თავის მოვლა
10 ნატურალური საშუალება თმის ცვენას ერთხელ და სამუდამოდ შეაჩერებს
ადამიანი ჩვეულებრივ დღეში 60-დან 100 თმის ღერს კარგავს. რა უნდა ქნათ, თუ თმის ცვენა კატასტროფულად გახშირდა?
როგორ დავიცვათ თავის კანის და თმის ჯანმრთელობა ისე, რომ თმას ბზინვარება და ხავერდოვნება მივანიჭოთ? შეუძლებელი არაფერია! აი, საუკეთესო რეცეპტები თმის ცვენის საწინააღმდეგოდ:
1. ჭინჭრის ნაყენი
თმის აღდგენას დააჩქარებთ, თუ დაბანის შემდეგ თავზე ჭინჭრის ფოთლების ნაყენს გადაივლებთ.
2 ს/კ დაქუცმაცებულ მშრალ ჭინჭრის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დააფარეთ და გაგრილება აცადეთ. ნაყენი გადაწურეთ და გადავლების წინ ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ.
გრძელი თმის შემთხვევაში ორჯერ უფრო მეტი ნაყენი გამოიყენეთ.
2. კონიაკის ნიღაბი
1 ს/კ კონიაკი, 4 ს/კ ხახვის წვენი და 6 ს/კ ოროვანდის ფესვების ნაყენი აურიეთ. ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ, თავზე პოლიეთილენის პაკეტი, ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ.
30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თმის ტიპის შამპუნით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ.
3. თმის ცვენის და ცხიმიანობის საწინააღმდეგო ნიღაბი შვრიით
შვრია ფხვნილის სახით დააქუცმაცეთ, ½ ჭიქა მიღებული ფქვილი ½ ს/კ ნუშის ზეთსა და ¼ ჭიქა რძეს აურიეთ. თუ თმას ცხიმიანი მბზინვარება აქვს, 1-2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი დაუმატეთ.
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. ნარევი თმის ძირებსა და კანში კარგად შეიზილეთ და მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 20 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.
4. თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი ზეთებით და E ვიტამინით
2 კაფსულა E ვიტამინის სითხე, 2 ს/კ ჟოჟობას (ან ნუშის) ზეთი აურიეთ და 3 წვეთი პიტნის და როზმარინის ზეთი დაუმატეთ.
კარგად აურიეთ და მთელი სიგრძეზე თანაბრად გადაინაწილეთ. თმის ძირებზე წასმას მოერიდეთ. თმა პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ნიღაბი რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
5. თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი კვერცხის გულით და ზეითუნის ზეთით
2 ს/კ ზეითუნის ზეთი და 2 კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ. თუ სქელი ნიღაბი გამოგივათ, ½ ჭიქა წყალი დაუმატეთ.
ნარევი თმის ძირებზე წაისვით და მასაჟური მოძრაობით კანში შეიზილეთ. ნიღაბი მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.
20-30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ. ბოლოს 1 ჭიქა წყლისა და 1 ს/კ ვაშლის ძმრის ნარევი გადაივლეთ.
6. მდოგვის ნიღაბი – თმის ცვენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური საშუალება
1 ს/კ მშრალი მდოგვი, 2 ს/კ დაყენებული ჩაი და 1 კვერცხის გული აურიეთ. მიღებული ნარევი თავის კანში შეიზილეთ, დარჩენილი ნიღაბი თმაზე წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
7. თმის ცვენის საწინააღმდეგო შინაურული ნიღაბი თაფლით
ყურადღებით იყავით: ნარევი სუფთა თმაზე უნდა წაისვათ. ასევე თაფლი ოთახის ტემპერატურის წყალში უნდა გახსნათ, რომ სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოთ.
თავის კანზე 2-3 ს/კ გახსნილი (თხევადი) თაფლი წაისვით. 5 წუთის განმავლობაში თავის კანზე შეიზილეთ, შემდეგ პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ. ნიღაბი 1 საათით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ.
8. ხახვის ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
ნიღაბი ატენიანებს, სტრუქტურას აუმჯობესებს, ზრდას აჩქარებს, თმის ფოლიკულის განახლებას და თმის ბოლქვების გაძლიერებას ხელს უწყობს.
2 ს/კ ხახვი და 2 ს/კ ნიორი აურიეთ. ფაფა თავის კანზე წაისვით, 1 საათში შამპუნით ჩამოიბანეთ. ხახვის სუნის გასაქრობად თავზე ვაშლის ძმარი გადაივლეთ.
9. ბირკავას ზეთი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
ბირკავას ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალება თმის მოსავლელად. ნიღბის მოსამზადებლად ზეთი შეათბეთ და 2 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ.
მიღებული ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ მანამ, სანამ თაფლი მასში არ გაიხსნება. ამის შემდეგ გაგრილება აცადეთ და 2 კვერცხის გული დაუმატეთ.
ნიღაბი თმის ძირებში მასაჟური მოძრაობით წაისვით, შემდეგ დარჩენილი ნიღაბი მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. თავზე პოლიეთილენის პარკი და პირსახოცი შემოიხვიეთ, 1 საათში კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
10. უფერო ხნის ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
შინაურული ნიღაბი უფერო ხნით თმის ბოლქვებს შესანიშნავად კვებავს. თმა ძლიერი და სქელი ხდება, ხოლო ცვენა მცირდება.
თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბის მოსამზადებლად 2 ს/კ ხნა და 2 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ. შემდეგ 2 კვერცხის გული და უცხიმო ხაჭო დაუმატეთ.
ნიღაბი თმაზე წაისვით, პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ. 30 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.