Connect with us

საკითხავი

10 მცენარე, რომლებიც ფილტვებს ეფექტურად წმენდენ

დღესდღეობით მსოფლიოში სასუნთქი სისტემების დაავადებების რიცხვი იზრდება. განსაკუთრებით, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში: ფილტვების ანთება და უფრო სერიოზული დაავადებები ადამიანის ჯანმრთელობას აუარესებს და ზოგჯერ უნარების შეზღუდვას ან გარდაცვალებას იწვევს.

სასუნთქი გზების დაავადებებს უკვე მსოფლიოში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის „საპატიო“ ადგილი უკავია, ამიტომ მის ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. სხვადასხვა სახის წარმოების გამო პლანეტის ჰაერი შეიცვალა. მავნე ნივთიერებები ჰაერის დინებით მთელ ატმოსფეროში ხვდება, ამიტომ ფილტვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია.

გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. თითოეულმა ადამიანმა მისთვის შესაფერისი მეთოდი უნდა შეარჩიოს. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდს ფილტვების გასაწმენდად, რომელიც ბევრ ფულს და დროს არ მოითხოვენ.

გახსოვდეთ: ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე მისი აღდგენა.

ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ყოველდღიურად ტყეში ან ზღვის სანაპიროზე სეირნობა, მთაში მოგზაურობაა. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ხელმისაწვდომი არაა. როგორ გავიწმინდოთ ფილტვები მინიმალური დანახარჯით?

მცენარეების ფიტონციდებით გაწმენდა

ფილტვების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთახის მცენარე ან ბონსაის ხე. ამაში დაგეხმარებათ მცენარეების ფიტონციდები – ნივთიერება, რომელსაც მცენარეები გარემოში გამოყოფენ. ფიტონციდებს ბაქტერიების განადგურება ან მათი მოქმედების შეფერხება შეუძლიათ. მაგალითად, ხახვის ფიტონციდები ტუბერკულოზის ჩხირებს ანადგურებენ.

სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული ფიტონციდური თვისება აქვს. დღეს ფილტვების გასაწმენდად ყველაზე ეფექტურ მცენარეებს გთავაზობთ.

ღვია

ღვია თითქმის ყველა მავნე მიკრობს და ვირუსს ანადგურებს. ფილტვების გასაწმენდად ღვიის ბუჩქიდან მაქსიმუმ 50 სმ დაშორებით კომფორტულად მოეწყვეთ და მთლიანად მოდუნდეთ. ღრმად ისუნთქეთ, ღვიის სუნით და მისი სილამაზით დატკბით.

თვალები დახუჭეთ, ზომიერად ისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ნელ–ნელა ტყეში სეირნობთ. ღვიის მიერ გამოყოფილ ფიტონციდებს სუნთქავთ და ფილტვებს იწმენდთ. ღვიის დახმარებით ფილტვების გაწმენდის ხანგრძლივობა – 10-30 დღე. შეგიძლიათ წმენდა ყოველ მეორე დღეს ჩაიტაროთ.

თუ გრძნობთ, რომ ავად ხდებით, 5 წუთით ღვიის გვერდით დაჯექით და ტოტიდან 5 სმ–ს მანძილზე ჰაერი ისუნთქეთ. ღრმად არ ისუნთქოთ. უჩვეულო ღრმა სუნთქვით ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს.

ნემსიწვერა

თუ ღვიის მიმართ ალერგიული ხართ, სხვა მცენარე გამოგადგებათ. მაგალითად, არანაკლებ ეფექტურია ნემსიწვერა. ყოველდღე ნემსიწვერა მაგიდაზე ან სხვა სიბრტყეზე სახიდან 15-30 სმ–ს დაშორებით დადეთ, მის გვერდით კომფორტულად მოეწყვეთ და ნელა ისუნთქეთ. მცენარის ფოთლების სუნი იგრძენით.

ფილტვების წმენდის დრო – 15 წუთით. ნემსიწვერას მიერ გამოყოფილი ფიტონციდები ზედიზედ 30 დღე უნდა ისუნთქოთ. ჩვეულებრივ, ამ მეთოდით ფილტვების გაწმენდის კურსს მთელი წლის განმავლობაში გამეორება არ სჭირდება. ამ სასიამოვნო პროცედურის წყალობით ფილტვებს გაიწმენდთ, სტრესს გააქრობთ, ნერვულ სისტემას მოაწესრიგებთ, გულ–სისხლძარღვთა სისტემის აქტივობას გააუმჯობესებთ და ორგანიზმის დამცავ ძალებს გააძლიერებთ.

ლიმონი

ლიმონის ხის ფოთლების სუნი ფილტვებს შესანიშნავად წმენდს. 1 კვირის განმავლობაში ფოთლების (შესაძლოა ყვავილების) სუნი ახლო მანძილიდან (15-20 სმ) ისუნთქეთ. ბუნებრივია, ლიმონის ფოთლები სუფთა, უმტვრო უნდა იყოს. სასურველია, წყლის ნაკადის ქვეშ გარეცხოთ, სანამ ფილტვების გამწმენდ პროცედურას დაიწყებთ.

