას ზრდის.
10.ცნობიერების დამშვიდება
თუ ფეხით სიარული სერიოზული დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში დეპრესიის ნიშნებს ამცირებს, წარმოიდგინეთ, მისი დახმარებით რა მარტივად შეძლებთ ფიქრების დალაგებას, როცა თქვენ გაბრაზებული ან დაღლილი ხართ. მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო სეირნობა დადებით ეფექტს მხოლოდ გაზრდის და განწყობას აგიმაღლებთ!
ოდესმე გიცდიათ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის ან სირბილის ჩვეულებრივი ფეხით სიარულით ჩანაცვლება? გვიამბეთ თქვენი შედეგის შესახებ კომენტარებში!