Connect with us

ჯანმრთელობა

10 პროდუქტი, რომელიც შარდმჟავას კრისტალებს შლის და კურნავს პოდაგრას, კენჭებს, სახსრების ტკივილებს

ჩვენი სხეული შარდმჟავას მოსაშორებლადაა დაპროგრამებული. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ, თუ მჟავა დიდი რაოდენობით იწარმოება, ეს იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას: თირკმლებში კენჭებს, სახსრების ტკივილს, პოდაგრასა და არამხოლოდ.

როცა რეგულარულად ცხოველურ ცილებს მივირთმევთ, ჩვენი სხეული წარმოქმნის ნივთიერებას, სახელად პურინი, სწორედ ეს წარმოქმნის შარდმჟავას კრისტალებს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ჩვენი სხეული ჰიპერურიკემიაში გადადის და შეიძლება შემდეგი უსიამოვნება დაგვატყდეს თავს:

  • მეტაბოლისტური აციდოზი;
  • კანის პრობლემები;
  • სახსრების ტკივილი;
  • თირკმლების დაავადებები და კენჭები;
  • ლეიკემია;
  • დიაბეტი;
  • პოდაგრა.

საბედნიეროდ, არსებობს პროდუქტი, რომლებიც გვეხმარება შარდმჟავასთან ბრძოლაში. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ეფექტურ მათგანს, რომლებიც რეგულარულად უნდა მოიხმაროთ.

1. ბროკოლი და კიტრი

ეს ბოსტნეული ამცირებს შარდმჟავას წარმოებასა და კრისტალების გაჩენას. ისინი, ჩვეულებრივ, ჩვენი სახსრების გარშემო წარმოიქმნება, რაც შედეგად სახსრის ტკივილებსა და დეფორმაციას იწვევს.

2. ბანანი

ბანანი მდიდარია კალიუმით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში შარდმჟავას დონის შესამცირებლად.

3. სტაფილო

შარდმჟავის დაგროვებას თავიდან აიცილებთ უმი სტაფილოს რეგულარული მოხმარებით, ასევე, გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

4. ალუბალი

ეს გემრიელი კენკრა არეგულირებს შარდმჟავას დონეს, რამდენადაც იგი ანტოციანინს შეიცავს. გარდა ამისა, იგი ხელს უშლის კრისტალების წარმოქმნას სახსრების გარშემო.

5. წყალი

წყლის მოხმარებით, თქვენ არამხოლოდ შეამცირებთ შარდმჟავას დონეს, არამედ დაეხმარებით ორგანიზმს ტოქსინებისა და ნარჩენების მოშორებაში.

6. ნიახური

ნიახურის ხშირი მოხმარებით, თქვენ თავიდან აიცილებთ გართულებებს, რომლებსაც შარდმჟავა იწვევს, ასევე, ამცირებს მის დონესაც.

7. ვაშლი

სხეულის დეტოქსიკაცია ვაშლის რეგულარული მოხმარებით შეიძლება. ეს, აგრეთვე, გამორიცხცავს შარდმჟავის დონის მატებასაც.

8. ლიმონი

შარდმჟავის მოშორება და ჯანმრთელობის პრობლემებისგან გათავისუფლება ლიმონიანი წყლის რეგულარული მოხმარებით შეიძლება. დალიეთ ლიმონიანი წყალი ყოველი ჭამიდან 30-40 წუთში.

9. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის მოხმარება ამცირებს პოდაგრის რისკს, ებრძვის ჰიპერურიკემიასაც. რეკომენდებულია დღეში 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაის დალევა.

10. უმი ხახვი

ორგანიზმში ჭარბი შარდმჟავა შემცირდება უმი ხახვის მოხმარებითაც.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.