ლიმონის სუნთქვის დრო – 10-20 წუთი. შემდეგ ლიმონის ხე 1,5-2 წლით საძინებელში გაიტანეთ. ამ დროში ფილტვები აღდგება, თუ ხშირი ანთებით დაზიანებული იყო. შეგიძლიათ ლიმონის ხე თესლიდან გაზარდოთ, ასე უფრო დიდი ეფექტი ექნება. ლიმონის ქერქი შეგიძლიათ გახეხოთ და ოთახში დადოთ. ასე შენობაში ჰაერი გაიწმინდება და სუფთა ჰაერის სუნთქვით ფილტვებს გაიწმენდთ.

ევკალიპტი

სახლში მზარდი ევკალიპტის ხე ფილტვებს წმენდს. სიტყვა „ევკალიპტი“ ითარგმნება, როგორც „კარგი ჰაერი“. ავსტრალიაში ევკალიპტს სასწაულების, სიცოცხლის ხეს უწოდებენ. ევკალიპტი სახლში ჰაერს პათოგენებისგან წმენდს და თანდათან ფილტვებსაც ასუფთავებს.

მირტი

მირტის ხე ფილტვებს კარგად წმენდს და ტუბერკულოზის პათოგენებს ანადგურებს. ზოგიერთ ხალხში არსებობს ტრადიცია, რომ როცა გოგონა იბადება სახლში მირტის პატარა ხეს რგავენ. ხე გოგონასთან ერთად იზრდება და გათხოვებისას მირტის ყვავილებით გვირგვინს იწნავს. მირტის ხე მფლობელთან ერთად ქმრის ოჯახში გადადის. ითვლება, რომ მირტი სახლში ოჯახს უბედურებისგან იცავს, ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. საბერძნეთში მირტი სილამაზის და ახალგაზრდობის სიმბოლო იყო.

კატაბალახა

კატაბალახას ხმელ ბალახს ფილტვებზე დადებითი მოქმედება აქვს. ამ მიზნით კატაბალახას ხმელი ბალახი ფესვებთან ერთად მარლის ტომარაში ჩადეთ. ასეთი ტომარა ადამიანის თავის დონეზე, უცხოსთვის მიუწვდომელ ადგილას ჩამოკიდეთ.  შეგიძლიათ ტომარა ფარდაზე დაკიდოთ ან კარადაში შეინახოთ. ყველაზე ხელსაყრელი ადგილი: საძინებელი. ფილტვების გაწმენდის დრო – 1-3 თვე.

ხახვი

ზოგჯერ ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებს შორის მუშაობა ან ყოფნა გვიწევს. ამ დროს ფილტვები პათოგენებისგან აუცილებლად უნდა გაწმინდოთ. ამ შემთხვევაში ხახვის ფაფა დაგეხმარებათ. მის მოსამზადებლად ხახვს ფურცლები მოაშორეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ და იმწამსვე რამდენჯერმე (5-ჯერ) ხახვის სუფთა სუნი შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

ხახვის ფაფა ცხვირთან და პირთან 15 სმ–ს დაშორებით დაიკავეთ. ხახვი გახეხვიდან 5 წუთი ეფექტურია. ამის შემდეგ სამკურნალო თვისებებს კარგავს. შეგიძლიათ ხახვის სუნი საათში ერთხელ, დღეში რამდენჯერმე შეისუნთქოთ, მაგრამ მაქსიმუმ 4-ჯერ. ზედიზედ 2 დღე, დღეში 3–ჯერ ამის გაკეთება საკმარისია.

ნიორი

ნივრის ფიტონციდები ფილტვებში ჩირქოვანი პროცესების პათოგენებს ანადგურებენ. ნივრის ფაფის მისაღებად ნივრის კბილი გაასუფთავეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. იმწამსვე ნივრის ახალი სუნი 5-ჯერ შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

ნივრის ფაფა ცხვირთან და პირთან 15 სმ–ს დაშორებით დაიკავეთ. ნიორი გახეხვიდან 5 წუთი მოქმედია, შემდეგ სამკურნალო თვისებებს კარგავს.

1 კვირის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს, დღეში 2–ჯერ ნივრის სუნის ყნოსვა საკმარისია. ყოველთვის ახალი ნივრის კბილი გამოიყენეთ, ყოველგვარი ლაქების და დაზიანებების გარეშე. გაღვივებული ნივრის კბილი არ გამოიყენოთ. ის სუსტია.

ხავსი სფაგნუმი

ჭაობიან ადგილას გავლა ფილტვებს კარგად წმენდს. ჭაობის სპეციფიკური ჰაერი ფილტვებზე დადებით მოქმედებას ახდენს, განსაკუთრებით ანთების და ავადმყოფობის დროს. მინის ლარნაკში შეგიძლიათ ცოტა ქვიშა ჩაყაროთ, ცოტა წყალი ჩაასხათ და სფაგნუმი (ჭაობის ხავსი) ჩადოთ. გამჭვირვალე, საკმაოდ მაღალი ლარნაკი გამოიყენეთ, რომ ხავსმა კიდეებამდე არ მიაღწიოს.

სფაგნუმი უპრეტენზიოა, მაგრამ ტენიანობის მიმართ მომთხოვნია. ოთახის ჰაერი, სადაც სფაგნუმი იზრდება თქვენი ფილტვების სისუფთავეს მხარს დაუჭერს.