Connect with us

ჯანმრთელობა

10 პროდუქტი ინსულინრეზისტენტობის, დიაბეტის, პრედიაბეტის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის

დღეს ეს დაავადება მსოფლიოში ათასობით ადამიანს აწუხებს. ხშირ შემთხვევაში ის იწვევს ჭარბ წონას, კვებითი ქცევის დარღვევას, გულის დაავადებას, ასევე სიმსივნის განვითარების და ნაადრევი სიბერის რისკს ზრდის. ამ მიზეზით მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რომელი პროდუქტების მიღება არის სასურველი ინსულინრეზისტენტონის დროს. სწორი პროდუქტების მიღებით ნივთიერებათა ცვლა დარეგულირდება.

მეტაბოლური სინდრომი რიგ დაავადებებს პირდაპირ უკავშირდება. ის მოიცავს ინსულინრეზისტენტობას, იგივე X სინდრომს, რომელიც მე-2 ტიპის დიაბეტის, პრედიაბეტის და რიგი სხვა დაავადებების წინამორბედს წარმოადგენს. მათ შორისაა სიმსუქნე და გულის დაავადება.

რა არის ინსულინრეზისტენტობა?

ადამიანი, რომელსაც ჰიპერინსულინემია აწუხებს, შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო მეტ ინსულინს აწარმოებდეს, რომ მიღებული საკვები ენერგიად გარდაქმნას. კუჭქვეშა ჯირკვალი ზეგანაკვეთურად მუშაობს. შედეგად ბევრი ინსულინი იწარმოება, რადგან ორგანიზმის უჯრედები ინსულინის მიმართ ამტანები არიან.

თავისი არსით, უჯრედები სისხლში ინსულინის არსებობის მიუხედავად განბლოკილი არ არიან და საჭირო რაოდენობის გლუკოზის მიღებას ვერ ახერხებენ. ამის გამო ისევ სისხლის ნაკადში ბრუნდება, სისხლში შაქრის დონეს ზრდის და ენერგიას ამცირებს.

პროდუქტები ინსულინრეზისტენტობის დროს

რეკომენდებული პროდუქტები არა მათი კალორიულობით, არამედ საკვების ტიპის მიხედვით უნდა განიხილოთ. ზუსტად უნდა გახსოვდეთ, რომ წონის დაკლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ინსულინრეზისტენტობას ებრძვის.

ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი

სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ მცენარის ექსტრაქტი ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შემცირებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ზეთისხილის ფოთლების ჩაი დალიეთ, რომ მისი რაოდენობა საშუალოდ 15%-ით შეამციროთ.

ეს ერთ-ერთი პროდუქტია, რომელსაც წლების განმავლობაში დიაბეტის წინააღმდეგ იყენებდნენ და შედეგები დამაკმაყოფილებელი იყო.

კენკრა

ორგანიზმს ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონის შესანარჩუნებლად ბევრი ინსულინი არ სჭირდება, თუ კენკრას მიიღებთ.

დამტკიცებულ იქნა, რომ რაციონში კენკრის დამატებამ შეიძლება ჭამის შემდეგ ინსულინის პიკის შემცირებაში დაგეხმაროთ. ამ მიზეზით მიიღეთ ისეთი კენკრა, როგორიცაა შტოში, მარწყვი, მოცვი და მაყვალი.

კურკუმა

ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლო პროდუქტებს შორისაა კურკუმა. მას მე-2 ტიპის დიაბეტის შესაფერხებლად ეფექტური თვისებები გააჩნია.

ასევე ინსულინრეზისტენტობის შემცირებას და სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს. შედეგად, ცხიმოვანი ქსოვილების ზრდას ებრძვის და ჭარბ წონასთან საბრძოლველად ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

შავი თესლი

მხოლოდ 2 გრამის უზმოზე მიღება საკმარისია, რომ ინსულინრეზისტენტობა შეამციროთ. თავისი თვისებების წყალობით მცენარეს უკვე ათასი წელია აფასებენ. მას მიეკუთვნება შავი სეზამი და შავი კვლიავი.

სპირულინა

კვლევის ფარგლებში აღმოჩენილ იქნა, რომ სპირულინა ინსულინის დონის შესამცირებლად იდეალური პროდუქტია. ამ ტიპის წყალმცენარე დიდი რაოდენობით ცილას და ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა უცვლელ ამინომჟავას შეიცავს. ასევე შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, როგორიცაა მინერალები, გამა-მჟავები და ვიტამინები.

ეს ყველაფერი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მე-2 ტიპის დიაბეტის და ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კოჭა

საკვებში კოჭის დამატება ან უზმოზე მისი მიღება სისხლში გლუკოზის დონეს 10%-ით ამცირებს. სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მცენარეულ სამკურნალო საშუალებად ითვლება. ინსულინის და გლუკოზის კლირენსის გაზრდილი სეკრეციის გათვალისწინებით დიაბეტის შემსუბუქებას ხელს უწყობს.

ციტრუსი

ციტრუსებს შორის, რომელთა მიღებაც ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, შედის ფორთოხალი, ლაიმა, ლიმონი და გრეიფრუტი. ამ ტიპის საკვები ბევრ უჯრედისს და C ვიტამინს შეიცავს, რომელიც დიაბეტის დონის შემცირებაშიც დაგეხმარებათ. ხსნადი ბოჭკოები არტერიულ წნევას და სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებენ.

დარიჩინი

დარიჩინი ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მრავალრიცხოვან სანელებლად ითვლება. ნახევარზე ნაკლები სუფრის კოვზი დარიჩინის მიღება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს სისხლში შაქრის დონის შემცირებასა და ინსულინის მიმართ რეაქციის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

თევზი, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი პროდუქტი

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარ პროდუქტებს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების შეფერხება, ასევე არტერიული წნევის, გულის იშემიური დაავადების და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანების რაციონში უნდა შედიოდეს.

და ბოლოს, ფიზიკური აქტივობა ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანების კარგი მოკავშირე შეიძლება გახდეს. ფიზიკური აქტივობა ინსულინის მიმართ რეზისტენტობის შემცირების ხარჯზე ორგანიზმის მიერ ინსულინის გამოყენებას აუმჯობესებს. ფიზიკური აქტივობა დიაბეტის სამკურნალოდაც მნიშვნელოვანია.