Connect with us

ყვავილები

10 მიზეზი, რატომ არ უნდა გადაყაროთ კვერცხის ნაჭუჭი, თუ აგარაკი გაქვთ

კვერცხის ნაჭუჭი სასარგებლო და მინერალებით მდიდარი პროდუქტია. მისი გადაგდება არ ღირს, თუ თავგამოდებული მებაღე ხართ. გთავაზობთ 10 მეთოდს, რომელიც კვერცხის ნაჭუჭს კარგ მომსახურებას აიძულებს.

პირველ რიგში, კვერცხის ნაჭუჭი მოამზადეთ: სანაყში დანაყეთ – ზუსტად რამდენიმე კილოგრამი. შემდეგ კარდონის ყუთში, შაქრის ტომარაში ან ქაღალდის პაკეტში ჩაყარეთ. მოკლედ, ჭურჭელში, სადაც მასალა სუნთქვას შეძლებს. გამოსაშრობად 5 დღე საკმარისი იქნება. მთავარია, შენობა ძალიან ნესტიანი არ იყოს.

ნაჭუჭის შინაგანი ფირი შეგიძლიათ დატოვოთ – ის არა ნაკლებ სასარგებლო და მკვებავია, ვიდრე ეს ორგანული პროდუქტი.

  1. გახსოვდეთ, რომ ასეთი დანამატი ყველა კულტურას არ მოეწონება. ლობიოს, ბარდის, ფოთლოვანი კომბოსტოს, კიტრის, ისპანახის, ყაბაყის და მარწყვისთვის არ გამოიყენოთ. აი, კვერცხის ნაჭუჭს შეიყვარებს ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდორი, მოცხარი, ბროკოლი, ნესვი, ხახვი, ჭარხალი, სალათის ფურცლები.
  2. ნაჭუჭი გამოიყენება იმისთვის, რომ ნიადაგი ნაკლებად მჟავე გახდეს. ამისთვის მცირე რაოდენობით ფხვნილს ორმოში ყრიან.
  3. ყვავილოვანი კომბოსტოსთვის დაქუცმაცებული ნაჭუჭი შესანიშნავი სასუქია. თუ ამ კულტურის დარგვის დროს ნაჭუჭს გამოიყენებთ, სხვა სასუქის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.
  4. თუ მოსავალს ლოქორა ჭამს, მსხვილი კვერცხის ნაჭუჭი ნაცარს აურიეთ და კვლებს შორის მოაყარეთ. ასეთ კატაკომბას ლოქორა ვერ გადალახავს.
  5. ნაჭუჭი ნერგებისთვის პატარა ქოთნის სახით გამოიყენეთ.

ამისთვის მთელი კვერცხის ნაჭუჭი აიღეთ (ასეთ ნაჭუჭს მიიღებთ, თუ უმ კვერცხს დალევთ ან კვერცხს კოვზით ფრთხილად გატეხავთ). დრენაჟისთვის ნახვრეტი  გაუკეთეთ, ნაყოფიერი მიწით გაავსეთ და მარცვალი ჩარგეთ. როცა თესლი მომწიფდება, მიწაში ნაჭუჭიანად ჩარგეთ.

  1. თუ ნიადაგში მჟავიანობის მომატებაა საჭიროა, იგივე ნაჭუჭის ფხვნილი ნახევარი ჭიქა ერთ კვადრატულ მეტრ მიწაზე გამოიყენეთ.
  2. მოსავლის აღების შემდეგ, ნაკვეთი დაბარვით მომავალი სეზონისთვის მოამზადეთ. კვლებში კვერცხის ნაჭუჭი (ნახევარი ჭიქა ერთ კვადრატულ მეტრზე) ჩაყარეთ და გამოაზამთრეთ. ამ დროში ნაჭუჭი დაიშლება და ნიადაგს სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებს.
  3. თუ ნერგი ე.წ. „შავი ფეხით“ იტანჯება, ნაჭუჭი პუდრის მიღებამდე დაფშვენით და მცენარე დაპუდრეთ.
  4. ნაჭუჭი ოთახის მცენარეებსაც გამოადგება. მსხვილად დააქუცმაცეთ და ქოთნის ძირში სადრენაჟოდ მოათავსეთ.
  5. მახრასებრნს თქვენი მცენარეების ჭამა რომ გადააჩვიოთ, დაქუცმაცებულ ნაჭუჭს მცენარეული ზეთი დაუმატეთ და კვლებს შორის ჩამარხეთ. ასეთი ნატურალური და უვნებელი საშუალება მცენარეს მწერებისგან მთელი სეზონი დაიცავს.